გიორგი ძაძამია გამოფენის - „აფხაზური გაზაფხული“ - გახსნას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია აფხაზეთის მხატვართა შემოქმედებითი კავშირის მიერ ორგანიზებული გამოფენის - „აფხაზური გაზაფხული“ - გახსნას დაესწრო.

ღონისძიების ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა, გიორგი ძაძამიამ და აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ჯემალ გამახარიამ. მინისტრმა გამოფენის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა მსგავსი ინიციატივების საჭიროებას.

გახსნის ცერემონიას ასევე აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ა/რ  განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე სალომე კაპანაძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ღონისძიების დასასრულს, აფხაზეთის მხატვართა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე, ჯემალ ბასარიამ ხელოვანებს სერტიფიკატები გადასცა და შემოქმედებით საქმიანობაში წარმატება უსურვა.

გამოფენა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II ხსოვნას მიეძღვნა. ექსპოზიცია ფერწერულ, გრაფიკულ და ქანდაკების ჟანრში შესრულებულ ნამუშევრებს მოიცავს და მისი დათვალიერება პირველ მაისამდეა შესაძლებელი.