აფხაზეთის სკოლების საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებს ტრენინგები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლობით, აფხაზეთის სკოლების ქიმიის, ფიზიკისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებლებს, საგნობრივი მიმართულებებით ტრენინგები ჩაუტარდათ.

ტრენინგის მონაწილეები საგნობრივი სწავლების თანამედროვე მეთოდებს, ელექტრონული რესურსების შექმნის სხვადასხვა პორტალს, სწავლების პროცესში ექსპერიმენტების ჩატარებისა და სწავლების ფორმებს გაეცნენ.

აღნიშნული ტრენინგ-მოდულის გავლის შემდეგ, სამივე საგნის პედაგოგები სწავლებისას ონლაინ ინსტრუმენტების გამოყენებასა და კვლევითი სამუშაოს ჩასატარებლად სამეცნიერო მეთოდის ყველა ეტაპის დეტალურ განხილვას შეძლებენ.