აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

რუსლან აბაშიძემ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

“14 აგვისტო ტრაგიკული დღეა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. 28 წლის წინ  უცხო ძალის მიერ ინსპირირებულმა დაპირისპირებამ მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანა აფხაზეთის საზოგადოება.

დიდი ადამიანური მსხვერპლის, ეკონომიკური ზარალის, ტერიტორიული მთლიანობის დროებით მოშლის და სხვა მრავალი პროვოკაციის მიუხედავად, დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან აფხაზეთის   დევნილი   საზოგადოების  აქტიური მონაწილეობით, საქართველო აგრძელებს დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობას და ყველა ღონეს ხმარობს, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, დეოკუპაციისა და დაპირისპირების  მშვიდობიანი მოგვარებისათვის.

პატივს მივაგებთ აფხაზეთში დატრიალებულ ტრაგედიის ყველა მსხვერპლს და მჯერა, მალე დადგება დრო, როცა დავიბრუნებთ აფხაზებს, გავაერთიანებთ აფხაზეთის საზოგადოებას და გავაგრძელებთ ცხოვრებას საუკუნეებგამოვლილი ურთიერთპატივისცემით ერთიან, ძლიერ საქართველოში,” - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან იმყოფებოდნენ ასევე აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის ომის ვეტერანები და დევნილი საზოგადოება.

წინანდალში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით ღონისძიება „ხელოვნება მშვიდობისათვის“ გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით წინანდალში ღონისძიება „ხელოვნება მშვიდობისათვის“ გაიმართა,  სადაც წარმოდგენილი იყო აფხაზი ხელოვანის სპექტაკლის ონლაინ-ჩვენება და ნატო მარშანიას წიგნის „აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში“ ქართულ და ინგლისურ ენებზე პრეზენტაცია. ღონისძიების ფარგლებში ასევე  აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას კონცერტი ჩატარდა.

გამართულ ღონისძიებაში, რომელშიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ხელოვნებისა და კულტურის სფეროს  წარმომადგენლები,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა - გურამ მისაბიშვილმა.

 

რუსლან აბაშიძემ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა - გურამ მისაბიშვილმა.

რუსლან აბაშიძემ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

“14 აგვისტო ტრაგიკული დღეა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. 28 წლის წინ  უცხო ძალის მიერ ინსპირირებულმა დაპირისპირებამ მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანა აფხაზეთის საზოგადოება.

დიდი ადამიანური მსხვერპლის, ეკონომიკური ზარალის, ტერიტორიული მთლიანობის დროებით მოშლის და სხვა მრავალი პროვოკაციის მიუხედავად, დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან აფხაზეთის   დევნილი   საზოგადოების  აქტიური მონაწილეობით, საქართველო აგრძელებს დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობას და ყველა ღონეს ხმარობს, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, დეოკუპაციისა და დაპირისპირების  მშვიდობიანი მოგვარებისათვის.

პატივს მივაგებთ აფხაზეთში დატრიალებულ ტრაგედიის ყველა მსხვერპლს და მჯერა, მალე დადგება დრო, როცა დავიბრუნებთ აფხაზებს, გავაერთიანებთ აფხაზეთის საზოგადოებას და გავაგრძელებთ ცხოვრებას საუკუნეებგამოვლილი ურთიერთპატივისცემით ერთიან, ძლიერ საქართველოში,” - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან იმყოფებოდნენ ასევე აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის ომის ვეტერანები და დევნილი საზოგადოება.

 

რუსლან აბაშიძე სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდს და დაღუპულთა სულის მოსახსენებელ პარაკლისს დაესწრო.

სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ვეტერანები და დევნილი საზოგადოება, რომლებმაც პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.

90-იან წლებში აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული 13 იდენტიფიცირებული პირის ცხედრის (8 სამხედრო, 5 მშვიდობიანი მოქალაქე) საქართველოში გადმოსვენება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.

იდენტიფიცირებულთაგან 2 ნეშტს ხვალ დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

ონლაინ კონკურსი მხატვრებისთვის „აფხაზეთი ფერებში“ დასრულდა

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მიერ გამოცხადებული ონლაინ კონკურსი მხატვრებისთვის „აფხაზეთი ფერებში“ დასრულდა.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლო  ყველა იმ პროფესიონალ, თუ მოყვარულ ხელოვანს, რომელთა შემოქმედება დაკავშირებულია აფხაზეთთან.  პროექტის  მიზანია  კულტურის აღნიშნული სფეროს წარმომადგენლების შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია,  რადგანაც ხელოვნებას და კულტურას  განსაკუთრებული წვლილი  შეაქვს  სამშვიდობო და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესების განვითარბაში.

