აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

ტელეფონი: 143 (ზარი უფასოა), (+995) 551 08 09 84

ელ.ფოსტა: contactus@mhsa.gov.ge

მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი №16, სართული 6, 0186, თბილისი, საქართველო

 

2026 წლის პროგრამები

ამბულატორიული დახმარების პროგრამა

აღწერა - პროგრამა ხორციელდება  ქვეპროგრამების სახით (10 ქვეპროგრამა). ბენეფიციარისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ეპიზოდი ფინანსდება თანადაფინანსების/დაფინანსების  გზით დამტკიცებული ლიმიტის ფარგლებში.

მოსარგებლე - ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილი პირი.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსებისას უპირატესობა ენიჭება შემდეგ კატეგორიებს (პრიორიტეტული ჯგუფი):

  • სოციალურად დაუცველი პირი;
  • შშმ სტატუსის მქონე პირი;
  • 18 წლამდე ასაკის პირი;
  • ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები პირი;
  • ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი;
  • პენსიონერი;
  • მარჩენალდაკარგული სტატუსის მქონე პირი, მათ შორის ომში დაღუპული ოჯახის წევრი;
  • მრავალშვილიანი ( ოთხი შვილი და მეტი) მშობელი;
  • მარტოხელა მშობელი.

პროგრამით სარგებლობისათვის ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილმა/მისი ნდობით აღჭურვილმა პირმა/კერძო (საჯარო) დაწესებულებამ  უნდა მიმართოს სამინისტროს და წარმოადგინოს   შესაბამისი დოკუმენტაცია (მათ შორის ელექტრონული ფორმით):

  • განცხადება;
  • ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა - ფორმა №IV-100/ა, (დედანი) რომლის ვადაც გაცემიდან სამინისტროში წარმოდგენამდე არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს;
  • სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფინანსური დოკუმენტაცია (ანგარიშ-ფატურა ან/და კალკულაცია დედანი) ასანაზღაურებელი თანხის მითითებით;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);
  • 18 წლამდე ბენეფიციარებისთვის: დაბადების მოწმობა, მშობლის ან მეურვის პირადობის მოწმობა, (ასლი);
  • იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის დევნილის ბარათის ასლი  ან შესაბამისი უწყების მიერ გაცემული ცნობა-დედანი);
  • პრიორიტეტულ ჯგუფებს მიკუთვნებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);
  • ასევე, შესაძლებელია წარმოდგენილ იქნას დამატებით სხვა დოკუმენტ(ებ)ი ( ყველა სხვა დამფინანსებლის მიერ გაცემული მიმართვები ასეთის არსებობის შემთხვევაში (ასლი) და ა.შ.). 

1. ბავშვთა და მოზრდილთა რეაბილიტაცია:

აღწერა - ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება სხვადასხვა ასაკის ბენეფიციართა სარეაბილიტაციო მომსახურება ამბულატორიულ და სტაციონარულ   პირობებში, ასევე   ბინაზე მომსახურება  ექიმ-სპეციალისტის (ნევროლოგი, რეაბილიტოლოგი, ორთოპედი, ტრავმატოლოგი)  მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა-ფორმა №IV-100/ა-ის  საფუძველზე.

დაფინანსების ოდენობა:

ერთ ბენეფიციარზე დაფინანსების/თანადაფინანსების ლიმიტი განისაზღვრება წელიწადში ერთხელ შემდეგი ოდენობით:

  • პრიორიტეტული ჯგუფი - 700 ლარი;
  • ყველა სხვა ბენეფიციარი- 600 ლარი;
  • ბინაზე მომსახურება - 1500 ლარი, როგორც ერთჯერადად, ისე წელიწადში ორჯერ  დაფინანსების კატეგორიით გათვალისწინებული თანხის-ლიმიტის ამოწურვამდე. 

2. ინსტრუმენტული და ენდოსკოპიური გამოკვლევები:

აღწერა - ქვეპროგრამის  ფარგლებში ფინანსდება  ინსტრუმენტული (თავის ტვინის და ქვედა კიდურების დოპლეროგრაფია, რენტგენოგრაფია, სპირომეტრია, ექოკარდიოგრაფია, ართროექოსკოპია, ელექტროენცეფალოგრაფია და სხვა) და  ენდოსკოპიური კვლევები  (გასტროდუოდენოსკოპია, კოლონოსკოპია დაქ სხვა).  

