2024-11-19 |
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ლაშა დოლბაძე დაინიშნა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ლაშა დოლბაძე უხელმძღვანელებს.
ახლად დანიშნული მინისტრი თანამშრომლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა წარუდგინა.
აღნიშნულ თანამდებობაზე ლაშა დოლბაძემ ლევან თევზაია შეცვალა. ლევან მგალობლიშვილმა ყოფილ მინისტრს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ახალი მინისტრი თავის გუნდთან ერთად ღირსეულად უპასუხებს ყველა გამოწვევას, რომელიც აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის წინაშე დგას.
ლაშა დოლბაძეს კერძო და საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
2024 წლის სექტემბრიდან დღემდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
ლაშა დოლბაძეს სხვადასხვა საპასუხისმგებლო და ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია.
2024 წლის იანვრიდან აგვისტომდე იკავებდა შპს „აბგრეიდ ქონსთრაქშენ“
ფინანსური დირექტორის პოზიციას;
2024 წლის თებერვლიდან აგვისტომდე, შპს „მონოლით საქართველო“ დამფუძნებელი, დირექტორი;
2018 წლის ივნისიდან 2024 წლის აგვისტომდე იყო შპს „ენსი გრუპ“
ფინანსური დირექტორი;
2017 - 2018 წწ - შპს „გლობალ აუდიტი“
პარტნიორი, მთ. აუდიტორი;
2014 - 2017 წწ -შპს „სამთო კომპანია ფარავანპერლიტი“
ფინანსური დირექტორი;
2012- 2014 წწ- შპს „ვესტ-ინვესტ“ გენერალური დირექტორი;
2010 - 2012 წწ- შპს „ვესტ-ინვესტ“ ფინანსური დირექტორი;
2008 - 2010 წწ- აუდიტორი კომპანია შპს „კოლხი 2005“ მთავარი აუდიტორი;
2005- 2008 წწ- საქართველოს შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის ვაკე- საბურთალოს განყოფილება, ანალიტიკური განყოფილების უფროსი;
1997-2005 წწ -საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ინსპექცია
აკრეფის განყოფილების უფროსი;
1995 - 1997 წწ -სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო
ფონდი უფროსი სპეციალისტი;
1997 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი -სპეციალიზაცია წარმოების ეკონომიკა და მართვა;
2000 წელს კი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული „ეკონომიკისა და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტი“
ასპირანტურა - მიკროეკონომიკა;
2014 წელს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი სამართალმცოდნეობა.