2017-03-14    |   
მიმართვა ”მარტის ბრძოლებში” მონაწილე ომის ვეტერანებს

საქართველოში 16 მარტის არტილერისტთა პროფესიულ დღედ გამოცხადებას საფუძვლად დაედო  ქართველი მეომრების გაუტეხელი სულის, უბადლო ვაჟკაცობის, შეუპოვრობის, უმეტესად კი არტილერისტთა უმაღლესი პროფესიონალიზმი, რომელთაც უკუაგდეს კბილებამდე შეიარაღებული მოწინააღმდეგის სადესანტო შენაერთები და დაქირავებული ბოევიკები, რომლებიც ცდილობდნენ სოხუმში შეჭრას და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას.

ამ უმძიმეს და უთანასწორო შეტაკებას შეეწირა და ბრძოლაში დაიჭრა თავდადებული ასობით ქართველი მებრძოლი, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად გადაარჩინეს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე.

მოწიწებით ვიდრეკთ ქედს ვალმოხდილი მეომრების წინაშე, ვუხრით თავს დაღუპულთა მშობლებს, ქვრივებს და ობლებს… მადლობა გმირი შვილებისთვის, მადლობა “ჭირსა შიგან გამაგრებისთვის” და სამშობლოსთვის გმირი მამების ღირსი შთამომავლების გაზრდისთვის.

მივმართავთ 1993 წლის 15-16 მარტის  ოპერაციის ყველა მონაწილეს, მეომარს და საომარი მოქმედებების ზონაში მცხოვრებ მშვიდობიან მოსახლეობას:

გმადლობთ, ძვირფასო მეომრებო, ვეტერანებო, თანამემამულეებო… თქვენ  ღირსეულად იცავდით მშობლიურ მხარეს, მაგრამ არ გვავიწყდება ისიც, რომ გამოჩენილი უშიშარი შეუპოვრობა, პატრიოტული სულისკვეთება კიდევ უფრო მეტს იმსახურებს, რადგან საქართველოს ერთიანობის საქმეში პირადი წვლილი შეიტანეთ, გამოიჩინეთ თავდადება.

ამ ომს გამარჯვებული არ ჰყავს, ერთად დავმარცხდით ქართველებიც და აფხაზებიც, ვერ მოვუარეთ ჩვენს აფხაზეთს, მაგრამ თქვენ და თქვენი სახით სამშობლოს პატრიოტები გვასწავლიან, როგორ აღარ დავუშვათ შეცდომები, რომ უცხო ძალებმა ვერასოდეს შეძლონ ერთი სამშობლოს  მკვიდრთა დაპირისპირება!!!

ვართ თქვენს გვერდით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თქვენი ღვაწლისთვის შესაბამისი თანადგომა გაგიწიოთ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო

პრეზენტაცია-დისკუსია მრგვალი მაგიდის ირგვლივ

2017 წლის 14 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ბულისკერიამ და დეპარტამენტის სპეციალისტმა მაკა ფიფიამ მონაწილეობა მიიღეს ჩეხეთის არასამთავრობო ორგანიზაცია „PIN“ (ადამიანები გაჭირვებაში)-ისა და საქართველოში ჩეხეთის საელჩოს მიერ ქ. თბილისში სასტუმრო ,,თბილისი მარიოტ”-ში პროექტის ,,სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში“ ფარგლებში გამართულ ,,პრეზენტაცია-დისკუსიაში მრგვალი მაგიდის ირგვლივ სოციალური მომსახურების ხელმისაწვდომობის შესახებ“.

     შეხვედრას ესწრებოდნენ „PIN“-ის წარმომადგენლობის დირექტორი ლორიან გონი, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ტომაშ პერნიცკი, პროექტის მენეჯერი ნანა ყურაშვილი და პროექტზე მომუშავე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზურ და ოსურ მხარესთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებზე პარლამენტში გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების" ორგანიზებით დღეს პარლამენტში, თემაზე: „დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასა და ექსპერტებთან ერთად აფხაზურ და ოსურ მხარესთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებზე" კონფერენცია გაიმართა.

