აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მოქმედი მრავალპროფილური სკრინინგული კვლევის პროგრამის ფარგლებში ზემო სვანეთის რეგიონში არსებულ ხანდაზმულთა სათემო ცენტრის - „ჩემი მორდუს” ბენეფიციარებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
აღნიშნული აქციის ფარგლებში მაღალკვალიფიციური ექიმ-სპეციალისტების მიერ განხორციელდა ცენტრის ბენეფიციართა სამედიცინო მომსახურება და
დანიშნულების შესაბამისად გაიცა საჭირო მედიკამენტები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მხარს უჭერს ხანდაზმულთა სათემო ცენტრის - „ჩემი მორდუს“ ამუშავებას, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია მარტოხელა ხანდაზმულებზე ზრუნვისა და მათთვის სოციალური სერვისების მიწოდების თვალსაზრისით.