აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

ზუგდიდის შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტთან მემორანდუმი გაფორმდა

  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა დაზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა და ქვაჩახიამ და ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა თეონა ხუფენიამ.

ბათუმში შავიზღვისპირეთის, მათ შორის აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პრობლემებზე და პერსპექტივებზე იმსჯელეს

ბათუმში შავიზღვისპირეთის, მათ შორის აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პრობლემებზე და პერსპექტივებზე იმსჯელეს

18 აპრილს ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, ბათუმში გაიმართა II საერთაშორისო სემინარი თემაზე - „შავიზღვისპირეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეალური მდგომარეობა, პრობლემები და პერსპექტივები“.

სემინარზე წარმოდგენილი იყო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ოკუპირებული აფხაზეთისა და ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ჩატარებული კვლევის შედეგები. სემინარში მონაწილეობდნენ ქართველი და უცხოელი სპეციალისტები დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან და იტალიიდან.

სემინარს აჭარის ხელისუფლებასთან ერთად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აჭარის მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობასა და მათ მიმართ განხორციელებული პოლიტიკის შედეგების შესახებ ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის უფროსმა ირაკლი გელენავამ.

დარბაზში გამოფენილი იყო მხატვარ დავით ბაძაღუას მიერ შექმნილი აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ფერწერული ნამუშევრები. აქვე წარმოდგენილი იყო ბათუმელი მხატვრების მიერ სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფერწერული ტილოები.

აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის ვეტ-სპეციალისტებს პრაქტიკულ-თეორიული ტრენინგი ჩაუტარდათ

        აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის პროგრამის „ ინვაზიური და სხვა სახის დაავადებათ საწინააღმდეგო ღონისძიებების“ ფარგლებში, მიმდინარე წლის 17 აპრილს, დეპარტამენტის ვეტ-სპეციალისტებმა გაიარეს პრაქტიკული და თეორიული ტიპის ტრენინგი სასოფლო-სამეურნეო და შინაური ცხოველებისათვის სამკურნალო პრეპარატების, ვაქცინების, საკვების და საკვებდანამატების, ცხოველთა მოვლის საგნების სრული სპექტრის ქარხანაში - შპს „როქი.  ვეტ-სპეციალისტებმა დაათვალიერეს წარმოების პროცესი და მიიღეს დეტალური ინფორმაცია ვეტ-პრეპარატების მოხმარებისა და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ.

შეხვედრა სტუდენტებთან

2019 წლის 17 აპრილს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტს შორის დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, იუსტიციის დეპარტამენტში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრანტებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის  თავმჯდომარე  იგორ კოპალიანი, რომელიც შეეხო დამსწრე მაგისტრანტთა იუსტიციის დეპარტამენტში სასწავლო პრაქტიკის გავლის მნიშვნელობას.

გადაწყდა, რომ  შემუშავდება  შესაბამისი გრაფიკი, რომლის მიხედვით სტუდენტები 2019 წლის  20 ივნისის ჩათვლით გაივლიან სასწავლო პრაქტიკას იუსტიციის დეპარტამენტში.

დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში გენო კალანდიას 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ გამოჩენილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, შოთა რუსთაველის, საქართველოს სახელმწიფო, ილია ჭავჭავაძისა და გიორგი შარვაშიძის პრემიების ლაურეატის გენო კალანდიას 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გამართეს.

გენო კალანდია 30-მდე პოეტური კრებულისა და დრამატული პიესის ავტორია, მისი ლექსები თარგმნილია და ცალკე წიგნებად გამოცემულია რამდენიმე ენაზე. ის თანამედროვე ქართული მწერლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენით.

საღამოს უძღვებოდა მწერალი და მეცნიერი როსტომ ჩხეიძე. გენო კალანდიას პოეზიაზე, მის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს მწერლებმა მაკა ჯოხაძემ, გურამ ოდიშარიამ და რეზო ამაშუკელმა; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილემ ჯაბა ჯაიანმა.

გენო კალანდიას ლექსები წაიკითხეს მსახიობებმა ელდინო საღარაძემ, მურმან ჯინორიამ, სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრისა და სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობებმა. მუსიკალური ნომრები შეასრულეს აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ნასამბლმა „აფხაზეთმა“, გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელამ, ჯანსუღ კახიძის სახელობის ორკესტრის კვარტეტმა და სხვ.

