მაგიდის ჩოგბურთში აფხაზეთის ღია ახალგაზრდული პირველობა გაიმართა, რომელშიც საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან, 130-მდე ახალგაზრდა სპორტსმენი მონაწილეობდა.
რეგიონალურ გუნდებს შორის აფხაზეთის ჩოგბურთელთა ახალგაზრდულმა გუნდმა 3 ოქროს, ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ოქროს მედლები ელენე ქობალიამ, მათე ყიფშიძემ და ანასტასია ჩხარტიშვილმა, ვერცხლის - აკაკი გაბიცინაშვილმა, ხოლო ბრინჯაოს მედლები - ბარბარე სიხარულიძემ და ანდრია ჩხარტიშვილმა მიიღეს.
ტურნირს აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ბეჟან ნემსაძე, მინისტრის მრჩეველი ბექა ღვაჩლიანი, აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ანი კიტია, აფხაზეთის ა/რ რეგიონალური ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი ვიტალი ბენდელიანი ესწრებოდნენ.