დავით მორგოშიამ წარჩინებულ მოსწავლეებს პერსონალური კომპიუტერები გადასცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დავით მორგოშიამ ქ. ზუგდიდში მდებარე აფხაზეთის №1 საჯარო სკოლაში, პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში, აფხაზეთის საჯარო სკოლების წარჩინებულ მოსწავლეებს პერსონალური კომპიუტერები გადასცა.
კომპიუტერები აფხაზეთის საჯარო სკოლების 2023-2024 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის წარჩინებულ მოსწავლეებს გადაეცათ.
პროგრამას მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების გაძლიერების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2009 წლიდან ახორციელებს.
ღონისძიებას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილეები ბეჟან ნემსაძე და ნინო ლობჟანიძე და აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგები ესწრებოდნენ.