ცხელი ხაზი 143
აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით, აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო თბილისში, სამხედრო ჰოსპიტალის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში (წულაძის ქ №32 ) სამედიცინო პროფილაქტიკურ გასინჯვებს ატარებს. შპს ,,აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა თბილისის პოლიკლინიკისა" და ქალთა კონსულტაციის სხვადასხვა სპეციალობის მაღალკვალიფიცირებული ექიმები, სამედიცინო გამოკვლევებს მთელი დღის განმავლობაში ჩაატარებენ. აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, აღნიშნულ ობიექტზე 85 ბენეფიციარია. აფხაზეთის მთავრობა მსგავს სამედიცინო გამოკვლევებს მომავალშიც განახორციელებს.