ნაჩვენები იყო გენო კალანდიას ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ვიდეო-კოლაჟი. გარდა ამისა, აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა საგანგებოდ ამ მოვლენისთვის გენო კალანდიას სონეტების კრებული გამოსცა.

საიუბილეო საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, პოეტის მეგობრები, ახლობლები, დევნილი და არადევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გენო კალანდიას 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში გამოჩენილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, შოთა რუსთაველის, საქართველოს სახელმწიფო, ილია ჭავჭავაძისა და გიორგი შარვაშიძის პრემიების ლაურეატის, აფხაზეთის ლიტერატურისა და ხელოვნების შემოქმედებითი კავშირის ყოფილი თავმჯდომარის გენო კალანდიას 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო გაიმართა.

ღონისძიებაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ სიტყვით გამოსვლისას გენო კალანდიას ცხოვრება და მოღვაწეობა გაიხსენა. ასევე, აღნიშნა მისი განსაკუთრებული წვლილი ქართულ-აფხაზური ურთიერთობის აღდგენის პროცესებში.

საღამოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შემოქმედებითი კოლექტივები, პოეტები და მსახიობები მონაწილეობენ. ნაჩვენები იყო გენო კალანდიას ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ვიდეო-კოლაჟი. ასევე, აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მიერ გენო კალანდიას საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სონეტების კრებული გამოიცა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, პოეტის მეგობრები, ახლობლები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

გენო კალანდია 30-მდე პოეტური კრებულისა და დრამატული პიესის ავტორია, მისი ლექსები თარგმნილია და ცალკე წიგნებად გამოცემულია რამდენიმე ენაზე. ის თანამედროვე ქართული მწერლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენით.

14 აპრილი დედა ენის დღეა

საქართველოში 14 აპრილი დედაენის დღედ 1990 წლიდან აღინიშნება. 1978 წელს ქართველმა საზოგადოებამ მტკიცე პროტესტი გამოთქვა საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომლის თანახმადაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა.

1977 წელს შემუშავებული საქართველოს ახალი საბჭოთა კონსტიტუციის 75-ე მუხლის მიხედვით, 1936 წლის კონსტიტუციისაგან განსხვავებით, ქართული ენას სახელმწიფო ენის სტატუსს ართმევდნენ. სსრკ-ის სახელმწიფო ენად მხოლოდ რუსული ენა რჩებოდა.

შესაბამისი ცვლილება, რომელიც საქართველოს სსრ კონსტიტუციის ახალ რედაქციაში შედიოდა, საქართველოს უმაღლეს საბჭოს 1978 წლის14 აპრილს უნდა დაემტკიცებინა. ენის ღირსების დასაცავად, თბილისში მასობრივი გამოსვლა მოეწყო. ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან შოთა რუსთაველის გამზირისაკენ დაიძრა დემონსტრანტთა მრავალათასიანი კოლონა, რომელშიც სტუდენტობა ჭარბობდა. საპროტესტო აქციის მონაწილეები ხელისუფლებისაგან, საქართველოში ქართული ენის სახელმწიფო ენად დაკანონებას კატეგორიულად მოითხოვდნენ.

დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, საქართველოს სსრ სახელმწიფო ენად კვლავ ქართული ენა გამოცხადდა.

საქართველოს ეროვნული გმირების - ჟიული შარტავასა და ზვიად გამსახურდიას იუბილეებისადმი მიძღვნილი ესსეების კონკურსებს 6 გამარჯვებული ჰყავს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან ერთად, საქართველოს ეროვნული გმირების - ჟიული შარტავას (დაბადებიდან 75 წლისთავი) და ზვიად გამსახურდიას (დაბადებიდან 80 წლისთავი) იუბილეებთან დაკავშირებით აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული გალის რაიონის სკოლების მოსწავლეებისათვის ესეების კონკურსი გამოაცხადა. ჟიული შარტავას იუბილისადმი მიძღვნილი კონკურსის სახელწოდება იყო - „მშვიდობის გზების ძიებისათვის“ - რა გვაშორებს და გვაახლოებს ქართველებს და აფხაზებს“, ხოლო ზვიად გამსახურდიასადმი მიძღვნილი კონკურსისა კი - ,,ზვიად გამსახურდია - ეროვნული მოძრაობიდან - პრეზიდენტობამდე“.

აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული გალის რაიონის საშუალო სკოლებიდან წარმოდგენილი საკონკურსო ნამუშევრების შეჯამების შემდეგ, დებულების კრიტერიუმების გათვალისწინებით (თემასთან შესაბამისობა, საკითხის სიღრმისეული გააზრება, ლოგიკური მსჯელობა, ანალიზი, არგუმენტირება, ნაშრომის სტრუქტურა (შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნითი ნაწილი), წერის კულტურა) საგანგებოდ ამ კონკურსებისთვის შექმნილმა კომისიამ ხმათა უმრავლესობით სამ-სამი გამარჯვებული გამოავლინა. 
ესეების კონკურსში ,,მშვიდობის გზების ძიებისათვის“- რა გვაშორებს და გვაახლოებს ქართველებს და აფხაზებს“ გაიმარჯვეს: ანა კუკავამ - აფხაზეთის №2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ; ანანო გუნიამ - ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის №11 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ და გალის რაიონის ერთ-ერთი საშუალო სკოლის მოსწავლემ.

ესსეების კონკურსში ,,ზვიად გამსახურდია - ეროვნული მოძრაობიდან - პრეზიდენტობამდე“ კი გაიმარჯვეს: ანა ცირამუამ, აფხაზეთის №10 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლემ; ქრისტინე პაპასქირმა, აფხაზეთის №10 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ და გალის რაიონის ერთ-ერთი საშუალო სკოლის მოსწავლემ.

მიმდინარე წლის 14 აპრილს, დედაენის ბაღში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

მიმდინარე წლის 14 აპრილს, დედაენის ბაღში, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის, ა(ა)იპ „აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრისა”, ზემო აფხაზეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის და ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ა.რ. მთავრობის წარმომადგენლობის ორგანიზებით, დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ზემო აფხაზეთიდან დევნილმა ბავშვებმა. ღონისძებაზე მათ წაიკითხეს ლექსები.

ღონისძიებაში მონაწილე ბავშვებს მუნიციპალიტეტის მიერ საჩუქრად გადაეცათ წიგნები.

ღონისძიებას დაესწრნენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის, ზემო აფხაზეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის და ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ა.რ. მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები.

ღონისძიების მონაწილეებმა დედაენის ძეგლი გვირგვინით შეამკეს.

დედაენის ძეგლთან აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები და სტუდენტები შეიკრიბნენ

14 აპრილს დედაენის ძეგლთან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და სამინისტროს სახელოვნებო განათლების განყოფილების ორგანიზებით (ორგანიზატორი იზონერა ბერაია), ტრადიციულად აფხაზეთის მოსწავლეები და სტუდენტებიც შეიკრიბნენ. შეკრებილებს დედაენის დღე მიულოცეს მოწვეულმა სტუმრებმა: საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ თემურ ჩალაბაშვილმა, პოეტებმა ტარიელ მუმლაძემ და ბაღათერ არაბულმა.

აქვე მოეწყო აფხაზეთიდაან დევნილი მოზარდების ნახატების გამოფენა დევიზით „მამული, ენა, სარწმუნოება“. ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის №3 საჯარო სკოლის აღსაზრდელებმა ლიტერატურული კომპოზიცია „ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ!“ წარმოადგინეს. აფხაზეთის ახალგაზრდობის შემოქმედებითი კავშირის „ახალგაზრდობა, მშვიდობა და განვითარება“ წევრებმა კი წაიკითხეს ლექსები სამშობლოზე, დედაენაზე.... შეასრულეს საგალობელი „წმინდაო ღმერთო“.

შეკრებას ესწრებოდნენ აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები

მეუფე ანდრიას წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემიით დაჯილდოებისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში საღამო „ვულოცავთ საერთაშორისო ჯილდოს გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას (გვაზავა)“ გაიმართა. ღონისძიება ვარშავის უნივერსიტეტის მიერ გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემიით დაჯილდოებას მიეძღვნა. მეუფე ანდრიამ დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა და წმ. გრიგოლ ფერაძის მოღვაწეობასა და ღვაწლზე ისაუბრა. 

ღონისძიება მუსიკალურად ბარბარე თათარაძემ, ირინა შერაზადიშვილმა, ვიქტორია ჩაპლინსკაიამ და ანსამბლმა „იალონმა“ გააფორმეს.

საღამოს თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, თბილისის წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ბიძინა (გუნია) უძღვება.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

2018-2019 წლების „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს არტ გალერეაში „ეტალონის“ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. ჩემპიონატში აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიიდან.

