აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი იწყებენ ნაშრომების მიღებას შავი ზღვის დაცვის დღისადმი მიძღვნილი სტუდენტური კონფერენციის ფარგლებში. კონფერენცია მიზნად ისახავს სტუდენტების ცნობიერების დონის ამაღლებას შავი ზღვის ეკოსისტემისა და ბიომრავალფეროვნების მდგრად განვითარებაზე, მათ ხელისშემშლელ ფაქტორებსა და მართვის გზებზე.
სტუდენტურ კონფერენციაში „შავი ზღვა და ბიომრავალფეროვნება“ მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობით დაინტერესებულ სტუდენტებს.
კონფერენციის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ წარადგინონ ნამუშევრები შემდეგ საკითხებზე:
ნამუშევრების წარდგენის წესი:
ნაშრომისა და პრეზენტაციის ელექტრონული ვერსიები გამოგზავნილი უნდა იყოს Word და Power Point Presentation დოკუმენტების სახით, 27 ოქტომბრის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: mariamgabunia.afsm@gmail.com სათაურის ველში მითითებული უნდა იყოს „სტუდენტური კონფერენცია“.
პრეზენტაციის დრო არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს (კითხვა-პასუხის სესიის ჩათვლით). მოხსენება უნდა იყოს წარდგენილი ინდივიდუალურად. პრეზენტაციისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს შერჩეული საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრისათვის აუცილებელ რესურსებსა და შესაძლებლობებს.
მონაწილეების ნამუშევრებსა და პრეზენტაციას, წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების საფუძველზე შეაფასებს სპეციალურად დაკომპლექტებული კომისია. შედეგად, კომისია გამოავლენს გამარჯვებულებს (სამი საპრიზო ადგილი). გამარჯვებულ სტუდენტებს გადაეცემათ პრიზები. ყველა მომხსენებელი მიიღებს კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატს.
კონფერენცია გაიმართება ქალაქ თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირი №32–ში.
სტუდენტური კონფერენციის შესახებ საკონტაქტო პირია: მარიამ გაბუნია 597877957.