მთავარი/სამინისტრო/ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ბორჯომში აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, "მიზნობრივი საჯარო სკოლების მოსწავლეთა მრავალპროფილური სკრინინგული კვლევის პროგრამის“ ფარგლებში, ბორჯომში აფხაზეთის 22-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.

პროგრამის მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სამედიცინო აქციაში თბილისის წამყვანი კლინიკების და აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებების ექიმ-სპეციალისტები მონაწილეობდნენ. მოსწავლეებს სხვადასხვა პროფილის სამედიცინო შემოწმება და ექოსკოპიური გამოკვლევა (ენდოკრინულ დაავადებათა სკრინინგი, ტანდეგობის დარღვევის გამოვლენა, პირის ღრუს დაავადებათა და მხედველობის 
დაავადებათა სკრინინგი) ჩაუტარდათ.
 
აქციის ფარგლებში, პროგრამის ბენეფიციარებს ჩაუტარდათ ნებაყოფლობითი, COVID-19-ის ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტირება. დადებითი პასუხის მქონე პაციენტებზე ბინაზე მართვის პროტოკოლით გათვალისწინებული მედიკამენტების ნაკრები გაიცა. ღონისძიების ფარგლებში, ასევე, მოსწავლეებს პირველადი მოხმარების ჰიგიენური საშუალებები გადაეცათ.

სამედიცინო აქცია ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების გათვალისწინებით, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და შესაბამისი რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობდა.