აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

რუსლან აბაშიძე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას შეუდგა

რუსლან აბაშიძეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის რანგში დღეს პირველი სამუშაო დღე აქვს.

დღეს მთავრობის ახალი თავმჯდომარე აპარატის თანამშრომლებს შეხვდა და თავის ხედვებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. აფხაზეთის მთავრობაში რუსლან აბაშიძე  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ წარადგინა.

შეხვედრას ყოფილი მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ რუსლან აბაშიძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად გუშინ დანიშნა.

რუსლან აბაშიძე 1996-2006 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა. 2006-2009 წლებში იყო კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე. 2009-2013 წლებში დაინიშნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ესტონეთის რესპუბლიკაში. 2013-2014 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი. 2019 წლის 4 იანვრიდან 1 მაისამდე იყო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე.

რუსლან აბაშიძე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას შეუდგა

რუსლან აბაშიძეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის რანგში დღეს პირველი სამუშაო დღე აქვს.

დღეს მთავრობის ახალი თავმჯდომარე აპარატის თანამშრომლებს შეხვდა და თავის ხედვებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. აფხაზეთის მთავრობაში რუსლან აბაშიძე  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ წარადგინა.

შეხვედრას ყოფილი მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ რუსლან აბაშიძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად გუშინ დანიშნა.

რუსლან აბაშიძე 1996-2006 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა. 2006-2009 წლებში იყო კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე. 2009-2013 წლებში დაინიშნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ესტონეთის რესპუბლიკაში. 2013-2014 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი. 2019 წლის 4 იანვრიდან 1 მაისამდე იყო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე.

ზუგდიდში მცხოვრებ დევნილებს სააღდგომო ნობათები გადაეცათ

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რეზო ქობალიამ და წარმომადგენლობის თანამშრომლებმა საქველმოქმედო აქცია „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ ფარგლებში ზუგდიდში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ სოციალურად დაუცველ პირებს სააღდგომო ნობათები გადასცეს.

სადღესასწაულო ნობათები გადაეცათ აფხაზეთის ომის I ჯგუფის ინვალიდებს, მრავალშვილიან ოჯახებს, ომის ვეტერანებს, აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომართა ოჯახის წევრებს, შშმ არასწრულწლოვანებსა და 90 წელს გადაცილებულ პირებს.

საქველმოქმედო აქცია „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და ქალაქ თბილისის მერიისა და ადგილობრივი ბიზნეს-ორგანიზაციების მხარდაჭერით თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ყოველწლიურად იმართება.

ვახტანგ ყოლბაიამ და ჯემალ გამახარიამ ვაზიანში მცხოვრებ დევნილებს სააღდგომო ნობათი გადასცეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ საქველმოქმედო აქცია „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ ფარგლებში ვაზიანის დასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ სოციალურად დაუცველ უკიდურესად შეჭირვებულ პირებს აღდგომის დღესასწაული მიულოცეს და სააღდგომო ნობათი გადასცეს.

ღონისძიებაში  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

საქველმოქმედო აქცია „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ ქალაქ თბილისის მერიისა და ადგილობრივი ბიზნეს-ორგანიზაციების მხარდაჭერით ყოველწლიურად იმართება.

აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით აქცია მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით აქცია მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ გაიმართა. აქციის ფარგლებში აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა თბილისში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და სადღესასწაულოდ სხვადასხვა დასახელების სასურსათო პროდუქტი გადასცეს.

სააღდგომო ნობათები გადაეცათ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და ინვალიდებს, 90 წელს გადაცილებულ პირებს, აფხაზეთის ომის I ჯგუფის ინვალიდებს, შშმ არასწრულწლოვანებს, ლეიკემიით დაავადებულ არასრულწლოვნებს, მრავალშვილიან ოჯახებს, ობოლ ბავშვებსა და აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომართა დედებს.

ღონისძიებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტრუქტურების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

აქცია მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და ქალაქ თბილისის მერიისა და ადგილობრივი ბიზნეს-ორგანიზაციების მხარდაჭერით 5 წელია წელიწადში ორჯერ (სააღდგომოდ და საახალწლოდ) იმართება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში პრეზენტაცია გაიმართა

მიმდინარე წლის 25 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში ადამიანური რესურსების მართვის სამმართველომ პრეზენტაცია გამართა თემაზე: ,,პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების მეთოდი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში“.

საპრეზენტაციო თემა მომზადდა საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციებისა და სხვა საჯარო დაწესებულებათა გამოცდილების შესწავლა-ანალიზის საფუძველზე, საჯარო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების, საჯარო სამსახურის სისტემის ფუნქციონირების ეფექტიანობის ამაღლებისა და ხელშეწყობის მიზნით.

აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით აქცია მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით აქცია მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ გაიმართა. აქციის ფარგლებში აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა თბილისში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და სადღესასწაულოდ სხვადასხვა დასახელების სასურსათო პროდუქტი გადასცეს.

სააღდგომო ნობათები გადაეცათ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და ინვალიდებს, 90 წელს გადაცილებულ პირებს, აფხაზეთის ომის I ჯგუფის ინვალიდებს, შშმ არასწრულწლოვანებს, ლეიკემიით დაავადებულ არასრულწლოვნებს, მრავალშვილიან ოჯახებს, ობოლ ბავშვებსა და აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომართა დედებს.

ღონისძიებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტრუქტურების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

აქცია მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და ქალაქ თბილისის მერიისა და ადგილობრივი ბიზნეს-ორგანიზაციების მხარდაჭერით 5 წელია წელიწადში ორჯერ (სააღდგომოდ და საახალწლოდ) იმართება.

ვახტანგ ყოლბაიამ და ჯემალ გამახარიამ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ მეომართა დედებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ საქველმოქმედო აქცია „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ ფარგლებში საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ მეომართა დედებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და სააღდგომო ნობათი გადასცეს.

ღონისძიებას  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე ესწრებოდა.

საქველმოქმედო აქცია „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ ქალაქ თბილისის მერიისა და ადგილობრივი ბიზნეს-ორგანიზაციების მხარდაჭერით ყოველწლიურად იმართება.

თბილისის საჯარო სკოლებში პროექტი „გავიღრმავოთ ცოდნა აფხაზეთის ისტორიის შესახებ“ განახლდა
 

წლეულს, 15 აპრილიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, „აფხაზეთის კულტურულ ფასეულობათა დაცვისა და პოპულარიზაციის პროგრამის“ ფარგლებში, ქ. თბილისის საჯარო სკოლებში აფხაზეთის ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ლექცია-სემინარები განაახლა. საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას უზრუნველყოფს სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახური. პროექტი მიზნად ისახავს ქ. თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის აფხაზეთის ისტორიასა და დღევანდელობაზე ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას. პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეების მონაწილეობით ახალგაზრდული კონფერენცია გაიმართება, ხოლო კონფერენციის მონაწილეები კი აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონებიდან დევნილ თანატოლებთან ერთად საზაფხულო - საველე ბანაკის მუშაობაში ჩაერთვებიან.

წლეულს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ პროექტისთვის - ,,გავიღრმავოთ ცოდნა აფხაზეთის ისტორიის შესახებ“ - ქ. თბილისის №60, №133, №211, №146, №26 საჯარო სკოლები შეარჩია. აღსანიშნავია, რომ გასულ წლებში ეს პროექტი ქ. თბილისის ათ საჯარო სკოლაში განხორციელდა.

მოსწავლეებს ლექციების ციკლს წაუკითხავენ პროფესორ-მასწავლებლები: ბეჟან ხორავა, კახა კვაშილავა (სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი); ზაზა ადეიშვილი, ედიშერ გვენეტაძე (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი); ელიკ აქუბარდია (სოციალურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი); ქეთევან დავითაია (აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლებისა და პროგრამების სამსახურის უფროსი სპეციალისტი); გიორგი პაპაშვილი (გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ცენტრის მეცნიერ - თანამშრომელი).

 

მძლეოსნობაში აფხაზეთის ღია პირველობა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, 2019 წლის 19-20 აპრილს, ქ. თბილისში დ. იოსელიანის სახელობის მძლეოსნობის სასახლეში ჩაატარა აფხაზეთის ღია პირველობას მძლეოსნობაში (პროგრამის სხვადასხვა სახეობაში) დიდებს შორის, ბირთვის კვრაში კი 2001-2004 წ. წ. დაბადებულ ახალგაზრდებს შორის.

აფხაზეთის ღია პირველობა მძლეოსნობაში გაიმართა პირადი პირველობის სახით გოგონებსა და ვაჟებს შორის. შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ საქართველოს რეგიონების მძლეოსნები. თითოეულ სპორტსმენს უფლება ჰქონდა მონაწილეობა მიეღო პროგრამის სხვა სახეობებშიც.

შეჯიბრებას ხელმძღვანელობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური და აფხაზეთის მძლეოსნობის ფედერაცია.
100 მეტრზე სირბილის სახეობაში გოგონებს შორის პირველი ადგილი დაიკავა ნინო გომარელმა, მეორე ადგილი - მარიამ აბრამიშვილმა, მესამე ადგილი - ნატა გრიგორიანმა. ბიჭებს შორის კი პირველი ადგილზე გავიდა ბორის ფაიკიძე, მეორე ადგილზე - ლუკა გულია, ხოლო მესამე ადგილზე - სანდრო ხაჩატურიანი.

300 მეტრზე დისტანციაზე სირბილში პირველი ადგილზე გავიდა ნინო გომარელი, მეორე ადგილზე - ქეთი გოგილაძე, მესამე ადგილზე - ლიკა ხარჩილავა. ბიჭებს შორის 300 მეტრ დისტანციაზე სირბილში პირველი ადგილი დაიკავა ლუკა გულუამ, მეორე ადგილი - სანდრო ხაჩატურიანმა, მესამე ადგილი კი - ვიტალი ბრეჟნევმა.

800 მეტრის დისტანციაზე სირბილში გოგონებს შორის პირველი ადგილი დაიკავა ლიკა ხარჩილავამ, მეორე ადგილი - სოფია ფოცვერიამ, მესამე ადგილი - მარი ფაცაციამ. ბიჭებს შორის პირველ ადგილზე გავიდა ვიტალი ბრეჟნევი, მეორე ადგილზე - დავით დიასამიძე, მესამე ადგილზე - ცოტნე ჯიქური.

შეჯიბრი გაიმართა აგრეთვე ჭოკით ხტომაში. ამ სახეობაში გოგონებს შორის პირველ ადგილი დაიკავა მეგი შონიამ, მეორე ადგილი - ლიზი მაღალაშვილმა, ხოლო მესამე ადგილი - სალომე ინჯგიამ. ბიჭებს შორის პირველ ადგილზე გავიდა საბა სოსელია, მეორე ადგილზე - მიხეილ ცანავა, მესამე ადგილზე - ლაშა ქარქუსაშვილი.

ბირთვის ტყორცნაში გოგონებს შორის პირველი ადგილი დაიკავა ელენე თურმანიძემ, მეორე ადგილი - სალომე ინჯგიამ, მესამე ადგილი - ანი მამაცაშვილმა. ბიჭებს შორის ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: პირველი ადგილი - სერგო აბაშიძე, მეორე ადგილი - რევაზ ქოქოშვილი, მესამე ადგილი - თამაზ მიქელაძე.

სიგრძეზე ხტომაში გოგონებს შორის პირველ ადგილზე გავიდა მეგი შონია, მეორე ადგილზე - თამთა ღვინიანიძე, მესამე აგილზე - ნინო გაზდელიანი. ბიჭებს შორის პირველი ადგილი დაიკავა - ბაჩანა ხორავამ, მეორე ადგილი - მარატი მარკოიძემ, მესამე ადგილი - თემურ პერტახიამ.

გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები თასებით, მედლებითა და დიპლომებით დააჯილოვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის მოადგილემ ბეჟან ქვილითაიამ და აფხაზეთის მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ ხოჭოლავამ.

აფხაზეთის ღია პირველობა მძლეოსნობაში მიზნად ისახავს მძლეოსნობის განვითარებას და პოპულარიზაციას აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაში, მძლეოსნობის მასობრიობას, წარმატებული და პერსპექტიული სპორტსმენების გამოვლენას, აფხაზეთის ნაკრები გუნდის დაკომპლექტებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას.

მიმდინარე წლის 22 აპრილს მორიგი თათბირი გაიმართა.

22 აპრილს ჩატარდა მორიგი თათბირი აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან ბატონ დემურ კეკელიასთან. მოსმენილ და განხილულ იქნა სხვადასხვა საკითხები, როგორც სოციალური, ასევე წვევამდელთა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისა და დევნილთა ჩასახლებებში სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სააღდგომო ღონისძიების ,,ვიზრუნოთ ერთმანეთზე'' ორგანიზებულად ჩატარების საკითხებზე. განაწილდა უმოკლეს პერიოდში შესასრულებელი სხვადასხვა ხასიათის დავალებები.

თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ამირან მაისურაძის სახელობის ტურნირის გამარჯვებულები ცნობილია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, 2019 წლის 19-20-21 აპრილს ქ. თბილისში, საჭიდაო სპორტკომპლექსში ჩაატარა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ამირან მაისურაძის სახელობის ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში 2005-2007 წ. წ. დაბადებულ სპორტსმენთა შორის.

ტურნირი აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და აფხაზეთის ჭიდაობის ფედერაციის ხელშეწყობით, ფილას საერთაშორისო წესების შესაბამისად, პირადი პირველობის სახით გაიმართა. შეჯიბრებაში საქართველოს რეგიონების 200-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა.

ტურნირის შედეგების მიხედვით აფხაზეთიდან დევნილ სპორტსმენთა შორის საპრიზო ადგილები დაიკავეს: პირველი ადგილი - ილო ზუბიაშვილი (48 კგ. წონით კატეგორია); მეორე ადგილი - ლუკა ზაქარაია (41 კგ. წონით კატეგორია); მესამე ადგილი - ანრიკა რეჭია (29 კგ. წონით კატეგორია); 68 კგ. წონით კატეგორიაში მეორე ადგილი დაიკავა ალექსი თოდუამ; 85 კგ წონით კატეგორიაში მეორე ადგილზე გავიდა მათე ანთია, ხოლო მესამე ადგილზე - დათო ქარდავა; აგრეთვე 75 კგ. წონით კატეგორიაში მესამე ადგილს დაეუფლა გიორგი ყავლაშვილი.

საპრიზო ადგილზე გასული ყველა სპორტსმენი დაჯილდოვდა შესაბამისი კატეგორიის დიპლომით, მედლითა და თასით. აგრეთვე სახელობითი თასები გადაეცა მსაჯთა კოლეგიის მიერ შერჩეულ სპორტსმენებს: იური ომანაძის სახელობის თასი 32 კგ. კატეგორიაში - გიორგი ნურიაშვილს; თენგო ბენდელიანის სახელობის თასი 41 კგ. კატეგორიაში - ლუკა ზაქარაიას; არმაზ შენგელიას სახელობის თასი 68 კგ. კატეგორიაში - თემურ ქოჩქიანს; გენო ადამიას სახელობის თასი 48 კგ. კატეგორიაში - ილო ზუბიაშვილს.

ტურნირის მსაჯთა კოლეგიას ხელმძღვანელობდა საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი რუსლან დარსანია.

გამარჯვებულებს შესაბამისი ჯილდოები გადასცეს ტურნირის საპატიო სტუმრებმა და მასპინძელი ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა, რომელთა შორის იყვნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ვიტალი ბენდელიანი, აფხაზეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ყურაშვილი, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გენერალური დირექტორი გიორგი კიკაბიძე და სხვა.

მანანა ქვაჩახიამ აფხაზეთიდან დევნილი მხცოვანი პედაგოგი ციალა ბაკურაძე-დავითაია მოინახულა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ იმერეთში აფხაზეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან ზაზა ჩაჩავასთან ერთად ქ. ქუთაისში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მხცოვანი პედაგოგი ციალა ბაკურაძე-დავითაია მოინახულა. სტუმრებმა პედაგოგს ხანგრძლივი ნაყოფიერი საქმიანობისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საპატიო სიგელი გადასცეს, დიდ ხანს სიცოცხლე უსურვეს და ყვავილები მიართვეს. ციალა ბაკურაძე-დავითაიამ მადლობა გადაუხადა მათ და მის მიერ განვლილ გზაზე უამბო. 

ციალა ბაკურაძე-დავითაია დაიბადა 1936 წლის 1 მარტს ამბროლაურის რაიონის, სოფელ ზნაკვაში, სადაც ბავშვობის წლები გაატარა. 1954 წელს დაამთავრა ქ. სოხუმის ქალთა პირველი საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა აფხაზეთის გორკის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც 1960 წელს წარჩინებით დაამთავრა.


ციალა ბაკურაძე-დავითაია 1960 წელს გიორგი (ჟორა) დავითაიასთან დაქორწინდა და მალე მუშაობა დაიწყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად გულირიფშის შ. რუსთაველის სახელობის საშუალო სკოლაში, სადაც 1993 წლამდე, აფხაზეთის ტრაგიკულ მოვლენებამდე მუშაობდა. ომმა სხვებთან ერთად ისიც იძულებით დააშორა საყვარელ სახლ-კარს და მას მერე შინ დაბრუნების იმედით ქ. ქუთაისში ცხოვრობს.

მიმდინარე წლის 18 აპრილს, ქ. ბორჯომის და ქ.კასპის მუნიციპალიტეტეტბში გასვლითი შეხვედრა გაიმართა.

მიმდინარე წლის 18 აპრილს ქ. ბორჯომის და  ქ. კასპის მუნისციპალიტეტში, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონალური მართვის და წვევამდელთა აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზიაციის სამსახურების ერთობლივი გასვლითი შეხვედრები გაიმართა. შეხვედრა ატარებდა საინფორმაციო და წვევამდელთა დაუწყების ხასიათს.

2019 წლის 19 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა. სხდომას ესწრებოდნენ სამინისტროების და უწყებების ხელმძღვანელები,მათ შორის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი მურმან ფარფალია.სხდომაზე განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილება და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი.