მთავარი/სამინისტრო/ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ლევან მგალობლიშვილის გადაწყვეტილებით, აფხაზეთიდან დროებით დევნილ 1500-მდე პირს საახალწლო ნობათი გადაეცა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ლაშა ქარდავამ აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად აფხაზეთიდან დროებით დევნილებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ნობათები გადასცა.
“აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოს მასშტაბით აფხაზეთიდან დროებით 1500-მდე დევნილ ოჯახს საახალწლო ნობათი დაურიგდა. მნიშვნელოვანია ჩვენი დროებით დევნილი საზოგადოების მხარდაჭერა, რასაც ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე მაქსიმალურად ვუზრუნველვყოფთ. ასევე, დროებით დევნილ მოსახლეობას გადავეცი საინფორმაციო ბუკლეტები, სადაც დეტალურად არის მოცემული ინფორმაცია იმ პროგრამებისა და პროექტების შესახებ, რომელსაც აფხაზეთის მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო 2025 წელს განახორციელებს”-განცხადა ლაშა ქარდავამ.
ბროშურაში 2025 წლის პროექტებთან და პროგრამებთაბ ერთად მოცემულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცხელი ხაზის ნომერი 143, რომელზე დარეკვით დევნილი მოქალაქეები მათთვის საჭირო კითხვებზე სწრაფ და სრულყოფილ ინფორმაციას მიიღებენ.