აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „აფხაზეთი“ განახლებული საკონცერტო პროგრამა წარადგინა

რუსთაველის ეროვნულ თეატრში აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის კონცერტი გაიმართა.

მაყურებლის წინაშე ანსამბლი "აფხაზეთი" საპრემიერო ნომრებით წარსდგა და სტუმრებს ცნობილი კონცეპტუალურ-ფოლკლორული პროგრამა "ქორეონიკონი"განახლებული სახით შესთავაზა.

კონცერტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ნანა გაბელია, აფხაზეთის მთავრობის წევრები, სახელმწიფო უწყებების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.