აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტებში დისპენსერები მონტაჟდება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ორგანიზებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მიერ ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით აფხაზეთიდან დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტებში ჰიგიენური საშუალებების დისპენსერები მონტაჟდება და ერთჯერადად სადიზინფექციო ხსნარი გადაეცემათ. ობიექტებზე სადეზინფექციო საშუალებების მიწოდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მიერ ხორციელდება.

შერჩეულ ობიექტებზე დისპენსერებისა და სადეზინფექციო ხსნარების გადაცემა უკვე დაწყებულია და ოქტომბრის ბოლომდე დასრულდება. პროგრამის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით 120 ერთეული დისპენსერის მონტაჟი იგეგმება.

ვაზიანში მდებარე დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და სსიპ აფხაზეთის გეოლოგიის და მინერალური რესურსების სააგენტოს ორგანიზებით COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში სოფელ ვაზიანში მდებარე დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. პირველ ეტაპზე მთელი ქვეყნის მასშტაბით სადეზინფექციო სამუშაოები დევნილთა კომპაქტურად ჩასახლებულ 1323 ობიექტზე განხორციელდა.

ვაზიანში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და სსიპ აფხაზეთის გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტო ხელმძღვანელი მინდია სილოგავა იმყოფებოდნენ, რომლებიც ადგილზე გაეცნენ სამუშაოების მიმდინარეობას. მთავრობის თავმჯდომარემ ასევე დევნილებთან შეხვედრისას მათ საჭიროებებზე მორგებულ სხვადასხვა პროექტზე ისაუბრა.

აბასთუმნის ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო ცენტრში აფხაზეთიდან დევნილების მესამე ნაკადი გაემგზავრა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო ცენტრის თანამშრომლობის ფარგლებში აბასთუმნის ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო ცენტრში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების მესამე ნაკადი გაემგზავრა.

დევნილები 20-დღიან უფასო კურსს გაივლიან, რომელიც მოიცავს ბენეფიციარების განთავსებას, სამჯერად კვებას და სარეაბილიტაციო პროცედურებს. პროგრამით მოსარგებლე პირთა ტრანსპორტით უზრუნველყოფას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ახორციელებს.

ახალგაზრდა მწერალთა კონკურსის - „სიყვარულს უშენებია“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ
დაბა წყნეთში, ჰამლეტ გონაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის ეზოში ახალგაზრდა მწერალთა კონკურსში - „სიყვარულს უშენებია“ გამარჯვებულები დააჯილდოვეს. კონკურსი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და საქართველოს მწერალთა კავშირის თანამშრომლობით წლეულს პირველად ჩატარდა.
 
კონკურსში მონაწილეობდნენ ახალგაზრდა პოეტები (16-დან 35 წლამდე), რომლებმაც წარმოადგინეს პოეტური ნაწარმოებები მშვიდობის, სიყვარულისა და პატრიოტიზმის თემებზე. ჟიურიმ კონკურსის მონაწილეთაგან შვიდი საუკეთესო ავტორი - როი აბუსელიძე, სულხან წულუკიძე, ამირან ჯანჯღავა, ოთარ ფალიანი, ბექა ახალაია, ივდითი კვიტია და ქეთევან ნათელაძე გამოარჩია და ისინი დიპლომებითა და ფულადი პრემიით დააჯილდოვა.
 
დაჯილდოების ცერემონიას უძღვებოდნენ საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა კეკელიძე და სამინისტროს კულტურისა და კულტურული ღონისძიებების სამსახურის უფროსი კახაბერ ძაძამია.
 
ახალგაზრდა პოეტებს გამარჯვება მიულოცეს და წარმატება უსურვეს: ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნოდარ ტურძელაძემ; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ; მინისტრის მოადგილემ მარინა შენგელიამ; საქართველოს მწერალთა კავშირის თანათავმჯდომარემ ბაღათერ არაბულმა; აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის მრჩეველმა, პოეტმა მანონ ბულისკერიამ; პოეტმა, ფილოლოგმა ქეთევან შენგელიამ და ჰ. გონაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლა №29-ის დირექტორმა მარინე მამისაშვილმა.
 
დასასრულ ჰ. გონაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის მოსწავლებმა საკუთარი შემოქმედება წარმოადგინეს.
 
პროექტის მხარდამჭერები იყვნენ: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ქ. თბილისის მერია; ჰ. გონაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლა №29.
ქ. ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე ჩასახლებულ დევნილებს შენობის სადარბაზოში დასამონტაჟებელი ჰიგიენული საშუალების დისპანსერები და სადეზინფექციო ხსნარი გადაეცათ.

მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლები ქ. ზუგდიდში კოსტავას ქუჩაზე მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდნენ. ყოფილ ,,რაიონულ საავადმყოფოში ‘’ ცხოვრობს აფხაზეთიდან დევნილი 33 ოჯახი, 41 პირი. 33 არის სოციალურად დაუცველი. დევნილები ითხოვენ საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას. საცხოვრებელ შენობაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლებმა დევნილთა წარმომადგენელს შენობის სადარბაზოში დასამონტაჟებლად ჰიგიენური საშუალების დისპენსერები და სადეზინფექციო ხანარი გადასცეს. ასევე, გააცნეს პანდემიის პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები. შეხვედრას

ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსის მოადგილე თეიმურაზ ბოკუჩავა და დევნილებთან ურთიერთობის, სოციალური პროგრამებისა და რეგიონული მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი ზაალ ელიავა.

ზუგდიდში ბარამიას ქუჩაზე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეებს სადეზინფექციო ხსნარი და დისპენსერები გადაეცა.

 ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ბარამიას ქუჩაზე მდებარე დევნილთა კოლექტიური ჩასახლების ობიექტში არსებული სამი კორპუსის, სამი ამხანაგობის თავმჯდომარეს სამეგრელო -ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელობისგან უსასყიდლოდ გადაეცათ სადეზინფექციო ხანარი და დისპენსერები სადარბაზოში დასამონტაჟებლად.

აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლები ქ. თბილისში, იოანე პეტრიწის 1ა-ში კომპაქტურად მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ.

 

მიმდინარე წლის 29 სექტემბერს,  ქ. თბილისში საბურთალოს რაიონი , იოანე პეტრიწის 1ა მდებარე (ყოფილი 199 ბაგა კომპაქტურ ჩასახლებაში მცხობრებ დევნილებთან შეხვედრა გაიმართა. შენობაში ცხოვრობს 13 ოჯახი (47 პირი). აქედან 1 შშმ პირია. შენობა პრივატიზებულია. საკონტაქტო პირია მერაბ შარია.

 ობიექტზე კომუნიკაციები გამართულია, ეზო კეთილმოწყობილი. მოსახლეობა ითხოვს  გარე ფასადის სარემონტო სამუშაოებს.  ჩატარებულია სადეზინფექციო სამუშაოები. მიმდინარე წელს მოწყვლადი ჯგუფებისათვის დახმარების პროგრამის ფარგლებში სასურსათო პაკეტი და სააღდგომო ნობათი გადაეცა აღნიშნულ ჩასახლებაში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ 7 მოქალაქეს. აფხაზეთიდან დევნილები ინფორმირებულები არიან აფხაზეთის მთავრობის მიერ დაგეგმილი პროექტებისა და მიმდინარე სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამების შესახებ.

შეხვედრას ესწრებოდნენ  აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის მოადგილე ვალერი ბედენაშვილი  და რეგიონული განყოფილების უფროსი ზურაბ ხარაიშვილი.

იმერეთის ტერიტორიული ორგანოს თანამრომლები ქ. ქუთაისში დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავენ.

მიმდინარე წლის 29 სექტემბერს გაიმართა  შეხვედრა დევნილთა ჩასახლების ობიექტში ქ. ქუთაისი, ყოფილი სამხედრო ლიცეუმი (მისამართი: ქ. ქუთაისი, ხარებავას #52) იგპ-თა ოჯახთა/პირთა რაოდენობა 54/178, შექმნილია ბმა  "კოდორი ", ამხანაგობის თავჯდომარე - ბაჩო ჩოფლიანი, ტელ: 598445586.

