ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ და საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ მოაწერეს.
მემორანდუმის ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისთვის, მხარეები ერთობლივად შეიმუშავებენ და განახორციელებენ სხვადასხვა სახის სამეცნიერო-კვლევით და საგანმანათლებლო პროექტებს, ფორუმებს, კონფერენციებს, სემინარებს, შეხვედრებს, საჯარო განხილვებსა და სხვა საინტერესო აქტივობებს.
შეხვედრას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ზვიად ბულისკერია, სამინისტროსა და კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.