ფრაქციის თავმჯდომარის, სიმონ ნოზაძის განმარტებით, ფრაქცია აფხაზურ და ოსურ მხარესთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხზე შექმნის დღიდან მუშაობს, ხოლო კონფერენციის გამართვის იდეა საკონსტიტუციო კომისიის ერთ-ერთ სხდომაზე წარმოიშვა.

კონფერენციაში მონაწილეებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგური მიესალმა. როგორც მან აღნიშნა, დღევანდელი პირობებით გამოირიცხა შეიარაღებული გზით და „ხელების გადაგრეხვის პრინციპით საქართველოს გამთლიანებისკენ ხედვა" და რჩება მხოლოდ ადამიანური ურთიერთობების, სახალხო დიპლომატიის, ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობების გზა.

კონფერენციის მონაწილეების წინაშე აფხაზურ მხარესთან ჟენევის ფორმატში გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა. ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, არსებობს კონფლიქტების მოგვარების პროცესის ადგილიდან რეალურად დაძვრის განწყობა და შესაბამისი მზაობაც.

ოსურ მხარესთან ურთიერთობაში არსებული სიტუაცია ცალკეული სფეროების მიხედვით, თემატურად მიმოიხილა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელმა, მადინა გაგიევამ. მისი ინფორმაციით, ის ტაძრები, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია.

კონფერენციაზე კონფლიქტებთან მიმართებაში თანამედროვე მეთოდოლოგიის კონცეპტუალური მოდელების გამოყენების შესაძლებლობები განიხილა ანალიტიკოსმა ბესიკ ობოლაძემ.

ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელმა, ჯემალ გახოკიძემ აღნიშნა, რომ კონფლიქტი მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად უნდა მოგვარდეს, დაიწყოს შემორიგება და დიალოგი. მან მსოფლიო მასშტაბით კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების მაგალითები მიმოიხილა. მისი განმარტებით, დიალოგის, მოლაპარაკებების და შერიგების წინმსწრებად წინაპირობა უნდა მომზადდეს.

აფხაზურ და ოსურ მხარესთან ურთიერთობების დარეგულირების საკუთარ ხედვებზე ისაუბრა პარლამენტის წევრმა, კობა ნარჩემაშვილმა. მისი განცხადებით, საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, მსჯელობები და დისკუსიები საზოგადოებრივ მაუწყებელზეც უნდა მიმდინარეობდეს. პარლამენტის წევრის, რევაზ არველაძის მოსაზრებით, კი მსოფლიოში არსებული კონფლიქტების მოგვარების მოდელების გათვალისწინებით, საჭიროა საქართველოს გეოპოლიტიკურ ვითარებაზე მორგებული ახალი მოდელი შემუშავდეს.

2017-03-13    |   
ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზურ და ოსურ მხარესთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებზე პარლამენტში გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების” ორგანიზებით დღეს პარლამენტში, თემაზე: „დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასა და ექსპერტებთან ერთად აფხაზურ და ოსურ მხარესთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებზე” კონფერენცია გაიმართა.

ფრაქციის თავმჯდომარის, სიმონ ნოზაძის განმარტებით, ფრაქცია აფხაზურ და ოსურ მხარესთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხზე შექმნის დღიდან მუშაობს, ხოლო კონფერენციის გამართვის იდეა საკონსტიტუციო კომისიის ერთ-ერთ სხდომაზე წარმოიშვა.

კონფერენციაში მონაწილეებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგური მიესალმა. როგორც მან აღნიშნა, დღევანდელი პირობებით გამოირიცხა შეიარაღებული გზით და „ხელების გადაგრეხვის პრინციპით საქართველოს გამთლიანებისკენ ხედვა” და რჩება მხოლოდ ადამიანური ურთიერთობების, სახალხო დიპლომატიის, ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობების გზა.