 ჩასახლებიდან ტერიტორიულ ორგანოში დახმარების მიღებაზე შემოტანილია 6 განცხადება (1 -მარჩენალდაკარგული, 3- ბავშვობიდან ინვალიდი, 2 -სხვა მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი). ექვსივე განცხადება განხილვის პროცესშია. ჩასახლებაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ტექნიკური პრობლემები არ არსებობს. შენობის კანალიზაცია და წყალგაყვანილობა ნორმალურ მდგომარეობაშია.  სარდაფში დაზიანებული იყო მილები, რის გამოც სარდაფი სავსე იყო წყლითა და ფეკალური მასებით. 2019 წელს, აჟარის (ზემო აფხაზეთი) მუნიციპალიტეტისა და იმერეთის, გურიის, რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმოადგენლობის დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების კომისიის ერთობლივი მუშაობის შედეგად, მოხდა სარდაფიდან წყლისა და ფეკალური მასების ამოტუმბვა, მილების შეცვლა და მონტაჟი. კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ჩასახლებას გადაეცა დისპენსერი (ერთი ცალი) და სადეზინფექციო ხსნარი (ხუთ ლიტრიანი ბიდონი - ერთი ცალი).

აღნიშნულ მისამარზე  ჩასახლებულ დევნილ  მოსახლეობას სურს  მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ყოფილი სტადიონის რეაბილიტაცია და ბავშვებისთვის გასართობი ატრაქციონების დადგმა. ამის შესახებ ამხანაგობამ განცხადებით მიმართა ქალაქის თვითმმართველობას. თუმცა, რამდენიმე წელია საკითხის მოგვარებისაკენ ნაბიჯები არ გადადგმულა, მერიის თქმით -რესურსების არარსებობის გამო; დევნილებს შეხვდნენ იმერეთის, გურიის, რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ა.რ. ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტები თეიმურაზ წულაია და ირინე წიფიანი.

პროექტი - „ეპოქა ქალის“ აფხაზეთიდან დევნილი ქალბატონების დაჯილდოებით დასრულდა
საქართველოს მწერალთა კავშირმა მწერალთა სახლის ეზოში, პოეზიის საერთაშორისო ფესტივალის - „პოეზია უპირველეს ყოვლისა“ - ფარგლებში, გამართა საღამო - „ეპოქა ქალის“. აქვე მოეწყო „ბალადა ვეფხისა და მოყმისას“ მსოფლიოს 17 ენაზე თარგმნილი წიგნის (არაბული, ბერძნული, ესპანური, თურქული, იაპონური, ინდური, ინგლისური, იტალიური, რუსული, სპარსული, უკრაინული, ფრანგული, აზერბაიჯანული, გერმანული, სომხური, ებრაული და ჩინური) პრეზენტაცია. თარგმანის მიზანია მსოფლიომ გაიცნოს პოემის მთავარი გმირი ვაჟკაცის გამზრდელი დედა, როგორც ტოლერანტობის, სულგრძელობის, ქართველი ქალის გაუტეხელი ბუნების სიმბოლო. წიგნი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით გამოიცა. მისი მხატვარია ნუგზარ მგალობლიშვილი, რომელსაც წიგნის ილუსტრირებისთვის საგანგებო ჯილდო გადაეცა. საღამოს უძღვებოდა საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი.
 
საღამო რამდენიმე ნაწილისგან შედგებოდა, კერძოდ, პრემიებით და დიპლომებით დაჯილდოვდნენ წლის იუბილარი შემოქმედნი და მთარგმნელი ქალბატონები. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და საქართველოს მწერალთა კავშირის დიპლომი - „საქართველოს კულტურის ამაგდარი ქალი“ აფხაზეთიდან დევნილ რამდენიმე ქალბატონს გადასცეს საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ მაყვალა გონაშვილმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ და მინისტრის მოადგილეებმა ირმა კეკელიძემ და მარინა შენგელიამ.
 
ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის მადლობის სიგელი გადაეცა ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხელოვნებისა და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურის უფროსს კახაბერ ძაძამიას.
 
პროექტის ორგანიზატორები და მხარდამჭერები იყვნენ: საქართველოს მწერალთა კავშირი; საქართველოს მეცნიერების, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ქ. თბილისის მერია; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო და სხვ.
იმერეთის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლები წყალტუბოში, კოპიტნარის სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ.

იმერეთის, გურიის, რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ა.რ. ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის მოადგილე ნათია კოპალიანი, დევნილებთან ურთიერთობის, სოციალური პროგრამებისა და რეგიონული მართვის სამსახურის უფროსი გიორგი ლეკვეიშვილი და უფროსი სპეციალისტი თეიმურაზ წულაია წყალტუბო, კოპიტნარის სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ. ჩასახლება შედგება 13 კორპუსისაგან. შვიდ კორპუსში შექმნილია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, დანარჩენ ექვსში რიგი ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო ჯერჯერობით არ შექმნილა.

ჩასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე 100 გრძივი მეტრის სანიაღვრე არხის გასაყვანად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ ადგილზე მიტანილია არხის გაყვანისათვის საჭირო ბეტონის ნაკეთობები, თუმცა სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა;
მოსახლეობის მოთხოვნაა, რომ გამოიცვალოს ნაგვის ურნები და ურნების განთავსების ადგილი შემოიღობოს, რადგან არსებული მოძველებული და დაზიანებული სანაგვე ურნებიდან ნაგავი ძირს ცვივა. ამის დაამტებითი მიზეზია ასევე მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ტერიტორიაზე გადაადგილება. შესაბამისად ტერიტორიაზე ანტისანიტარიაა; ცენტრალური გზიდან ჩასახლებაში შემავალ გზაზე არის გარე განათება, თუმცა დევნილები ითხოვენ, თითოეული კორპუსის წინაც დაიდგას განათების ბოძები; ჩასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე არის კოპიტნარის მეორე საჯარო სკოლა, სადაც ჩასახლებაში მცხოვრები სასკოლო ასაკის ბავშვები სწავლობენ. სკოლამდე მიმავალი გზის საფარი დაზიანებულია. მოსახლეობის განცხადებით, პრობლემა ჩასმულია წყალტუბოს მუნიციპალურ პროგრამაში და უახლოეს პერიოდში გზა სავარაუდოდ მოწესრიგდება.
შეხვედრის ბოლოს ითქვა, რომ ტერიტორიული ორგანო გარკვეული პერიოდულობით შეხვდება დევნილ მოსახლეობას და გაცვლიან ინფორმაციებს.

რუსლან აბაშიძემ საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ-მაიორ გენო ადამიას ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და თავმჯდომარის  მოადგილემ  ანზორ მარგიანმა  საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ-მაიორ გენო ადამიას საფლავი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

2020 წლის 27 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გენერალ-მაიორ გენო ადამიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა გარდაცვალების შემდეგ. უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო  ეროვნული გმირის ორდენი გენერალ-მაიორ გენო ადამიას შვილებს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გადასცა

გენო ადამია აფხაზეთში ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე იყო. აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემდეგ იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების 23-ე მექანიზებული ბრიგადის მეთაური, მოგვიანებით კი გენერალ-მაიორი გახდა. მან 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის შემდეგაც განაგრძო წინააღმდეგობის გაწევა და 28 სექტემბერს კელასურის ხიდზე ბრძოლისას დაიღუპა.

დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I და III ხარისხის ორდენებით.

იმერეთის ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლებმა ქ. ქუთაისში შერვაშიძის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრა გამართეს.

იმერეთის, გურიის, რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ა.რ. ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლები თეიმურაზ წულაია და აბესალომ ჩარქსელიანი ქუთაისში, შერვაშიძის #57-ში (ბაგა ბაღი 30) მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ. ჩასახლებაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ტექნიკური პრობლემები არ არსებობს. შენობის კანალიზაცია და წყალგაყვანილობა ნორმალურ მდგომარეობაშია. მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში, 2019 წელს შენობის წინა მხარეს დაიგო შიდა ეზოს გზის საფარი (ბეტონი), ხოლო შენობის უკანა და გვერდით მხარეებზე გზის საფარი მოსაწერიგებელია. ასევე, საშუალოდ დაზიანებულია (კოსმეტიკურ დონეზე) შენობის გარე ფასადი. მოსახლეობას სურს ჩასახლების ეზოში გადახურული, მოსასვენებელი ადგილის მოწყობა.
შეხვედრის ბოლოს ითქვა, რომ ტერიტორიული ორგანო გარკვეული პერიოდულობით შეხვდება დევნილ მოსახლეობას და გაცვლიან ინფორმაციებს.

იმერეთის ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლები ქუთაისში ,,ჩვილ ბავშვთა’’ სახლში მცხოვრებ დევნილებთან იმყოფებოდნენ.

იმერეთის, გურიის, რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ა.რ. ტერიტორიული ორგანოს დევნილებთან ურთიერთობის, სოციალური პროგრამებისა და რეგიონული მართვის სამსახურის უფროსი გიორგი ლეკვეიშვილი, უფროსი სპეციალისტები თეიმურაზ წულაია და აბესალომ ჩარქსელიანი ქუთაისში, შერვაშიძის #3-ში (ჩვილ ბავშვთა სახლი) მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ. ჩასახლებაში მცხოვრები დევნილები ითხოვენ ცენტრალურის გზიდან ობიექტამდე მისასვლელი, დაახლოებით 300 მეტრ გზაზე ასფალტის საფარის დაგებას. ასევე, ობიექტზე ჩასატარებელია სადეზინფექციო სამუშაოები, რადგან ძალიან მომრავლებულია მწერები და ქვეწარმავლები.
ტერიტორიული ორგანო კომპეტენციის ფარგლებში მოახდენს რეაგირებას აღნიშნული საკითხების მოგვარებისათვის.

შეხვედრის ბოლოს ითქვა, რომ ტერიტორიული ორგანო გარკვეული პერიოდულობით შეხვდება დევნილ მოსახლეობას და გაცვლიან ინფორმაციებს.

გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე - რუსლან აბაშიძესთან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ჯემალ გამახარიასთან და მთავრობის წევრებთან ერთად, აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„27 წლის წინ 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. რუსეთის ოკუპაციურმა ძალებმა და ბანდ-ფორმირებებმა დაიკავეს ქალაქი. მტრის მიერ თავს მოხვეულ ომში 13 თვის და 13 დღის განმავლობაში დაიღუპა ათასობით მეომარი და მშვიდობიანი მოქალაქე, როგორც ქართული ისე აფხაზური მხრიდან. ეს არის ჩვენი საერთო ტრაგედია და დროის ამ გადმოსახედიდან ყველანი დავრწმუნდით, რომ ამ ძმათამკვლელ ომში დამარცხდა ყველა.

მინდა ქედი მოვიხარო უახლესი ისტორიის დიდებული გმირების წინაშე, რომლებმაც თავი შესწირეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლას - ჟიული შარტავა, რაულ ეშბა, გურამ გაბესკირია, ჯუმბერ ბეთაშვილი, არშაველ შენგელია, სუმბათ სააკიანი, მიხეილ კოკაია, მამია ალასანია, ვახტანგ გეგელაშვილი, ალექსანდრე ბერულავა და მთავრობის დაცვის წევრები. ამ ადამიანების სახელები მუდამ იქნება თაობებისათვის დიდებული გმირობისა და ღირსების მაგალითი.

საქართველოს ხელისუფლება არასდროს შეეგუება ოკუპაციას და ყველა ხერხს მიმართავს იმისთვის, რომ აფხაზებსა და ქართველებს შორის აღდგეს მშვიდობა, ნდობა და სიყვარული. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით  გავერთიანდებით ჩვენი საერთო მომავლის გადასარჩენად.

უდიდესი ტრაგედიის მიუხედავად დარწმუნებული ვარ, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება არის ერთადერთი და უალტერნატივო გზა საერთო კეთილდღეობისა და დევნილების საკუთარ სახლებში ღირსეული დაბრუნების.“ - განაცხადა დავით ფაცაციამ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა

დღეს სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ჯვართამაღლების დღესთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა აღავლინა და აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

სამების ტაძარში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და დევნილი საზოგადოება იმყოფებოდნენ.