- მთავრობის აპარატი
- განათლებისა და კულტურის სამინისტრო
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
- წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში
ა(ა)იპ აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებთან კოორდინაციის სააგენტო
ტელეფონი: +995 577 09 25 51
ელ.ფოსტა: acmi.abkhazia@gmail.com
მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი №16, სართული 6, 0186, თბილისი, საქართველო
2024 წლის პროგრამები
1. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირთა საკონსულტაციო-სადიაგნოსტიკო მომსახურების ანაზღაურების პროგრამა:
მიზანი - ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირთა სამედიცინო მომსახურების (ექიმის კონსულტაცია და ამბულატორიული კვლევები) დაფინანსების უზრუნველყოფა შესაბამისი ლიმიტის ფარგლებში.
მოსარგებლე - პროგრამით ისარგებლებენ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირები.
2. სარიტუალო მომსახურების ანაზღაურების პროგრამა:
მიზანი-საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გარდაცვლილ ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეთა სარიტუალო მომსახურება და ტრანსპორტირება ენგურის ხიდამდე (რუხი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი).
მოსარგებლე-პროგრამით ისარგებლებენ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირები.
3. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები, მოქალაქეობის არმქონე პირთა სარეაბილიტაციო მომსახურება:
მიზანი - ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები, მოქალაქეობის არმქონე პირების სარეაბილიტაციო მკურნალობის ანაზღაურებას, რომელიც არ ფინანსდება რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამით.
მოსარგებლე-პროგრამით ისარგებლებენ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირები.
4. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირთა რეფერალური მომსახურება:
მიზანი - რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე ბენეფიციარებისთვის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში. განსაკუთრებით მძიმე პაციენტთა ტრანსპორტირება ენგურის ხიდამდე.
მოსარგებლე - პროგრამით ისარგებლებენ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირები.