ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით გვაძაბია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგ სხდომას დაესწრო.
სხდომაზე, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის 2018 წლის შედეგები განიხილეს. ასევე, ინფორმაცია მიიღეს საქართველოს ეროვნული გმირის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის ჟიული შარტავას დაბადებიდან 75 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებათა პროგრამის შესახებ.
მთავრობის წევრებმა ცვლილებები შეიტანეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ" და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 7 აგვისტოს №34 დადგენილებაში „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ"