აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

რუსლან აბაშიძე იმერეთის რეგიონში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე იმერეთის რეგიონში, წყალტუბოსა და ქუთაისში კომპაქტურად მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარე გაეცნო დევნილების საცხოვრებელ პირობებს, იქ არსებულ პრობლემებსა და მთავრობის წევრებთან ერთად მათზე დროული რეაგირებისა და გადაჭრის გზებზე იმსჯელა, ასევე  მოინახულა დევნილი მოსახლეობის განსახლებისათვის წყალტუბოსა და ქუთაისში მშენებარე საცხოვრებელი ობიექტები.

დღეს, რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები ქალაქ ფოთის კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდებიან.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის შეხვედრები საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ დევნილებთან პერმანენტულ ხასიათს ატარებს. შეხვედრები უკვე გაიმართა სამეგრელო-ზემო სვანეთისა და კახეთის რეგიონებში.

ზუგდიდში თაბუკაშვილის ქუჩაზე ხანდაზმულთა დღის ცენტრი გახსნა.

     რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრმა ,,თანაზიარი,“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ხანდაზმულთა დღის ცენტრი გახსნა. დღის ცენტრი სოციალური საცხოვრისის შენობაშია განთავსებული.   პროექტი ,,უზრუნველვყოთ ღირსეული ხანდაზმულობა“ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად“ ფარგლებში ხორციელდება და მას ASB საქართველო პარტნიორ ორგანიზაციებთან : საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ ,,აფხაზეთთან“ (CHCA) და კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდთან (KRDF) ერთად ახორცილებს.  დღის ცენტრის გახსნას ესწრებოდნენ მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლები, ბენეფიციარები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლეობის ზელმძღვანელი სამეგრელო-ზემო სვანეთში რეზო ქობალია.

იუსტიციის დეპარტამენტში საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციასა და ოპტიმიზაციის საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების ადამიანური რესურსების მართვის თანამშრომელთათვის საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციასა და ოპტიმიზაციის საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას უძღვებოდა სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენელი ლევან ყოლბაია, რომელმაც დამსწრეებთან ერთად, კითხვა - პასუხის რეჟიმში, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციასა და ოპტიმიზაციასთან დაკავშირებულ პროცედურებსა და სამართლებრივ შედეგებზე იმსჯელა. სამუშაო შეხვედრა საკონსულტაციო ხასიათს ატარებდა.

გრძელდება ქ. თბილისში, დევნილთა განსახლების ადგილებში, საინფორმაციო-საკონსულტაციო ხასიათის შეხვედრები.

               აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ბატონ დემურ კეკელიას ზეპირი დავალების საფუძველზე, მიმდინარე წლის 11-12 ივნისს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე ბატონი გრიგოლ ბენიძე და წარმომადგენლობის თანამშრომლები იმყოფებოდნენ ქ. თბილისში: გლდანის რაიონში, აფხაზეთიდან დევნილების კომპაქტურად განსახლების 15 მისამართზე.

      განსახლების ადგილებში, აფხაზეთიდან დევნილებს გაეწიათ საინფრომაციო-საკონსულტაციო ხასიათის დახმარება ბ.მ.ა შექმნის მნიშვნელობაზე. წარმომადგენლობის თანამშრომლებმა მოისმინეს განსახლების ადგილებში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ხასითის პრობლემები.

აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის წარმომადგენლობის გასვლითი შეხვედრა კახეთის რეგიონში, ქ. საგარეჯოს მუნიციპალიტეტი.

 

აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ბატონ დემურ კეკელიას ზეპირი დავალების საფუძველზე, წარმომადგენლობის რეგიონალური მართვის სამსახურის უფროსი და სამსახურის თანამშრომლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლეთან ერთად მივლინებით იმყოფებოდნენ კახეთის რეგიონის  ქ. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სადაც აფხაზეთიდან დევნილებს განსახლების ადგილების მიხედვით გაეწიათ საინფრომაციო-საკონსულტაციო ხასიათის დახმარება ბ.მ.ა შექმნის მნიშვნელობაზე. მოისმინეს განსახლების ადგილებში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ხასითის პრობლემები. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად შეისწავლეს განსახლების ადგილებში საერთო სარგებლობის ფართებში განსახორციელებელი სარემონტო-სამუშაოების გაანგარიშება, მოცულობა და ტექნიკური მდგომარეობა.

 

აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის წარმომადგენლობის გასვლითი ხასითის შეხვედრა კახეთის რეგიონში, ქ. გურჯაანის მუნიციპალიტეტი

 

აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ბატონ დემურ კეკელიას ზეპირი დავალების საფუძველზე, წარმომადგენლობის რეგიონალური მართვის სამსახურის უფროსი და სამსახურის თანამშრომლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლეთან ერთად მივლინებით იმყოფებოდნენ კახეთის რეგიონის  ქ. გურჯაანის  მუნიციპალიტეტში, სადაც აფხაზეთიდან დევნილებს განსახლების ადგილების მიხედვით გაეწიათ საინფრომაციო-საკონსულტაციო ხასიათის დახმარება ბ.მ.ა შექმნის მნიშვნელობაზე. მოისმინეს განსახლების ადგილებში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ხასითის პრობლემები. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად შეისწავლეს განსახლების ადგილებში საერთო სარგებლობის ფართებში განსახორციელებელი სარემონტო-სამუშაოების გაანგარიშება, მოცულობა და ტექნიკური მდგომარეობა.

 

აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის წარმომადგენლობის გასვლითი ხასიათის შეხვედრა კახეთის რეგიონში, ქ. თელავის მუნიციპალიტეტი.

 

         აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ბატონ დემურ კეკელიას ზეპირი დავალების საფუძველზე, წარმომადგენლობის რეგიონალური მართვის სამსახურის უფროსი და სამსახურის თანამშრომლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლეთან ერთად მივლინებით იმყოფებოდნენ კახეთის რეგიონის, ქ. თელავის მუნიციპალიტეტში, სადაც აფხაზეთიდან დევნილებს განსახლების ადგილების მიხედვით გაეწიათ საინფრომაციო-საკონსულტაციო ხასიათის დახმარება ბ.მ.ა შექმნის მნიშვნელობაზე. მოისმინეს განსახლების ადგილებში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ხასითის პრობლემები. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად შეისწავლეს განსახლების ადგილებში საერთო სარგებლობის ფართებში განსახორციელებელი სარემონტო-სამუშაოების გაანგარიშება, მოცულობა და ტექნიკური მდგომარეობა.

 

საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში ქართველ და აფხაზ მოსწავლეებს შეხვდა

საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელმა გაეროში ლიკა ტორიკაშვილმა, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ფარგლებში, პარლამენტში შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენისა და აფხაზური ენის შესწავლის საკითხებზე იმსჯელეს.

ამ შეხვედრისთვის საგანგებოდ ჩამოვიდნენ აჭარიდან სოფელ ფერიის საჯარო სკოლის აფხაზი და ქართველი მოსწავლეები, ასევე მოსწავლეები აფხაზეთიდან. მათ აფხაზური სიმღერები შეასრულეს და აფხაზურ ენაზე ლექსები წაიკითხეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ მოსწავლეებს ჯემალ გამახარიასა და ლია ახალაძის ავტორობით გამოცემული წიგნი „აფხაზეთის (საქართველო) ისტორიის საკითხები“ გადასცა.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს საქართველოს პარლამენტის შენობა, კინოდარბაზში კი შეხვდნენ და ესაუბრნენ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს მარიამ ჯაშს, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს გენადი მარგველაშვილს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს ლია გიგაურს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ჯემალ გამახარიას, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველ მოადგილეს მანანა ქვაჩახიას და მოადგილეს ირმა კეკელიძეს, გალის რესურსცენტრის უფროსს ნონა შონიას და სხვ.

შემდეგ მოსწავლეები ეწვივნენ პრეზიდენტის სასახლეს, სადაც მათ უმასპინძლეს.

შეხვედრა სამეგრელოს რეგიონში

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში ,,სკოლისშემდგომ განათლების მომზადების" პროგრამაში ჩართულ აბიტურიენტებს შეხვდა.

ამავე დღეს, როლანდ ნიჟარაძე სამეგრელოს რეგიონში განთავსებულ აფხაზეთის საჯარო სკოლებს ეწვია, მათ ინფრასტრუქტურასა და პრობლემებს გაეცნო და პედაგოგებს სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

ოქტომბერში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შეუწყდათ წყლის მიწოდება

   2019 წლის 10 ივბნისს ზუგდიდში სოფ:ოქტომბერში ყოფილი პროფ სასწავლებლის შენობაში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შეუწყდათ წლის მიწოდება ( გადაიწვა წყლის საქაჩი ტუმბო ). აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით მათ მოგვმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კოლექტიური განცხადებით.

      ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რეზო ქობალიამ წარმომადგენლობის თანამშრომლებთან ერთად ვითარების გაცნობის  მიზნით მოახდინა მყისიერი რეაგირება, ადგილზე მივიდა კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილენბთან, გაესაუბრა და მოისმინა მათი პრობლემები. შეხვედრის ბოლოს იქ მცხოვრებ დევნილებს რეზო ქობალიამ აღუთქვა დახმარება აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში.

აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში მორიგი თათბირი გაიმართა.

