სამინისტრო „ბიზნესის დღეზე“ პარტნიორის სტატუსით მონაწილეობდა

აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრში, საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ორგანიზებით გამართულ „ბიზნესის დღეზე“ პარტნიორის სტატუსით მონაწილეობდა.
 
ღონისძიების ფარგლებში სამინისტროს საკუთარი სტენდი ჰქონდა წარმოდგენილი, სადაც სტუმრებსა და ადგილობრივ მეწარმეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ სამინისტროსა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ პროგრამებსა და შეთავაზებულ შესაძლებლობებს.
 
ღონისძიების პროგრამა მოიცავდა პრეზენტაციებს, სამუშაო შეხვედრებს, პანელურ დისკუსიებსა და მეწარმეებისთვის განკუთვნილ საქმიანი კომუნიკაციის შეხვედრებს. პარტნიორი ორგანიზაციების სივრცეში სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა მონაწილეებს ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი პროგრამებისა და არსებული მხარდაჭერის მექანიზმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
 
აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ღონისძიებაში მონაწილეობა მიზნად ისახავდა მეწარმეებისთვის ხელმისაწვდომი მხარდაჭერის მექანიზმების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, ბიზნესსუბიექტებთან თანამშრომლობის გაძლიერებასა და სამომავლო პარტნიორული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობას.