მთავარი/სამინისტრო/ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ლევან ჩაკვეტაძე უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

“30 აგვისტო უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეა, როდესაც ჩვენ პატივს მივაგებთ 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად 2000-ზე მეტ უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირს.

ჩვენ ვცდილობთ, დაკარგულთა ოჯახებისადმი გამოვხატოთ გულწრფელი თანაგრძნობა და მხარდაჭერა, მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ მათი ოჯახის წევრები არ არიან დავიწყებული და აქტიურად ვართ ჩართული უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ადგილსამყოფლის დადგენის პროცესში“, - განაცხადა ლევან ჩაკვეტაძემ.