ჩემპიონატის დაწყებამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ღონისძიების მონაწილეებს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ „ეტალონი“ არის პროექტი, რომელიც თითოეულ მონაწილეს უდიდესი ტკივილის დაძლევაში ეხმარება.

2018-2019 წლების „ეტალონი მოსწავლე“ აფხაზეთის №1 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე მარიამ არშბა გახდა. დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულმა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეტალონი მოსწავლის" ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, მინისტრის მოადგილე ბესიკ ოდიშარია, განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსი ნინო ლობჟანიძე, გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნონა შონია, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

2019 წლის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ქ. თბილისში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას არტ-გალერეაში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გაიმართა. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეტალონი მოსწავლის“ გამოსავლენად ერთმანეთს აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული გალის რაიონის სკოლების მოსწავლეები შეეჯიბრნენ (სულ 65 მოსწავლე).

ინტელექტ-ჩემპიონატის დაწყებამდე გოჩა ტყეშელაშვილმა „2017-2018 სასწავლო წლის აფხაზეთის ა/რ ეტალონ მოსწავლეს“ სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა, მის მშობლიურ სკოლას კი დიპლომი „ეტალონი მოსწავლის“ აღზრდისთვის. თავის მხრივ 2017-2018 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლემ“ მონაწილეები გაამხნევა და ნათია თოდუას სიმღერა აფხაზეთზე - „ფრთამოტეხილი მაფშალია“ შეასრულა.

2019 წლის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს აფხაზეთის №1 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ არშბა დაეუფლა (74 ქულა) და მან საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა; მე-2 ადგილზე გავიდა აფხაზეთის №1 საჯარო სკოლის მოსწავლე სალომე ჩარგაზია (69 ქულა); მე-3 ადგილის მფლობელი გახდა ოკუპირებული გალის რაიონის ერთ-ერთი საშუალო სკოლის მოსწავლე (66 ქულა).

მომდევნო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: მე-4 ადგილი - აფხაზეთის №11 საჯარო სკოლის მოსწავლე ლანა ჯგუბურია (65 ქულა); მე-5 ადგილი - ოკუპირებული გალის რაიონის ერთ-ერთი საშუალო სკოლის მოსწავლე (63 ქულა); მე-6 ადგილი - აფხაზეთის №11 საჯარო სკოლის მოსწავლე რამინ ბერაია (63 ქულა); მე-7 ადგილი - აფხაზეთის №3 საჯარო სკოლის მოსწავლე რევაზ ჩაკვეტაძე (62 ქულა); მე-8 ადგილი - აფხაზეთის №3 საჯარო სკოლის მოსწავლე ანა შელია (60 ქულა); მე-9 ადგილი - აფხაზეთის №10 საჯარო სკოლის მოსწავლე ჯონი ყალიჩავა (60 ქულა).

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატს ესწრებოდნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე - ბესიკ ოდიშარია, აფხაზეთის ა/რ განათლების და კულტურის საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსი – ნინო ლობჟანიძე, გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი – ნონა შონია, აფხაზეთის საჯარო სკოლების წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები.

აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის მიერ ქ. თბილისში 2019წ. პირველ ნახევარში დევნილთა გასახლების ობიექტში, განხორციელედა სარემონტო-სამუშაო.

   აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის აფხაზეთის ა/რ  ოკუპირებული ტერიტორიიდან  იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო  სახის სამუშაოების  განმსაზღვრელი კომისიის მიერ,  ქ. თბილისში 

  1. გლდანის მასივი, მე-2 მ/რ კორპ. 28ბ.  ბმა ,,იმედი’’ (ყოფილი ბაგა/ბაღი) განხორცილედა ძველი ხის ფანჯრების  დემონტაჟი და მეტალოპლასმასის 1 სამფრთიანი და 2 ერფრთიანი ფანჯრის მონტაჟი.
აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის მიერ ქ.გორის მუნიციპალიტეტში დევნილთა გასახლების ობიექტში, განხორციელდა სარემონტო-სამუშაო.

აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის მიერ, ქ.გორის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის შენობაში, ცხინვალის გზატკეცილი N37ა დევნილთა კომპაქტურად განსახლების ადგილას  მცირე სარემონტო სამუშაოების ფარგლებში განხორციელდა წყალსადენი მილგაყვანილობის მოწყობა და დაზიანებული ავზის შეცვლა.