აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ლაშა ქარდავამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ნინო ნიჟარაძესთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
“აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან კარგი და საქმიანი შეხვედრა შედგა. მნიშვნელოვანია სამინისტროებს შორის აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობდეს, რათა ერთობლივი ძალისხმევით გადაიჭრას დევნილ საზოგადოებაში ჯანდაცვითი და სოციალური მიმართულებით არსებული გამოწვევები-განაცხადა ლაშა ქარდავამ”.
შეხვედრაზე მხარეებმა ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით არსებულ პროექტებზე იმსჯელეს და პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების საკითხებზე შეთანხმდნენ.
საუბარი შეეხო მიმდინარე და დაგეგმილ პროგრამებს და ამ მიმართულებით, გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.
მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო აქტიური თანამშრომლობის და მუდმივი კომუნიკაციის აუცილებლობაზე.