აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

კონკურსები

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრი

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრი საქართველოს მწერალთა ეროვნული კავშირის, ჟურნალისტთა კავშირისა და აფხაზეთის სამთავრობო სტრუქტურების მხარდაჭერით, სოხუმის სახელმწიფო და წმ. თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტების და საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის მონაწილეობით აცხადებს დათა გულუას ხსოვნისადმი მიძღვნილ პოეზიის II კონკურსს „სიჭაბუკე და ლექსი ერთია“.

კონკურსზე დაიშვებიან 15-35 წლის მოქალაქეები. ქართულ ენაზე გამოუქვეყნებელი ლექსის (არაუმეტეს სამისა, ვორდის ფორმატში) წარმოდგენის ვადაა 2019 წლის 15 სექტემბერი.

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ფულადი პრემიებითა და პრიზებით.

საკონტაქტო ტელეფონებია: 2315130, 599105335.
ელ. ფოსტა: sulierebadakultura@gmail.com

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრი
დათა გულუას სახელობის II კონკურსის „სიჭაბუკე და ლექსი ერთია“
დებულება

  1. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია 15-დან - 35 წლამდე ასაკის საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს;
  2. კონკურსის მიზანია ახალგაზრდა ავტორთა შემოქმედების წარმოჩენა - პოპულარიზაცია ;
  3. კონკურსის მონაწილემ ლექსები უნდა წარმოადგინოს ქართულ ენაზე გამოცხადებიდან (2019 წლის 21 თებერვალი) 15 სექტემბრამდე;
  4.  თითოეულ კონკურსანტს შეუძლია წარმოადგინოს გამოუქვეყნებელი (ლექსი, რომლითაც სხვა კონკურსში არ მიუღია მონაწილეობა) არაუმეტეს 3 ლექსისა (თემატიკა განუსაზღვრელია);
  5. საკონკურსოდ აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის საორგანიზაციო კომიტეტში (მისამართზე: თბილისი, შავიშვილის ქ. #21, მე-2 სართული, საკონტაქტო ტელეფონი 032 231 51 30, ელ.ფოსტა: sulierebadakultura@gmail.com) უნდა გამოიგზავნოს ნაწარმოები (ვორდის ფორმატში), რომელზედაც მითითებული იქნება მხოლოდ ავტორის ფსევდონიმი. ცალკე კონვერტით კი იმავე ფსევდონიმით - ავტორის მოკლე ბიოგრაფია, 2 ფოტოსურათი 4x6, მისამართი, ელ.ფოსტა და ტელეფონი. 
  6. კონკურსის ჟიური (ცნობილი მწერლები) გამარჯვებულებს გამოავლენს 2019 წლის 15 ოქტომბერს. 
  7. კონკურსი დახურულია და გამარჯვებულის ვინაობას საორგანიზაციო კომიტეტი ასაჯაროებს მხოლოდ ჟიურის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; 
  8. გამარჯვებულთათვის დაწესებულია აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის პრემია - ლაურეატის წოდება და ფულადი ჯილდო;
  9. ცენტრის საპრემიო ფონდი შეადგენს 2000.00 ( ორი ათას) ლარს;
    პრემიები (დაქვითვის გარეშე) გაიცემა 5 გამარჯვებულზე:
    პირველი პრემია — 500 ლარი; 
    მეორე პრემია — 350 ლარი;
    მესამე პრემია — 250 ლარი;
    მეოთხე - 200 ლარი;
    მეხუთე „საუკეთესო ნორჩი პოეტი“ – 200 ლ.
  10. ცენტრის გარდა, დათა გულუასადმი მიძღვნილი ლექსისთვის ჯილდოს აწესებს დათა გულუას ოჯახი;
  11. წამახალისებელი სპეციალური პრიზები დაწესებულია საქართველოს მწერალთა ეროვნული კავშირის (პატრიოტულ თემატიკაზე), საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის, საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, წმ. თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის, აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის, „კონკორდ“ ჯგუფის მიერ;
  12. კონკურსზე წარმოდგენილ ლექსებს აფასებს ჟიური. შეფასებები არ ქვეყნდება და კონკურსის მონაწილეებს არ ეგზავნებათ.
  13. კონკურსში გამარჯვებული ავტორი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს საორგანიზაციო კომიტეტის მიერ დაგეგმილ საჯარო ღონისძიებებში: 15 ნოემბერს - თბილისში, 17 ნოემბერს - ჰერეთში; 
  14. საჯარო ღონისძიებებში მონაწილე ავტორები ვალდებული არიან საკუთარ ლექსთან ერთად წაიკითხონ გალაკტიონის ერთ-ერთი ლექსი (პოეტის გარდაცვალების 60 წლისთავის აღსანიშნავად). მათგან 2 დაჯილდოვდება სპეციალური პრიზით „მაყურებლის რჩეული“;
  15. კონკურსში გამარჯვებული ნაწარმოებები გამოქვეყნდება აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის საინფორმაციო ბიულეტენში და სხვა ბეჭდვით ორგანოებში.