კონფერენციის მონაწილეების წინაშე აფხაზურ მხარესთან ჟენევის ფორმატში გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა. ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, არსებობს კონფლიქტების მოგვარების პროცესის ადგილიდან რეალურად დაძვრის განწყობა და შესაბამისი მზაობაც.

ოსურ მხარესთან ურთიერთობაში არსებული სიტუაცია ცალკეული სფეროების მიხედვით, თემატურად მიმოიხილა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელმა, მადინა გაგიევამ. მისი ინფორმაციით, ის ტაძრები, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია.

კონფერენციაზე კონფლიქტებთან მიმართებაში თანამედროვე მეთოდოლოგიის კონცეპტუალური მოდელების გამოყენების შესაძლებლობებზე ანალიტიკოსმა ბესიკ ობოლაძემ ისაუბრეს. ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელმა, ჯემალ გახოკიძემ აღნიშნა, რომ კონფლიქტი მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად უნდა მოგვარდეს, დაიწყოს შემორიგება და დიალოგი. მან მსოფლიო მასშტაბით კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების მაგალითები მიმოიხილა. მისი განმარტებით, დიალოგის, მოლაპარაკებების და შერიგების წინმსწრებად წინაპირობა უნდა მომზადდეს.

აფხაზურ და ოსურ მხარესთან ურთიერთობების დარეგულირების საკუთარ ხედვებზე ისაუბრა პარლამენტის წევრმა, კობა ნარჩემაშვილმა. მისი განცხადებით, საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, მსჯელობები და დისკუსიები საზოგადოებრივ მაუწყებელზეც უნდა მიმდინარეობდეს. პარლამენტის წევრის, რევაზ არველაძის მოსაზრებით, კი მსოფლიოში არსებული კონფლიქტების მოგვარების მოდელების გათვალისწინებით, საჭიროა საქართველოს გეოპოლიტიკურ ვითარებაზე მორგებული ახალი მოდელი შემუშავდეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ საზოგადოებას 2016 წლის საქმიანობის ამსახველი ვიდეო-ანგარიში წარუდგინა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას არტ-გალერეაში 2016 წლის საქმიანობის ამსახველი ვიდეო-ანგარიშის ჩვენება გამართა.

ჩვენებაზე წარმოდგენილი იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს მიერ 2016 წელს გაწეული საქმიანობისა და განხორციელებული ღონისძიებების მიმოხილვა.

ვიდეო-ანგარიშის წარდგენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესის საბჭოს დეპუტატები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სასულიერო პირები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უწყებების თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ვახტანგ ყოლბაია წარმატებული ქალების დაჯილდოებას დაესწრო

ორგანიზაცია „მე დავბრუნდების" ინიციატივითა და საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერით, „GARDEN HALL"-ში წარმატებული ემიგრანტი ქალების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, თბილისის საკრებულოს წევრები, მსახიობები და ხელოვნების სფეროს სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება უკვე მეორე წელია იმართება და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოღვაწე წარმატებული ქალბატონების დამსახურების წარმოჩენას ემსახურება.

2017-03-11    |   
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები შედგა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ცესკო-ს ინფორმაციით, ე.წ. საპარლამენტო არჩევნები არაღიარებული რესპუბლიკის 35-ვე ოლქში შედგა.

დე ფაქტო ცესკო-ს წარმომადგენლის ელენა ლაბახუას თქმით, “35-ვე ოლქში აქტივობამ 25%-ს გადააჭარბა, რაც იმას ნიშნავს, რომ რესპუბლიკის მასშტაბით არჩევნები შედგა”.

მისი ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობა 49,18%-მა, ანუ 64692-მა ადამიანმა მიიღო.

