ბექა ღვაჩლიანი სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლის „რომეო და ჯულიეტა“ რეპეტიციას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ ბექა ღვაჩლიანთან ერთად, სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სპექტაკლის რეპეტიციას დაესწრო, რომელსაც დასი 16 სექტემბერს ყაზახეთში, საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე წარადგენს.
 
მთავრობის თავმჯდომარე დასის წევრებს შეხვდა, საერთაშორისო ფესტივალზე წარმატება უსურვა და ქართულ-აფხაზური კულტურის პოპულარიზაციის საქმეში სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა ყურადღება.
 
სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი, ყაზახეთის ქალაქ თალდიყორღანში მესამე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალ „BIKEN FEST“-ში მიიღებს მონაწილეობას, სადაც მაყურებელს სპექტაკლს "რომეო და ჯულიეტა“ წარუდგენს.
თეატრი საერთაშორისო ფესტივალზე საქართველოს კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით მონაწილეობს.