2023-08-29 |
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
გიორგი გაბედავა ქალაქ ფოთში მცხოვრებ დევნილ მოზარდებს შეხვდა
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მხარდაჭერით ქ. ფოთში განხორციელდა პროექტი „ქალაქ ფოთში დევნილი ბავშვების ცურვის კურსები“.
პროექტის მიზანი იყო ბავშვებსა და მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, მათი სოციალიზაციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის გაძლიერება.
პროექტში ჩართული იყვნენ ქალაქ ფოთში დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ბავშვები და მოზარდები.
პროექტი ითვალისწინებდა ერთი თვის განმავლობაში ქალაქ ფოთში მდებარე საცურაო კომპლექსში 6-დან 17 წლის ჩათვლით აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისა და ახალგაზრდების ცურვის გაკვეთილებს. აღნიშნული პროექტი მინისტრის აპარატის პროგრამის „სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერა“ ფარგლებში განხორციელდა.