ე.წ. არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. “პირველთან” საუბარში ადგილობრივები აცხადებენ, რომ საარჩევნო დღის განმავლობაში დაძაბულობა არ იგრძნობოდა. მათი თქმით, ადგილი ჰქონდა ამომრჩევლების მოსყიდვის ფაქტებს, კერძოდ, ოპოზიციის მიერ საარჩევნო ხმის მიცემის უფლების მქონე ეთნიკურად არაქართველებისათვის თანხისა და საკვები პროდუქტების დარიგებას.

თუ ვინ გაიმარჯვა არაღიარებულ რესპუბლიკის ე.წ. საპარლამენტო არჩევნებში, ხვალ დილის საათებში გახდება ცნობილი.

არაღიარებული აფხაზეთის დე ფაქტო ერთპალატიან პარლამენტში მოსახვედრად 137 კანდიდატი იბრძვის. აქედან 113 კანდიდატი საინიციატივო ჯგუფმა დაასახელა, 24 – პარტია “აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმმა”, “ამცახარამ”, “აინარმა” და “სამართლიანობისა და განვითარების ეროვნულმა ფრონტმა”.

“აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმი” სახელისუფლებო პატიად ითვლება, “ამცახარა” – ოპოზიციურ პატიად. რაც შეეხება “აინარსა” და “სამართლიანობისა და განვითარების ეროვნულ ფრონტს” ისინი საკუთარ თავს ცენტრისტებად მიიჩნევენ. ყველა პატია რუსეთთან თანამშრომლობისკენ არის ორიენტირებულები.

ოლქში კანდიდატს გამარჯვებისათვის 50% პლუს ერთი ხმა სჭირდება. თუ კონკურენტ კანდიდატთაგან ვერცერთი ვერ მოიპოვებს ხმათა სათადო რაოდენობას, ასეთ შემთხვევაში, ცესკო მეორე ტურს მომდევნო 2 კვირის განმავლობაში ნიშნავს. განმეორებითი არჩევნები პირველი ტურიდან 2 თვის განმავლობაში უნდა გაიმართოს.

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა, მათი ოკუპაცია განახორციელა და დღემდე აკონტროლებს საქართველოს ამ ტერიტორიებს.

ვალერი არქანიას არტ-გალერეაში მადონა დვალის პოეტური კრებულის პრეზენტაცია გაიმართა

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას არტ-გალერეაში პოეტ მადონა დვალის პოეტური კრებულის „ცრემლების ფერწერა" პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის მთავრობამ 2016 წლის საქმიანობის ამსახველი ვიდეო მასალის ჩვენება გამართა

აფხაზეთის მთავრობამ 2016 წლის საქმიანობის ამსახველი ვიდეო-ანგარიშის ჩვენება გამართა. ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას არტ-გალერეაში გაიმართა. წარმოდგენილი იყო ხელისუფლების მიერ 2016 წელს გაწეული საქმიანობისა და განხორციელებული ღონისძიებების მიმოხილვა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესის საბჭოს დეპუტატები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სასულიერო პირები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უწყებების თანამშრომლები ესწრებოდნენ.

2017-03-09    |   
აფხაზეთის ხელისუფლებამ 2016 წლის საქმიანობის ამსახველი ვიდეო მასალის ჩვენება გამართა

აფხაზეთის ხელისუფლებამ 2016 წლის საქმიანობის ამსახველი ვიდეო-ანგარიშის ჩვენება გამართა. ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას არტ-გალერეაში გაიმართა. წარმოდგენილი იყო ხელისუფლების მიერ 2016 წელს გაწეული საქმიანობისა და განხორციელებული ღონისძიებების მიმოხილვა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესის საბჭოს დეპუტატები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სასულიერო პირები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უწყებების თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ვალერი არქანიას არტ-გალერეაში პოეტ მადონა დვალის პოეტური კრებულის „ცრემლების ფერწერა“ პრეზენტაცია გაიმართა

