აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა გენო ადამიას ხსოვნას პატივი მიაგეს

8 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ-მაიორ გენო ადამიას დაბადების დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა, აფხაზეთის მთავრობისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გენო ადამიას საფლავი ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

დღესვე, ანზორ მარგიანმა და აფხაზეთის მეომართა კავშირის წარმომადგენლებმა, გმირთა მოედანზე, გენერალ-მაიორ გენო ადამიას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს.