აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე რუხის სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარე იმუნიზაციის პროცესს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუველყოფის სააგენტოს დირექტორ ბესარიონ სიმონიშვილთან და ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ჰოლდინგის ხარისხის მიმართულების ხელმძღვანელ გვანცა გასვიანთან ერთად გაეცნო.
რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლებს შესაძლებლობა აქვთ, ვაქცინაცია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ქვეყანაში არსებული ოთხივე ვაქცინით ჩაიტარონ.
პანდემიის წინააღმდეგ გლობალური ბრძოლის პროცესში ვაქცინაცია უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია და ვირუსის საბოლოოდ დასამარცხებლად აუცილებელია, ყველამ ჩაიტაროს აცრა.