2025-12-23 |
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა თენგიზ ნასარიძემ სამინისტროს 2025 წლის შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა და სამომავლო პრიორიტეტებზე ისაუბრა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა თენგიზ ნასარიძემ სამინისტროს 2025 წლის შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა და სამომავლო პრიორიტეტებზე ისაუბრა.
პრეზენტაციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მეწარმეების ხელშეწყობას, ბიუჯეტის ზრდას, სტრატეგიულ დაგეგმვასა და რესურსების ოპტიმიზაციას, რაც სოციალური და ეკონომიკური პროგრამების გაძლიერების შესაძლებლობას ქმნის.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ანგარიში დადებითად შეაფასა და მინისტრს მადლობა გადაუხადა.
შემაჯამებელი ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდნენ აფხაზეთიდან დევნილი მეწარმე ქალები - მარიამ კარბაია, ნათია ჩალაძე და თათია ყოლბაია, რომლებმაც სამინისტროს მიერ გამოცხადებული საგრანტო პროგრამის მხარდაჭერა მიიღეს.
ღონისძიების დასასრულს მინისტრმა მადლობა გადაუხადა და საპატიო ჯილდოები გადასცა კერძო სექტორის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ბიუჯეტის ფორმირებაში აქტიურად მონაწილეობენ, ახორციელებენ სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ ინიციატივებს და დევნილთა პრობლემების გადაჭრას ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად მიიჩნევენ.
ანგარიშის წარდგენას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