კონკურსში   მონაწილე   ათობით   ნამუშევრიდან  საკონკურსო  კომისიის მიერ გამოვლენილ  იქნა 10 საუკეთესო ნამუშევარი:

  1. მურთაზ შურღაია- „უსასრულობა”;
  2. ჯემალ ბასარია-„მოქვის ტაძარი“;
  3. ამირან კუპრავა-„სოხუმის აეროპორტი“;
  4. ზვიად ყიფიანი-„აფხაზეთის მოლოდინი“;
  5. გოჩა ზირაქიშვილი-„სიმშვიდე“;
  6. ეკატერინე ქარჩავა-„შერიგება“;
  7. ხუტა კვარაცხელია-„იქ აფხაზეთია“;
  8. ელდარ ქავშბაია-„მიტოვებული ნაპირი“;
  9. თეკლა მელაძე-„მგზავრის მოლოდინი“;
  10. ავთანდილ შენგელია-„იალქნები“.
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო 2020 წლის "წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის" III ეტაპის განხორციელებას იწყებს

სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, კერძოდ: ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიული სტუდენტები; ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტები; ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლიგიური დაწესებულებების რეზიდენტები.

 განმცხადებელს მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

  • განცხადება;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • დევნილის მოწმობის ასლი;
  • ცნობა სასწავლებლიდან, რომ არის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი/რეზიდენტი;
  • რეკომენდაცია/დახასიათება სასწავლებლიდან;
  • სასწავლო ბარათი (კომისია იხელმძღვანელებს ბოლო სემესტრის მონაცემებით);
  • წარმატებულობისა და განსაკუთრებული მიღწევების დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტაციის სერტიფიკატები, სიგელები (არსებობის შემთხვევაში);
  • ინვოისი (ცნობა პირის მიერ სასწავლებლისათვის გადასახდელი სწავლის წლიური საფასურის ოდენობის თაობაზე, სადაც მიეთითება განცხადების შემოტანის მომენტისათვის სასწავლებლისთვის დარჩენილი გადასახდელი თანხის ოდენობა).

გაითვალისწინეთ: განცხადებაში აუცილებელია პირის საკონტაქტო მონაცემების (ტელეფონი, ფაქტობრივი მისამართი, ელექტრონული ფოსტა), განმცხადებლის ხელმოწერისა და თარიღის აღნიშვნა.

თანადაფინანსება განსაზღვრულია შემდეგნაირად:

  1. 500 ლარის ოდენობით - ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტებისა და ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლოგიური დაწესებულებების რეზიდენტების შემთხვევაში (აკადემიური მოსწრება სასწავლებელში ბოლო სემესტრში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით 80-დან 90%-მდე );
  2. 700 ლარის ოდენობით - ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტებისა და ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლოგიური დაწესებულებების რეზიდენტების შემთხვევაში (აკადემიური მოსწრება სასწავლებელში ბოლო სემესტრში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით 90%-დან 99- მდე);
  3. 2250 ლარის ოდენობით - ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტებისა და ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლოგიური დაწესებულებების რეზიდენტების შემთხვევაში (აკადემიური მოსწრება სასწავლებელში ბოლო სემესტრში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით 99%-დან 100%);
  4. 300 ლარის ოდენობით - ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესიული სტუდენტების შემთხვევაში;

სრული სასწავლო პერიოდის განმავლობაში (სწავლების ყველა საფეხურის გათვალისწინებით) პროგრამის ფარგლებში ერთი და იგივე პიროვნება ფინანსდება მხოლოდ 2-ჯერ (აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება რეზიდენტურის სტუდენტებზე. რეზიდენტურაში სწავლება ფინანსდება მხოლოდ ერთხელ მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტი პირველად სარგებლობს წარმოდგენილი პროგრამით). ასევე, ერთი და იგივე პიროვნება არ დაფინანსება 2-ჯერ ერთი კალენდარული წლის განმავლობაში.

მესამე ეტაპის საბუთების მიღება დაიწყება 15 აგვისტოდან და გაგრძელდება 15 სექტემბრის ჩათვლით.

განცხადებები მიიღება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში (მისამართი: თბილისი, დიმიტრი უზნაძის ქ. №68). ასევე,  ელექტრონულ მისამართზე - apkhazeti@mes.gov.ge.

შემოსული განცხადებების განხილვისას, დასაფინანსებლად პრიორიტეტი მიენიჭება უფრო მაღალი შეფასების (აკადემიური მოსწრების ფურცლის მიხედვით) მქონე სტუდენტებს, ხოლო თანაბარი შეფასების შემთხვევაში მათ, ვინც მეტად წარმატებულია, რაც დასტურდება სერტიფიკატების, სიგელებისა და დიპლომების წარდგენით.

ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომრებზე: 595 34 33 20; 577 09 22 39
იხ. ბანერი: წარმატებული სტუდენტების მხარდაჭერის პროგრამა

 

 

რუსლან აბაშიძე აფხაზეთიდან წარმატებულ ახალგაზრდებს შეხვდა

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე აფხაზეთიდან წარმატებულ ახალგაზრდებს შეხვდა. არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, შეხვედრა ნაწილობრივ ონლაინ ფორმატში  გაიმართა. შეხვედრაში   დისტანციურად ჩაერთო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან (აშშ, შვედეთი, ლუქსემბურგი, პოლონეთი, ესტონეთი, იტალია, ჰოლანდია, აზერბაიჯანი, რუსეთი)  16 ახალგაზრდა, რომლებმაც განათლება უცხოეთში მიიღეს და დღემდე იმავე ქვეყნებში წარმატებით მოღვაწეობენ სხვადასხვა სფეროში.

შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია და თავმჯდომარის მრჩეველი მანანა ქვაჩახია მონაწილეობდნენ.

შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთის მთავრობის საქმიანობაზე,  მიმდინარე პროგრამებსა და პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც  ახალგაზრდების მხარდასაჭერად ხორციელდება. ისაუბრეს ასევე დევნილი ახალგაზრდებისთვის აქტუალურ თემებზე, აფხაზეთის წარსულსა და დღევანდელობაზე, სამშვიდობო პოლიტიკის პროცესში ახალგაზრდების როლსა და ჩართულობის მნიშვნელობაზე. მონაწილეებმა ერთმანეთს თავიანთი ხედვები გაუზიარეს და შეთანხმდნენ, რომ შეხვედრები მომავალში პერმანენტულ ხასიათს მიიღებს. 

შეხვედრის ბოლოს  მონაწილეებს სამახსოვროდ სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

12 აგვისტო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეა, რომელსაც საფუძველი გაეროს ასამბლეის 1999 წლის 17 დეკემბრის რეზოლუციით ჩაეყარა. 2000 წლის 12 აგვისტოს ცივილიზებულმა სამყარომ პირველად აღნიშნა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე, რომელსაც ასევე საქართველოც შეუერთდა.

სამინისტროში დევნილთა საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების განმსაზღვრელი კომისიის სხდომა ჩატარდა.

2020 წლის 12 აგვისტოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა სამინისტროში ჩატარდა „აფხაზთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების განმსაზღვრელი კომისიის“ სხდომა, სადაც განხილულ იქნა ორგანიზაციული საკითხები.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                           

სოხუმის ქალთა გუნდმა „დინამომ“ უმაღლეს ლიგაში იასპარეზა

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით სოხუმის ქალთა საფეხბურთო გუნდმა „დინამომ“  ქალთა ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა. სოხუმის „დინამოს“გოგონების გუნდმა ახმეტის "თუშეთთთან" იასპარეზა, რომელსაც 8:0 მოუგო და პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქალთა გუნდებს შორის 2020 წლის სეზონი ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში გაიხსნა და თამაშში 14 გუნდი მონაწილეობდა.

მატჩის წინ სოხუმის დინამოელებმა ქუთაისის "მართვე"-ს ქალთა გუნდის და თბილისის "საბურთალო"-ს ახალგაზრდა ფეხბურთელების - ნინო გურგენიძის და გიორგი შაქარაშვილის  ხსოვნას პატივი მიაგეს  და მინდორზე მათი გამოსახულებიანი მაისურებით გამოვიდნენ.

საფეხბურთო მატჩს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო, რომელმაც სოხუმის “დინამოს“ ქალთა გუნდს პირველი გამარჯვება მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა.

ქალთა გუნდ „დინამო“ სოხუმმა უმაღლესი ლიგის პირველი მატჩი მოიგო

ქალთა გუნდ „დინამო“ სოხუმმა საქართველოს ქალთა უმაღლესი ლიგის 2020 წლის სეზონზე პირველი მატჩი გამართა. მან ახმეტის „თუშეთს“ 8:0 მოუგო და 14-გუნდიან ცხრილში მოწინავეთა შორის აღმოჩნდა. ქალთა გუნდი „დინამო“ სოხუმი ახლახან აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით შეიქმნა.

მატჩის დაწყებამდე „დინამო“ სოხუმის წევრები ახალგაზრდა ფეხბურთელების - ნინო გურგენიძისა და გიორგი შაქარაშვილის ხსოვნის პატივსაცემად მინდორზე მათი გამოსახულებიანი მაისურებით გამოვიდნენ.

საფეხბურთო მატჩს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო. მან „დინამო“ სოხუმის ქალთა გუნდს პირველი გამარჯვება მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა. მატჩს ასევე ესწრებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ვიტალი ბენდელიანი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს განცხადება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტრო ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ, 2020 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სოციალური პროგრამის განახლების შესახებ, რაც შესაბამისად აისახა სამინისტროს ასიგნებებში 80 000 ლარის ოდენობით. შედეგად, სამინისტრო „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, განახორციელებს ელექტრონული ტენდერის მეშვეობით, სარემონტო აღდგენით სამუშაოებს და მომსახურებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვას.

