![](https://abkhazia.gov.ge/uploads/news/15468704881978458315.jpeg)
5 მაისს,ახალციხეში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის “იმედის კლინიკაში” უფასო სამედიცინო გასინჯვები ჩატარდება,
სამედიცინო ჯგუფის შემადგენლობაში იქნებიანოჯახის ექიმი,
პედიატრი,
კარდიოლოგი,
ნევროლოგი,
ენდოკრინოლოგი,
ქირურგი,
უროლოგი,
ოფთალმოლოგი,
ოტორინოლარინგოლოგი,
დერმატოლოგი,
ექიმი-რადიოლოგი.
საჭიროების შესაბამისად გაკეთდება ულტრასონოსკოპიური გამოკვლევა (მუცლის ღრუს, ფარისებრი ჯირკვლის), ელექტროკარდიოგრაფია, ლაბორატორიული კვლევა (შაქრის განსაზღვრა სისხლში),C ჰეპატიტის სკრინინგი.
ექიმების დანიშნულების მიხედვით გაიცემა მედიკამენტები უფასოდ.