მთავრობის აპარატი

აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს კინოთეატრმა ,,საქართველომ " უმასპინძლა. 130- მდე  დევნილი მოზარდი სათავგადასავლო ფილმის ,, ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები" II ნაწილის უფასო კინოჩვენებას დაესწრო. ბავშვებმა მათთვის საინტერესო და კარგად ნაცნობი  გმირების ახალ თავგადასავლები იხილეს.
წლის  განმავლობაში აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და კინოთეატრ ,,საქართველოს''  თანამშრომლობით 1000-მდე დევნილი მოზარდი არაერთ საპრემიერო კინოჩვენებას  დაესწრო.