იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო
ახალი ამბები
დღეს, საქართველოს ეროვნული გმირის, მამია ალასანიას დაბადების დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ ბელა კოპალიანმა, მოადგილეებმა - დავით გვაძაბიამ და დემურ კეკელიამ, მინისტრის აპარატის თანამშრომლებთან ერთად ნარიყალას ეკლესიის ეზოში მამია ალასანიას ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი საფლავი ყვავილებით შეამკეს.
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედ საზოგადოებრივი გაერთიანების „ქართველი ვეტერანების ამერიკელი მეგობრების“ პრეზინდეტს ნიკოლოზ ქარჩავას შეხვდა.
შეხვედრაში, ასევე მონაწილეობნენ მინისტრის პირველი მოადგილე ბელა კოპალიანი, მინისტრის აპარატის იუსტიციის დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი ავთანდილ ხაზალია, მინისტრის აპარატის სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და პროექტების მართვის სამმართველოს უფროსი სალომე დოლიძე და კონფლიქტოლოგი, სამშვიდობო განათლების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან გერაძე.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მონაწილეებმა ისაუბრეს მათ საქმიანობაზე, მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე, ასევე განიხილეს შემდგომი თანამშრომლობის საკითხები.
შეხვედრის ბოლოს, ნიკოლოზ ქარჩავამ დავით ფაცაციას განსაკუთრებული თანადგომისათვის საპატიო სიგელი გადასცა.
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს ინიციატივითა და ორგანიზებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლები.
მონაწილეებმა განიხილეს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების მდგომარეობა, ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის შესაძლო გზებზე.
შეხვედრის დასასრულს, მონაწილეების მიერ დაიგეგმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ერთობლივად განსახორციელებელი ღონისძიებები.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მომხდარ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით და ვუთანაგრძნობ დაღუპულთა ოჯახის წევრებს.
საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებული თავისუფალი გადაადგილების უფლების უკანონო შეზღუდვის შედეგად, საქართველოს ოთხი მოქალაქე დაიღუპა, რომლებიც უკანონო დაკავების თავიდან აცილების მიზნით, ენგურის გავლით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ცდილობდნენ გადმოსვლას. აღნიშნული შემზარავი ტრაგედია წარმოაჩენს რუსეთის ფედერაციის ძალადობრივ პოლიტიკას, რომელიც წლებია გრძელდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ჩვენი არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს პერიოდში, ოკუპაციით გამოწვეულ, მსგავს არაჰუმანურ ქმედებებზე აუცილებლად დადგება საოკუპაციო რეჟიმის პასუხიმგებლობის საკითხი.“ - განაცხადა დავით ფაცაციამ.
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა - დავით ფაცაციამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მინისტრის აპარატის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
ანგარიში ეხებოდა მინისტრის აპარატის მიერ ერთი წლის განმავლობაში გაწეულ საქმიანობას, ასევე წარდგენილი იყო მინისტრის აპარატის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდასთან დაკავშირებული ხედვები, მიმდინარე რეფორმები და დაგეგმილი პროექტები.
მოხსენების დასრულების შემდეგ, დავით ფაცაციამ დეპუტატების კითხვებს უპასუხა.