მთავარი/სამინისტრო/ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განცხადება

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ სსიპ − დევნილთა საარსებო წყაროების მხარდამჭერი პროექტებისა და პროგრამების სააგენტოს შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში ასახულ დარღვევა-ნაკლოვანებებთან დაკავშირებით, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო განმარტავს, რომ: სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლენილი ხარვეზების დიდი ნაწილის შესახებ რეაგირება სამინისტროს მხრიდან განხორციელდა ჯერ კიდევ ზემოხსენებული აუდიტის ანგარიშის დამტკიცებამდე და გამოქვეყნებამდე.

გარდა ამისა, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პროკურატურაში აღძრულია საქმე სსიპ ,,პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს“ უფროსის ი. დ.-ს მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის“ 182-ე, სსკ-ის 362-ე, სსკ-ის 194-ე,  სსკ-ის 180-ე, სსკ-ის 210-ე მუხლების სავარაუდო დარღვევის ფაქტზე.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გამოძიების დასრულებამდე, მიზანშეუწონლად მიგვაჩნია რაიმე სახის დამატებითი განმარტების გაკეთება, რათა არ დაზიანდეს გამოძიების ინტერესები. თავის მხრივ, სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობდა და თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებებთან, აწვდის უწყებების წარმომადგენლებს სათანადო ინფორმაციას და დოკუმენტაციას, რათა მოხდეს საკითხის სრულყოფილად შესწავლა და საქმეზე სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება.