აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ჩაფიძის გულის ცენტრში დროებით დევნილ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
ყურადღება გამახვილდა ქრონიკული სისხლის მიმოქცევის დაავადების მქონე პაციენტებზე, რომლებსაც სრული კარდიოლოგიური გამოკვლევა ჩაუტარდათ.
მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე სამინისტროს ორგანიზებით აფხაზეთიდან დროებით დევნილებისთვის აქტიურად გაგრძელდება მსგავსი აქციები.
ღონისძიების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა, პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა დუნდუა და სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.