აფხაზეთიდან დევნილ პედაგოგს ლამარა ქემოკლიძეს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის სამკერდე ნიშანი გადაეცა

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ აფხაზეთიდან დევნილ პედაგოგს ლამარა ქემოკლიძეს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის სამკერდე ნიშანი გადასცა.

ლამარა ქემოკლიძე 1971 წლიდან აფხაზეთში განვითარებულ შეიარაღებულ მოქმედებებამდე ქალაქ გაგრისა და ბიჭვინთის საშუალო სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად მუშაობდა. ლამარა ქემოკლიძეს წლების განმავლობაში მიღებული აქვს სხვადასხვა სახის ჯილდო და სიგელი, მათ შორის აფხაზეთის სახალხო განათლების წარჩინებული მასწავლებლის წოდება.

მინისტრმა, ასევე, ღვაწლმოსილ პედაგოგს 50 წლიანი ხანგრძლივი, ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობისა და ახალგაზრდობის აღზრდაში გაწეული ღვაწლისთვის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით სიგელი გადასცა.