აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

„იყო... ცხოვრობდა... წერდა.... უყვარდა...“ და რამდენი რამ დაიტია ამ ოთხმა სიტყვამ...

„იყო... ცხოვრობდა... წერდა... უყვარდა...“

ეს პოეტ გენო კალანდიას საფლავის ეპიტაფიაა, რომელიც მასვე ეკუთვნის: „...იყავ ერთგული ჩემთა უფალთა, და ამოკვეთე საფლავის ქვაზე: იყო... ცხოვრობდა... წერდა... უყვარდა...“ ასე მოკრძალებულად და ამავე დროს მრავლისმთქმელად შეაფასა პოეტმა მის მიერ განვლილი გზა.

„იყო... ცხოვრობდა... წერდა.... უყვარდა...“ და რამდენი რამ დაიტია ამ ოთხმა სიტყვამ...

გამოჩენილი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, შოთა რუსთაველის, საქართველოს სახელმწიფო, ილია ჭავჭავაძისა და გიორგი შარვაშიძის პრემიების ლაურეატი, აფხაზეთის ლიტერატურისა და ხელოვნების შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის სამი მოწვევის დეპუტატი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, ღირსების ორდენის კავალერი... ამ და კიდევ უამრავ სხვა ტიტულსა და წოდებას შორის კი იდგა ქარიზმატული და განსაკუთრებული ხიბლის პიროვნება, რომელსაც ერთდროულად დაჰყვებოდა საქართველოს ორი ძირძველი კუთხის - აფხაზეთისა და სამეგრელოს სურნელი.
გენო კალანდია დაიბადა 1939 წლის 15 აპრილს. ჟურნალისტური განათლება მიიღო მოსკოვში, სწავლის პერიოდში მჭიდროდ იყო დაახლოებული სმოგის „რუსეთის ახალგაზრდა გენიოსები“ წევრებთან, რუსული პოეზიისა და მხატვრობის მეამბოხეებთან...

გენო კალანდიას ლექსების პირველი კრებული „ცა და ფოთლები“ გამოვიდა 1966 წელს ქ. სოხუმში. იგი 30-მდე პოეტური კრებულისა და დრამატული პიესის ავტორია, მათ შორისაა: „ფესვები", „მიწის ჭრილობა", მწუხრის არაბესკები", „მესამე თვალი", „ასი სონეტი", „რეკვიემი", „ისევ რეკვიემი", „ორტომეული" და სხვ. მისი ლექსები თარგმნილია და ცალკე წიგნებადაა გამოცემული რამდენიმე ენაზე.

იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა სოხუმის რადიოში, გაზეთ „საბჭოთა აფხაზეთის“ რედაქციაში, სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრში, იყო აფხაზეთის თეატრალური საზოგადოებისა და დემოგრაფიული საზოგადოების პირველი თავმჯდომარე, ალმანახ „ეგრისის" რედაქტორი, ჟურნალ „რიწის" პასუხისმგებელი მდივანი, აფხაზეთის მწერალთა კავშირის მდივანი, საქართველოს მწერალთა კავშირის აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე. მისი ძალისხმევით შეიქმნა ცნობილი აფხაზი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემია, რომლის კომიტეტსაც წლების განმავლობაში თავადვე ხელმძღვანელობდა. აფხაზეთში „ომი რომ დაიწყო, ბევრი ვიფიქრე, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო შუამავალი ჩვენსა და აფხაზებს შორის? ჩემი აზრით, საუკეთესო იქნებოდა გიორგი შარვაშიძე, აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის მემკვიდრე, დიდი აფხაზი, ბრწყინვალე პოეტი, პუბლიცისტი და უფრო უკეთესი დრამატურგი“,- აღნიშნა მოგვიანებით გენო კალანდიამ, რომელიც აფხაზი ინტელიგენციის, აფხაზი მწერლების მეგობრად დარჩა სიცოცხლის ბოლომდე. ის ამბობდა, რომ მართალია, მათთან ურთიერთობას ისე აქტიურად ვერ აგრძელებდა, თუმცა მოკითხვებს საერთო ნაცნობების საშუალებით ერთმანეთს მაინც უთვლიდნენ.

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გამოვიდა გენო კალანდიას ორტომეული „საგალობლები უფლისათვის“, რომელიც სრულიად ახალ მწვერვალს, „სიმაღლით წარმოჩენილ ახალ სიმაღლეს“ წარმოადგენს მის შემოქმედებაში. „საგალობლებს უფლისათვის“ გენო კალანდიას მეორედ დაბადებას უწოდებენ ხშირად. ეს იყო დიდი სულიერი გარდატეხის დასტური პოეტის ცხოვრების მიმწუხრის ჟამს, მან თითქოს უფალთან გარდასვლის მოახლოება იგრძნო და მთელი გულისყური მისკენ მიაპყრო, თითქმის ყოველდღე აღსარებას აბარებდა უფალს.

