აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სამინისტროს პროგრამებში ჩართულ ბავშვებს და მათ მშობლებს შეხვდა.
ღონისძიებაზე შეხვედრის მონაწილეებმა ბავშვთა საჭიროებები განიხილეს. ასევე, საუბარი შეეხო სამინისტროში მოქმედ მიმდინარე წლის პროგრამებს.
შეხვედრის ფარგლებში ლევან ჩაკვეტაძემ სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ბავშვებს სხვადასხვა სასაჩუქრე ნაკრები გადასცა.
მადლობა თითოეულ კომპანიას მხარდაჭერისა და გამოჩენილი გულისხმიერებისთვის!
21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით ერთიანდება.