მთავარი/სამინისტრო/ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მინი-ფეხბურთის ტურნირის გამარჯვებული გახდა

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით და აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, სპორტულ ცენტრ „იმედში“, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებს შორის, ტურნირი მინი-ფეხბურთში გაიმართა. შეჯიბრებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების თანამშრომლებისგან შემდგარი გუნდები მონაწილეობდნენ. პირველი ადგილი აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გუნდმა დაიკავა, ხოლო მეორე ადგილზე აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს გუნდი გავიდა - გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული მონაწილეები.

გამარჯვებულს და პრიზიორებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ და აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ელისო გვასალიამ თასები, მედლები და დიპლომები გადასცეს.

საფეხბურთო ტურნირი აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ქვეპროგრამა „აფხაზეთის სპორტული ტურნირების“ ფარგლებში გაიმართა.