აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
თანადაფინანსების გზით სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე მომავალი“ აფხაზეთიდან დევნილების ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, სსიპ „ეკონომიკური პროგრამების სააგენტო“ ახორციელებს მიზნობრივი ქვეპროგრამის - „სასოფლო-სამეურნეო და ენდემური კულტურების წარმოების მხარდაჭერა“ - შესაბამისი ნაწილის განხორციელებას. თანადაფინანსების მაქსიმალური ზღვარი 2.500 ლარს შეადგენს.
- ქვეპროგრამის აღნიშნულ ნაწილში მონაწილეობის მიღება შეუძლია:
- აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომლებიც გახდნენ სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალის“ ბენეფიციარები.
- ინფორმაცია თანადაფინანსების პირობების, ეტაპებისა და შესავსები განაცხადის ფორმის შესახებ იხილეთ ლინკზე.
- განაცხადის მიღება თანდართული აუცილებელი დოკუმენტაციით ხორციელდება მატერიალური ფორმით 2024 წლის 12 მარტიდან 2024 წლის 5 აპრილამდე მისამართზე: ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა, სსიპ „ეკონომიკური პროგრამების სააგენტო“ ან ელ. ფოსტაზე - lepl.applications@gmail.com
საკონტაქტო პირები: მერაბ ჩაკვეტაძე - 599950991; ნიკა ჯანგირაშვილი - 591931461.