მთავარი/სამინისტრო/ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ლევან ჩაკვეტაძე ავიცრათ ერთმანეთისთვის კამპანიის ფარგლებში, ქუთაისში დევნილთა ვაქცინაციის პროცესს დაესწრო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა საქართველოს მასშტაბით დევნილი მოსახლეობის ჩართვას კამპანიაში - „ავიცრათ ერთმანეთისთვის“ აქტიურად აგრძელებს.
 
ვაქცინაციის მსურველები ამჯერად ქუთაისში მათთვის სასურველი ვაქცინით აიცრნენ. იმუნიზაციის პროცესში მათ საინფორმაციო ბუკლეტები და პირბადეები გადაეცათ.
 
აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე ადგილობრივი დევნილების აცრის პროცესს ქუთაისის მერთან, იოსებ ხახალეიშვილთან ერთად გაეცნო.
 
დევნილი საზოგადოების ვაქცინაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ჩართულობით ხორციელდება.