აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე ენგურის ხიდზე იმყოფებოდნენ, სადაც ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკის სამედიცინო პერსონალს შეხვდნენ და ადგილზე გაეცნენ იქ არსებულ ვითარებას.
კორონავირუსის პრევენციის მიზნით მდინარე ენგურის ცენტრალურ ხიდთან დევნილთა პოლიკლინიკის სამედიცინო პერსონალი ორ კვირაზე მეტია 24-საათიან რეჟიმში მორიგეობს და ყველა მოქალაქეს ახალ კორონავირუსზე (COVID-19) შემოწმებას უტარებს.