პოეტი მადონა დვალი-დარცმელია, რომელიც რამდენიმე პოეტური და პროზაული კრებულის ავტორია, აფხაზეთში დაიბადა და გაიზარდა,  დევნილის სტატუსით კი რუსთავში დამკვიდრდა. მოგვიანებით მან პოეტურ ფსევდონიმად დედის გვარი შეარჩია. სიმბოლიზმის მიმდევრად აღიარებული პოეტი სოხუმს, მშობლიურ კუთხეს, ბავშვობის წლებში აღქმულ უტკბეს სამყაროს დღემდე ერთგულებს და ლექსებს უძღვნის. ასევე საყურადღებოა, მის მიერ რუსულ ენაზე დაწერილი ლექსები და თარგმანები. ახლახან გამოვიდა მისი ახალი პოეტური კრებული „ცრემლების ფერწერა“, რომლის პრეზენტაციაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას არტ-გალერეაში გაიმართა. საღამოს უძღვებოდა პოეტი მზია ხეთაგური. მადონა დვალი-დარცმელიას პოეზიაზე ისაუბრეს მისმა კოლეგებმა, ახლობელ-მეგობრებმა. პოეტმა საკუთარი ლექსები თვითონვე წაუკითხა დამსწრე საზოგადოებას.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, პოეტები, მწერლები, ხელოვნების სხვა დარგის წარმომადგენლები.

აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ომის ვეტერანების შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის აფხაზეთის ომის ვეტერანებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე იმსჯელეს სამომავლოდ გამოსაცემი წიგნის შესახებ, რომელშიც აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების ბიოგრაფიები შევა. ამ გამოცემაში მაქსიმალურად მოხდება ინფორმაციის დახვეწა და წინა გამოცემებში შესული ინფორმაცია შეივსება ახალი გვარებითა და მონაცემებით.

შეხვედრაში  მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე და დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია, მეთაურთა საბჭოს თავმჯდომარე დავით გულუა, აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ შამუგია, ყოფილი სამხედრო საველე მეთაურები და შენაერთების ხელმძღვანელები.

2017-03-08    |   
აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ომის ვეტერანების შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის აფხაზეთის ომის ვეტერანებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე იმსჯელეს სამომავლოდ გამოსაცემი წიგნის შესახებ, რომელშიც აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების ბიოგრაფიები შევა. ამ გამოცემაში მაქსიმალურად მოხდება ინფორმაციის დახვეწა და წინა გამოცემებში შესული ინფორმაცია შეივსება ახალი გვარებითა და მონაცემებით.

შეხვედრაში  მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე და დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია, მეთაურთა საბჭოს თავმჯდომარე დავით გულუა, აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ შამუგია, ყოფილი სამხედრო საველე მეთაურები და შენაერთების ხელმძღვანელები

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში მოწვეული წარჩინებული ქალბატონებისათვის დედისა და ქალთა საერთაშორისო დღეების აღსანიშნავი საღამო გაიმართა. საღამოში მონაწილეობდნენ ფოლკლორული ანსამბლი „მესხეთი“, ვაჟა ჩუბინიძე, პოეტები მზია ხეთაგური და გიორგი ბალახაშვილი. შესრულდა აფხაზეთელი ქალი კომპოზიტორის „სიმღერა სოხუმზე“ პრემიერა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯონი აფაქიძე ესწრებოდნენ.

ტექნიკურ უნივერსიტეტში ჟიული შარტავას წიგნის ელექტრონული ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ჟიული შარტავას დაბადებიდან 73-ე წლისთავთან დაკავშირებით, მისი წიგნის „დისკრეტული წარმოების დაგეგმვისა და ოპტიმიზაციის მოდელებისა და მეთოდების კვლევა და დამუშავება“ ელექტრონული ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები, სტუდენტები,  ჟიული შარტავას მეგობრები და თანამებრძოლები.

მონაწილეების წინაშე სიტყვით გამოვიდნენ და ჟიული შარტავა გაიხსენეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ზურაბ წვერაიძემ და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ენერგეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა შალვა ნაჭყებიამ.