აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, სენაკში, ხობსა და აბაშაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას სენაკის სამედიცინო ცენტრ “დიომედში” მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდა.
100-ზე მეტ ბენეფიციარს 10-მდე სხვადასხვა პროფილის, თბილისის წამყვანი კლინიკების, მაღალკვალიფიციური ექიმ სპეციალისტის კონსულტაცია და სხვადასხვა დიაგნოსტიკური კვლევები უფასოდ ჩაუტარდა, ასევე ექიმის დანიშნულების შესაბამისად საჭირო მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცა.
ღონისძიების ფარგლებში ხობსა და აბაშაში მცხოვრები აფხაზეთიდან დროებით დევნილი ბენეფიციარების ტრანსპორტირება ადგილობრივმა მუნიციპილატიტეტებმა უზრუნველყო.
აქციის მიმდინარეობას აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა, სამედიცინო ცენტრ “დიომედის” გენერალური დირექტორი ნათია ფარცვანია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნანა ზარანდია, სამინისტროსა და აფხაზეთის მთავრობის აპარატის წარმომადგენლები და სამედიცინო ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ.