2025-02-07 |
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატამ დევნილი მეწარმის არჩილ გობეჯიშვილის სოციალურ საწარმო "დადარს" საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობისათვის აუცილებელი ხარჯების თანხა დაუფინანსა.
აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატამ, სააგენტოსთან “აწარმოე საქართველოში” თანამშრომლობით აფხაზეთიდან დევნილი მეწარმის არჩილ გობეჯიშვილის სოციალურ საწარმო "დადარს" საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობისათვის აუცილებელი ხარჯების თანხა დაუფინანსა.
სოციალური საწარმო "დადარი" მსოფლიოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და მასშტაბური სათამაშოების გამოფენის - "Spielwarenmesse 2025" მონაწილე გახდა, რომელიც 28 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით მიმდინარეობდა.
აღნიშნული გამოფენა ყოველწლიურად გერმანიაში, ქალაქ ნიურნბერგში იმართება.
"Spielwarenmesse" 70 წელზე მეტია, რაც სათამაშოების ინდუსტრიის წამყვანი ღონისძიებაა, რომელიც აერთიანებს მწარმოებლებს, დისტრიბუტორებს, მაღაზიების ქსელებსა და ინოვატორებს მთელი მსოფლიოდან.
გამოფენა საუკეთესო ადგილია ახალი ტენდენციების, ინოვაციური მიმართულებების გასაზიარებლად, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გასაფორმებლად.
მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობის პროგრამის, პირველი კომპონენტის - "საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა“ ფარგლებში, რომელიც აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება, შპს სოციალური საწარმო "დადარისთვის" ეს იყო უნიკალური შესაძლებლობა, წარმოედგინა საკუთარი წარმოების ეკომეგობრული, ხელნაკეთი ხის სათამაშოები, ამასთანავე გაეცნო საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნები და დაემყარებინა მნიშვნელოვანი კონტაქტები.