უფრო მეტიც, „საგალობლები უფლისათვის“ გენო კალანდიასთვის თითქოს იმქვეყნად გადასვლის ერთგვარი შემზადება აღმოჩნდა, რაც მან არაერთი წინასწარმეტყველური სტრიქონით გამოხატა, მათ შორის: „ვემშვიდობები უფალო ლოცვით მიწას, რომელმაც მაქცია კაცად“.

და ეს მიწა აუცილებლად მსუბუქი იქნებოდა მისთვის...

14 აპრილი - დედა ენის დღეა

საქართველოში 14 აპრილი დედაენის დღედ 1990 წლიდან აღინიშნება. 1978 წელს ქართველმა საზოგადოებამ მტკიცე პროტესტი გამოთქვა საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო, რომლის თანახმადაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა.

1977 წელს შემუშავებული საქართველოს ახალი საბჭოთა კონსტიტუციის 75-ე მუხლის მიხედვით, 1936 წლის კონსტიტუციისაგან განსხვავებით, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი ერთმეოდა და საქართველოს სახელმწიფო ენად მხოლოდ რუსული ენა რჩებოდა.
საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქცია საქართველოს უმაღლეს საბჭოს 1978 წლის14 აპრილს უნდა დაემტკიცებინა, რასაც წინ აღუდგა ქართველი ერი და ძირითადად ახალგაზრდობა. საპროტესტო აქციის მონაწილეები ხელისუფლებისაგან, საქართველოში ქართული ენის სახელმწიფო ენად დაკანონებას კატეგორიულად მოითხოვდნენ.

დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, საქართველოს სსრ სახელმწიფო ენად კვლავ ქართული ენა გამოცხადდა.

ეს ქართველი ერის გამარჯვება იყო!

გილოცავთ!

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრებ დევნილებს სასურსათო პროდუქტი გადასცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე ქვემო ქართლის რეგიონში იმყოფებოდნენ, სადაც კარანტინის ზონაში მოქცეული ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილებისთვის პირველადი მოხმარების პროდუქტები მიიტანეს. ღონისძიებაში მარნეულის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ნავერიანი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

დღესვე მთავრობის წარმომადგენლებმა თეთრიწყაროსა და მამკოდის კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ ბენეფიციარებს, რომლებიც  განსაკუთრებული რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან, სასურსათო პროდუქტი და სააღდგომო ნობათი გადასცეს.

განსაკუთრებული საჭიროების მქონე დევნილთათვის შექმნილი სასურსათო პროგრამის განხორციელებაში აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროც აქტიურად მონაწილეობს

კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული სტრატეგიის თანახმად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ჩართულობით შექმნილ სათათბირო ორგანო-საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი გელენავა და სხვა თანამშრომლები აქტიურად მონაწილეობენ. ხსენებული სათათბირო ორგანო-საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობას უშუალოდ ხელმძღვანელობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე.

სათათბირო ორგანო-საკოორდინაციო საბჭო განსაკუთრებული საჭიროების მქონე დევნილთათვის სასურსათო დახმარების პროგრამის განხორციელებას ითვალისწინებს. მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენს დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები 70 წელს გადაცილებული იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც განსაკუთრებული რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან.

პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტები უკვე დაურიგდათ თბილისში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს; გლდანში, კარანტინში მყოფ დევნილებს; გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, ბორჯომის, ახალციხის რაიონებში და სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონებში მცხოვრებ ბენეფიციარებს. ამ დღეებში პროდუქტები 70 წელს გადაცილებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს საქართველოს სხვა რაიონებშიც გადაეცემათ. დარიგების პროცესში აქტიურ მონაწილეობენ სამხარეო ადმინისტრაციებისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები.

სურსათი და სააღდგომო ნობათი მცხეთაში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ დევნილებს გადაეცათ

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ, აფხაზეთის ა/ რ მთავრობის წევრებთან ერთად, ქალაქ მცხეთაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ 70 წელს გადაცილებულ ბენეფიციარებს სასურსათო პროდუქტი და სააღდგომო ნობათი ჩაუტანეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ სურსათის დარიგების აქციის უზრუნველყოფაში  აქტიურად მონაწილეობენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლები.

სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დახმარების კამპანია ყოველდღიურად გრძელდება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მოხალისეები, რომლებიც „წითელი ჯვრის“ მიერ არიან დატრენინგებული, სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დახმარების კამპანიაში ყოველდღიურად აქტიურად მონაწილეობენ.

მოხალისეთა შორისაა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა კეკელიძე. მან სოციალურად დაუცველ ხანდაზმულებს პირველადი მოხმარების საგნებისა და პროდუქტებისგან შემდგარი პაკეტები დაურიგა.

აქცია თბილისის მერიისა და „საქართველოს წითელი ჯვრის“ ორგანიზებით და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით მიმდინარეობს.

მცხეთაში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ დევნილებს სასურსათო პროდუქტი გადაეცათ

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ, ქალაქ მცხეთაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ 70 წელს გადაცილებულ ბენეფიციარს სასურსათო პროდუქტი და სააღდგომო ნობათი გადასცეს.

მცხეთაში ასევე მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე იმყოფებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სასურსათო აქციის ფარგლებში პროდუქტს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მცხოვრები 70 წელს გადაცილებული 30 ბენეფიციარი მიიღებს.

თბილისში მდებარე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება

თბილისში მდებარე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას განაგრძობს. სამუშაოების მეორე ეტაპზე დეზინფექცია ჩუღურეთის (13 ობიექტი), მთაწმინდისა (5 ობიექტი) და კრწანისის (8 ობიექტი) რაიონებში მდებარე ობიექტებზე განხორციელდა. სამუშაოებს სსიპ  „აფხაზეთის   გარემოს, გეოლოგიის  და  მინერალური  რესურსების  სააგენტო“ ახორციელებს.

ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს.

სასურსათო პროდუქტი -70 წელს გადაცილებულ დევნილ ბენეფიციარებს

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სხვადასხვა სოციალურ აქტივობას ახორციელებს. დღეს, სენაკის ყოფილ სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ დევნილ ბენეფიციარებს, რომლებიც განსაკუთებული რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან, პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტები და სააღდგომო ნობათები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გურამ მისაბიშვილმა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან კუპრეიშვილმა, პირველ მოადგილესთან - გრიგოლ ბაღათურიასთან, მოადგილესთან - კახაბერ კუპრეიშვილთან, აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს, სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელთან, კოტე ბასარისთან ერთად გადასცეს. 

აქციის ფარგლებში, სასურსათო ნობათებს სენაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, 70 წელს გადაცილებული - 404, სამეგრელოს მასშტაბით კი - 2 725 დევნილი ბენეფიციარებს დაურიგდება.

ხონის დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

COVID-19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით ქალაქ ხონში მდებარე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტური ჩასახლების 17 ობიექტზე სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდა.

დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში სადეზინფექციო სამუშაოები საქართველოს ყველა რეგიონში მიმდინარეობს.

პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტს 70 წელს გადაცილებული 2725 ბენეფიციარი მიიღებს

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები კომბინატის დასახლებაში იმყოფებოდნენ და დევნილ ბენეფიციარებს სურსათი და სააღდგომო ნობათი მიუტანეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით სასურსათო აქცია მომდევნო დღეების განმავლობაშიც გაგრძელდება. პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტს სამეგრელოს რეგიონის მასშტაბით (ქალაქი ზუგდიდი, ქალაქი ფოთი, ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილის, სენაკის, აბაშისა და ხობის მუნიციპალიტეტები) 70 წელს გადაცილებული 2725 ბენეფიციარი მიიღებს.

აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ჩართულობით იმართება.

თბილისში კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ დევნილებზე სასურსათო პროდუქტის გადაცემა მიმდინარეობს

აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, თბილისში დევნილი მოსახლეობისთვის სურსათის გაცემა დაიწყო. კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ აფხაზეთიდან დევნილებს პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტები, სააღდგომო ნობათი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სანერგე მეურნეობაში გამოყვანილი კოლხური ბზის ნერგი გადაეცემათ.

სასურსათო აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ორგანიზებით მომავალ დღეებშიც გაგრძელდება და დახმარებას კომპაქტურად ჩასახლებული 70 წელს გადაცილებული განსაკუთრებული რისკის ჯგუფში შემავალი 4060  დევნილი მიიღებს.

სასურსათო პროდუქტი წყალტუბოს კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებმა 70 წელს გადაცილებულმა აფხაზეთიდან დევნილებმაც მიიღეს

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, სურსათი იმერეთის რეგიონში მცხოვრებ დევნილებისთვის ჩაიტანა. პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტი და სააღდგომო ნობათი ამჯერად წყალტუბოს კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ აფხაზეთიდან დევნილ 270 ადამიანს გადაეცა. იმერეთის რეგიონში დახმარებას სულ 1456 ბენეფიციარი მიიღებს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ იმერეთის რეგიონში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ დევნილებს სასურსათო პროდუქტი გადასცა

აფხაზეთიის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის ინიციატივით, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, იმერეთის რეგიონში მცხოვრები დევნილი მოსახლეობისთვის სურსათის გადაცემა მიმდინარეობას. პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტი და სააღდგომო ნობათი  წყალტუბოს კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ აფხაზეთიდან დევნილ 270 ადამიანს გადაეცა.

სასურსათო აქცია მომავალი დღეების განმავლობაშიც გაგრძელდება და იმერეთის რეგიონში დახმარებას 1456 ბენეფიციარი მიიღებს.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ჩართულობით იმართება.

ქ. თბილისში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ დევნილებზე სასურსათო პროდუქტის გადაცემა მიმდინარეობს


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ხელშეწყობით და აქტიური ჩართულობით ქალაქ თბილისში დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ ბენეფიციარებს, რომლებიც განსაკუთრებული რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან, პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტების და სააღდგომო ნობათების გადაცემა მიმდინარეობს.