მთავარი/სამინისტრო/ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროსა და ღუდუშაურის კლინიკა Gudushauri Clinic-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
აფხაზეთიდან დროებით დევნილ და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ორსულებს ღუდუშაურის სამედიცინო ცენტრში პირველი კონსულტაცია უფასოდ გაეწევათ. ასევე ბენეფიციარები "მშობელთა სკოლაში" უფასოდ ჩაერთვებიან.
აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და აკადემიკოს ოთარ ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ლაშა ქარდავამ და სამედიცინო ცენტრის გენერალურმა დირექტორმა მარინა გელანტიამ მოაწერეს.
ღონისძიების ფარგლებში მინისტრი სამედიცინო პერსონალს პირადად შეხვდა და მათ სამუშაო პროცესს გაეცნო.