 

            აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში მორიგი თათბირი გაიმართა. თათბირს აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ბატონი დემურ კეკელია უძღვებოდა.

    წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ბატონ დემურ კეკელიამ ყურადღება გაამახვილა ქ. თბილისში და კახეთის რეგიონში: ქ. თელავის, ქ. გურჯაანის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში განსასხორციელებელი გასვლითი შეხვედრების მნიშვნელობაზე, სადაც აფხაზეთიდან დევნილებს განსახლების ადგილების მიხედვით უნდა გაეწიოთ საინფრომაციო-საკონსულტაციო ხასიათის დახმარება ბ.მ.ა შექმნის მნიშვნელობაზე და დევნილთა განსახლების ადგილებში სოციალურ-ეკონომიკური ხასითის პრობლემების იდენტიფიცირება( მონაცემთა ბაზაში ასახვა).

ყოფილ სააფთიაქო სამმართველოში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს დაუმონტაჟეს ახალი წყლის ტუმბო

2018  წლის 4 ივნისს დევნილებით ჩასახლებულ ობიექტზე, ყოფილ სააფთიაქო სამმართველოს შენობაში, სადაც ცხოვრობს 74 ოჯახი, მწყობრიდან გამოვიდა წყალსაქაჩი ტუმბო. იქ მცხოვრებმა დევნილებმა კოლექტიური განცხადებით მიმართეს აფხაზეთის ა/რ მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში წარმომადგენლობის ხელმძღვანელს რეზო ქობალიას. პრობლემის ადგილზე დათვალიერების შემდეგ წარმომადგენლობამ ადგილობრივი თვითმართველობის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის  დიმიტრი ფაცაციას უშუალო დახმარებით 7 ივნისს ობიექტზე მიიტანა ახალი წყალსაქაჩი ტუმბო და მოხდა მისი დამონტაჟება. დღევანდელი მდგომარეობით ობიექტზე აღდგენილია წყლის მიწოდება.

ტურნირი მინი-ფეხბურთში აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს გამარჯვებით დასრულდა

5-7 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივითა და აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, აფხაზეთის ა/რ აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებს შორის, სპორტულ ცენტრ „იმედში“, გენო ზარიას სახელობის ტურნირი მინი-ფეხბურთში გამართა.

შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ა/რ აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების თანამშრომლებისგან შემდგარი გუნდები, რომელთაგან პირველი ადგილი აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს გუნდმა დაიკავა, მეორე ადგილი - აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს გუნდმა, ხოლო მესამე ადგილი -აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გუნდმა.

გამარჯვებულ და პრიზიორ გუნდებს დიპლომები გადასცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯმალ გამახარიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ.

ტურნირის უხუცეს მოთამაშედ - იური სვანიძე (აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო) დასახელდა; ტურნირის საუკეთესო მეკარედ - კარლო სართანია (აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობა აღმოსავლეთ საქართველოში); ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ - ირაკლი ფარფალია (აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭო); ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ - დათა კიკალიშვილი (აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო); ტურნირის „ბომბარდირად“ - დავით ქანთარია (აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობა აღმოსავლეთ საქართველოში).

დევნილებისათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობა იზრდება

2019 წლის 7 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი  აფხაზეთის  ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა.  შეხვედრას ძირითდად გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. საუბარი შეეხეო უფასო სამართლებრივი დახმარების სერვისებს, რომელსაც იურიდიული დახმარების სამსახური დევნილი მოსახლეობისათვის გასწევს. გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მხარეებს შორის, გააქტიურდება საინფორმაციო შეხვედრები დევნილ მოსახლეობასთან მათი უფლებების შესახებ და დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში გაიზრდება ხელმისაწვდომობა დისტანციურ უფასო სამართლებრივ დახმარებაზე.

ზუგდიდში უკრაინული დელეგაცია ვიზიტით იმყოფება.

      5 ივნისს უკრაინის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით  ეწვია ზუგდიდის მუნიციპალიტეტს. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ადგილობრივი ხელისუფლების  წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა, უკრაინელ სტუმრებს იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარებისა და ინტეგრაციის სფეროში გამოცდილება გაუზიარეს. აღნიშნული  ვიზიტი ორგანიზებული იყო იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-სა და ფონდი „სოხუმის“ მიერ. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია, რომელმაც ისაუბრა დევნილების ყოფით პრობლემებზე, და მათ წინაშე მდგარ გამოწვევებზე.  შეხვედრის დასასრულს მხარეებმა შემდგომ თანამშრომლობაზე მზაობა გამოთქვეს. შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, განათლების სფეროს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია და დევნილთა სამინისტროს წარმომადგენელი მანუჩარ ჩილაჩავა ესწრებოდნენ.