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა აგვისტოს ომში დაღუპული გმირი ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო

2008 წლის აგვისტოს ომის 12 წლის თავზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავჯდომარე რუსლან აბაშიძემ, თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ, მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგეს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირი სამხედროების ხსოვნას.

“2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, საქართველოს უახლეს ისტორიაში არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენა, რომლის შედეგად  ასობით მშვიდობიანი საქართველოს მოქალაქე და გმირი ჯარისკაცი დაიღუპა, ათეულობით ათასი მოქალაქე იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლ-კარი. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ინტერვენციის შედეგად ოკუპირებულ იქნა საქართველოს ტერიტორიის 20%.

რუსეთის ფედერაციის მიერ დღემდე გრძელდება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეში შელახვა და  უკანონო ბორდერიზაცია.

საქართველოს ხელისუფლება არასდროს შეეგუება ქვეყნის ოკუპაციას და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ქვეყნის დემოკრატიზაციის, ეკონომიკის განვითარების და თანმიმდევრული სამშვიდობო პოლიტიკის გზით შეძლებს ქვეყნის დეოკუპაციას და ხელოვნურად დაშორიშორებული საზოგადოებების, ერთიან  სახელმწიფოში თანაცხოვრების უზრუნველყოფას” - აღნიშნა დავით ფაცაციამ.

რუსლან აბაშიძემ აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი სანაკოევმა, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

"საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებულ ომს უამრავი ადამიანური მსხვერპლი და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% ოკუპაცია, ეკონომიკური ზარალი და დევნილების ახალი მრავალრიცხოვანი ტალღა მოჰყვა. ოკუპაცია უხეშად არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მნიშვნელოვნად აფერხებს შერიგების პროცესს. საოკუპაციო რეჟიმი დღემდე აგრძელებს მილიტარისტულ პილიტიკას ოკუპირებულ ტერიტორებზე მცხოვრები საზოგადოების მიმართ, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის აფხაზი ეთნოსის, კულტურისა და ენის არსებობას.

ჩვენ არასოდეს შევეგუებით ოკუპაციას და საერთაშორისო საზოგადოებრიობასთან ერთად, საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად ყველა ღონეს ვიხმართ ჩვენი სამშობლოს დეოკუპაციის, კონფლიქტის მშვიდობიანი სრულმასშტაბიანი მოგვარებისა და დევნილების ღირსეული დაბრუნებისთვის", - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

ვალერი არქანიას ,,არტ გალერეაში“ ჟიული შარტავას შრიფტის წარდგინება გაიმართა

ვალერი არქანიას ,,არტ გალერეაში“ საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას შრიფტის წარდგინება გაიმართა. შრიფტი ეროვნული ერთიანობის ცენტრის - ,,ჟიული შრტავას საზოგადოების“ ორგანიზებით,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა  და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით  შეიქმნა. პროექტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ხელმძღვანელობდა.  

ახალი შრიფტი ჟიული შარტავას კალიგრაფიაზეა დაფუძნებული და მისი სახელის უკვდავყოფას ისახავს მიზნად.

პრეზენტაციას უძღვებოდა ეროვნული ერთიანობის ცენტრის - ,,ჟიული შრტავას საზოგადოების“ თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, რომელმაც კიდევ ერთხელ ისაუბრა ჟიული შარტავაზე, როგორც ჩვენი დროის გმირზე და აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის თავდადებული ადამიანების სათანადოდ დაფასება მისი ღირსეული მომავლის საწინდარია.

შრიფტის შექმნის იდეის ავტორი და მთავარი კონსულტანტია ჟიული შარტავას თანაკურსელი და მეგობარი ზურაბ ჯიბლაძე; შრიფტის ავტორია გრაფიკოსი მხატვარი, თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი მურმან გელენიძე; ფონტების ავტორი კი კობა კურტანიძე. შრიფტის ელექტრონული ვერსია გიორგი ბაგრატიონმა შექმნა. აღსანიშნავია, რომ მურმან გელენიძის თაოსნობით შრიფტი უკვე თბილისის სამხატვრო აკადემიაში ისწავლება, რაზეც პრეზენტაციაზე წარმოდგენილი სტუდენტთა ნამუშევრებიც მოწმობდა.

პრეზებტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის პროფესორი ჯემალ გახოკიძე, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დავით გვაძაბია, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა კეკელიძე და სხვ.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ეროვნული ერთიანობის ცენტრის - ,,ჟიული შრტავას საზოგადოების“ წევრები, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლები და ჟიული შარტავას მეგობრები.