აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროსა და სს “გეფას” შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

აფხაზეთიდან დროებით დევნილი ვეტერანების ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობის მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალურუ დაცვის სამინისტროსა და სს “გეფას” შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა ლაშა ქარდავამ და მედიკამენტების განყოფილების ხელმძღვანელმა ილონა ბენდელიანმა მოაწერეს.

“დღეს მორიგი მემორანდუმი გაფორმდა სააფთიაქო ქსელ გეფასთან, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან სოციალურ მხარდაჭერას ვეტერანებისთვის მედიკამენტებით უზრუნველყოფის თვალსაზრისით. სამინისტრო გააფართოებს თანამშრომლობას სხვა სააფთიაქო ქსელებთან, რათა სრულად იქნეს მოცული დროებით დევნილი მოსახლეობა”-განაცხადა ლაშა ქარდავამ.

მემორანდუმი ითვალისწინებს „ჯიპისის“ და „ფარმადეპოს“ სააფთიაქო ქსელებში აფხაზეთიდან დროებით დევნილი ვეტერანებისთვის 2000-მდე მედიკამენტზე 30%-იან ფასდაკლებას, ასევე, წარმოდგენილ არამედიკამენტების სრულ ასორტიმენტზე 10%-იან ფასდაკლებას.

მომსახურების გაწევა კვირის ნებისმიერ დღეს იქნება შესაძლებელი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ⤵️