2023-10-25 |
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები კულტურისა და სპორტის სფეროში მოღვაწე დევნილი საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ნანა გაბელია კულტურისა და სპორტის სფეროში მოღვაწე დევნილი საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ გახსნა. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ მიმართა.
მინისტრის განცხადებით, ქართულ-აფხაზური კულტურის განვითარებისა და მხარდაჭერის ფარგლებში, პრიორიტეტულია აფხაზეთიდან დევნილი შემოქმედებითი ანსამბლების,შემსრულებლების და მსახიობების საქმიანობის ხელშეწყობა, სპორტის წარმომადგენელთა მხარდაჭერა და სპორტის ეროვნულ სახეობათა განვითარება.
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე მარიამ კუჭავამ მოწვეულ სტუმრებს სამინისტროს კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტები გააცნო, ხოლო აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორმა, ლიკა კვარაცხელიამ სპორტისა და ახალგაზრდობის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.
ღონისძიებას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლები, აფხაზეთის შემოქმედებითი ანსამბლების, თეატრის ხელმძღვანელები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.