აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი
  • დავით ფაცაცია
  • (+995 32) 231 32 28
  • dpatsatsia@abkhazia.gov.ge
  • ვაჟა-ფშაველას გამზირი 16, მე-7 სართული, 0160, თბილისი, საქართველო

დაბადების თარიღი: 2 იანვარი, 1983

დაბადების ადგილი: სოხუმი, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ;

 

განათლება:

2014-2022 - ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორანტი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი.

2004-2007 - ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი.

2000-2004 - ეკონომიკის ბაკალავრი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, ეკონომიკის ფაკულტეტი.

2000-2005 - საერთაშორისო ურთიერთობები, თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი „აჭარა“, იურიდიული ფაკულტეტი.

1999 - ტექნიკური თანამშრომლობის კურსი, ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტი (George Mason University), ვაშინგტონი, აშშ.

 

პროფესიული გამოცდილება:

2022-დღემდე - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო, მინისტრი.

2022-დღემდე - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, მოწვეული ლექტორი.

2021-2022 - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტრო, მინისტრი.

2019-2021 - იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი, მინისტრი.

2019 - ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი, მინისტრი.

2011-2017 - შპს - „ავიატორი“, კომერციული დირექტორი.

2005-2009  - ფონდი „აფხაზეთის მომავალი“, პროექტების მენეჯერი.

2006 - საერთაშორისო ახალგაზრდული ორგანიზაცია „AIESEC Georgia“,  დამფუძნებელი, ვიცე - პრეზიდენტი.

2005 - ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“, პროგრამა - ევროპის სამეზობლო პოლიტიკა (ENP Georgia), კონფლიქტების ჯგუფის ხელმძღვანელი.

2001-2004 - აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და აშშ-ის განათლებისა და განვითარების აკადემიის (AED) პროგრამა - „ახალგაზრდა ლიდერები მშვიდობისა და განვითარებისათვის სამხრეთ კავკასიაში“, ტრენერ-კოორდინატორი.

 

უცხო ენები: ინგლისური, რუსული, უკრაინული.

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.