მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძის გადაწყვეტილებით მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე I ჯგუფის დევნილი ვეტერანები 500-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებენ

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ჯინჭარაძის გადაწყვეტილებით, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე I ჯგუფის ვეტერანებს 500-ლარიანი ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწევათ.

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

გიორგი ჯინჭარაძემ ვეტერანებს სამშობლოს წინაშე გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და აფხაზეთის მთავრობის იმ პროგრამებზე ისაუბრა, რომლებიც აფხაზეთიდან დევნილი ვეტერანებისთვის ხორციელდება.

ღონისძიებას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე, აფხაზეთის მეომართა კავშირის მეთაურთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან ქეცბაია, აფხაზეთის მთავრობის წევრები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის და აფხაზეთის მეომართა კავშირის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვეტერანების დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთიდან დევნილ ვეტერანებს აფხაზეთის მთავრობისგან ერთჯერადი დახმარება ყოველწლიურად გადაეცემათ.