დაფინანსების ოდენობა:

ერთ ბენეფიციარზე დაფინანსების/თანადაფინანსების ლიმიტი განისაზღვრება წელიწადში ერთხელ შემდეგი ოდენობით:

  • პრიორიტეტული ჯგუფი - 400 ლარი;
  • ყველა სხვა ბენეფიციარი- 300 ლარი.

3. კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები:

აღწერა - ქვეპროგრამის  ფარგლებში ფინანსდება ლაბორატორიული კვლევები (კუაგულოგრამა, D დიმერი, C რეაქტიული ცილა, ლიპიდური სპექტრი, ღვიძლის ფუნქციები, გლიკოზირებული ჰემოგლობინი, D ვიტამინი და სხვა).  

დაფინანსების ოდენობა:

ერთ ბენეფიციარზე დაფინანსების/თანადაფინანსების ლიმიტი განისაზღვრება წელიწადში ერთხელ შემდეგი ოდენობით:

  • პრიორიტეტული ჯგუფი - 250 ლარი;
  • ყველა სხვა ბენეფიციარი - 150 ლარი.

4. ბავშვთა და მოზრდილთა სტომატოლოგია:

აღწერა - ქვეპროგრამის  ფარგლებში ფინანსდება მთლიანი ან ნაწილობრივი კბილების მოსახსნელი პროტეზით მომსახურება 45 წლიდან ასაკის ბენეფიციარებისთვის, ასევე  კბილების ექსტრაქცია, კისტექტომია და ფესვის რეზექცია.   

დაფინანსების ოდენობა:

ერთ ბენეფიციარზე დაფინანსების/თანადაფინანსების ლიმიტი განისაზღვრება წელიწადში ერთხელ შემდეგი ოდენობით:

  1. ქირურგიული სტომატოლოგიური მომსახურების შემთხვევაში (ექსტრაქცია, კისტექტომია, ფესვის რეზექცია):
  • პრიორიტეტული ჯგუფი - 300 ლარი;
  • ყველა სხვა ბენეფიციარი - 200 ლარი;
  1. მოსახსნელი პროთეზი - 250 ლარი ერთი ყბის შემთხვევაში (შესაძლებელია ორივე ყბის დაფინანსება).

შენიშვნა: საჭირო დოკუმენტაციასთან ერთად ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა - ფორმა №IV-100/ა,-ის  ნაცვლად შესაძლებელია  წარმოდგენილ იქნას ცნობა გასაწევი მომსახურების შესახებ.

5. რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხელშეწყობა:

აღწერა - ქვეპროგრამის  ფარგლებში ფინანსდება  პირველადი უშვილობის დადასტურებული დიაგნოზის მქონე რეპროდუქციული ასაკის პირთა ხელოვნულ განაყოფიერებასთან დაკავშირებული მომსახურებები.   

დაფინანსების ოდენობა:

ერთ ბენეფიციარზე დაფინანსების/თანადაფინანსების ლიმიტის ოდენობა განისაზღვრება წელიწადში ერთხელ 3000 ლარით.

6. აფხაზეთიდან დევნილთა მრავალპროფილური სკრინინგი:

აღწერა - ქვეპროგრამა ხორციელდება აფხაზეთიდან დევნილთა მრავალპროფილურ-სამედიცინო გასინჯვების აქციის სახით თბილისსა და რეგიონებში.  ქვეპროგრამა ითვალისწინებს სხვადასხვა ექიმ-სპეციალისტთა (ოჯახის ექიმი, ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, პედიატრი, ნევროლოგი, კარდიოლოგი და ა.შ) საკონსულტაციო მომსახურებას და სხვადასხვა ინსტრუმენტულ  - ლაბორატორიულ კვლევებს.  ასევე აქციის ფარგლებში ექიმის დანიშნულების შესაბამისად გაიცემა მედიკამენტები.

7. ონკოპაციენტთა სამედიცინო მომსახურება:

აღწერა -  ქვეპროგრამის  ფარგლებში ფინანსდება სავარაუდო ან დადასტურებული ონკოდიაგნოზის მქონე ბენეფიცირებისთვის  მედიკამენტური (ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, იმუნოთერაპია და ა.შ) მკურნალობა, სხივური თერაპია, რადიოაქტიური იოდით მკურნალობა,   პოზიტრონულ - ემისიური ტომოგრაფია (PET/CT),   დიაგნოზის დიფერენცირებისთვის  ბიოფსია და ბიოფსიური მასალის ციტოლოგია, მორფოლოგია და   იმუნოჰისტოქიმია. ასევე     გენეტიკური და სხვა კვლევები.   

დაფინანსების ოდენობა:

ერთ ბენეფიციარზე დაფინანსების/თანადაფინანსების ლიმიტი განისაზღვრება წელიწადში  ორჯერ  შემდეგი ოდენობით:

  • პრიორიტეტული ჯგუფი - 1000 ლარი;
  • ყველა სხვა ბენეფიციარი - 800 ლარი;

პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფიის (PET/CT) დაფინანსების/თანადაფინანსების ლიმიტი განისაზღვრება წელიწადში  ერთხელ;

  • პრიორიტეტული ჯგუფი - 1500 ლარი;
  • ყველა სხვა ბენეფიციარი-  1000 ლარი.

8. ბავშვთა აბილიტაცია:

აღწერა - ქვეპროგრამის  ფარგლებში ფინანსდება  2-დან 16 წლამდე ასაკის პირთა   აბილიტაციური მომსახურება (ქცევითი თერაპია, ოკუპაციური თერაპია, ფსიქოთერაპია. სენსორული თერაპია და ა. შ.) ნევროლოგის ან/და ფსიქოლოგის კონსულტაციის   საფუძველზე.

დაფინანსების ოდენობა:

ერთ ბენეფიციარზე დაფინანსების/თანადაფინანსების ლიმიტის ოდენობა განისაზღვრება   1000 ლარით. შესაძლებელია წელიწადში ორჯერ სარგებლობა.

9. მაღალტექნოლოგიური კვლევები:

აღწერა - ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური კვლევები (მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, სცინტიგრაფია და სხვა).

დაფინანსების ოდენობა:

ერთ ბენეფიციარზე დაფინანსების/თანადაფინანსების ლიმიტი განისაზღვრება წელიწადში  ერთხელ  შემდეგი ოდენობით:

  • პრიორიტეტული ჯგუფი - 500 ლარი;
  • ყველა სხვა ბენეფიოციარი - 400 ლარი;
  • დადასტურებული ონკოდიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის წლიური ლიმიტი განისაზღვროს 1000 ლარით, როგორც ერთჯერადად, ისე წელიწადში ორჯერ,  დაფინანსების   ლიმიტის ამოწურვამდე. 

10. მხედველობის დაავადებათა დიაგნოსტიკა და მკურნალობა:

აღწერა - ქვეპროგრამის  ფარგლებში ფინანსდება 18 დან 40 წლამდე ასაკის  ბენეფიციართა  თვალის საშუალო და მაღალი ხარისხის რეფრაქციული ანომალიის (ახლომხედველობა, შორსმხედველობა, ასტიგმატიზმი)  ექსიმერული ლაზერით კორექცია, ექიმ-სპეციალისტის კონსულტაციისა და წინასაოპერაციო კვლევების გათვალისწინებით.

დაფინანსების ოდენობა:

გაწეული სამედიცინო მომსახურების ეპიზოდი სრულად ფინანსდება ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ სამედიცინო დაწესებულებასთან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე.

 

 

სტაციონარული დახმარების პროგრამა

აღწერა - პროგრამა ხორციელდება  ქვეპროგრამების სახით (7 ქვეპროგრამა). ბენეფიციარისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ეპიზოდი ფინანსდება თანადაფინანსების/დაფინანსების  გზით დამტკიცებული ლიმიტის ფარგლებში.

მოსარგებლე - ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილი პირი.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსებისას უპირატესობა ენიჭება შემდეგ კატეგორიებს (პრიორიტეტული ჯგუფი):

  • სოციალურად დაუცველი პირი;
  • შშმ სტატუსის მქონე პირი;
  • 18 წლამდე ასაკის პირი;
  • ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები პირი;
  • ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი;
  • პენსიონერი;
  • მარჩენალდაკარგული სტატუსის მქონე პირი, მათ შორის ომში დაღუპული ოჯახის წევრი;
  • მრავალშვილიანი ( ოთხი შვილი და მეტი) მშობელი;
  • მარტოხელა მშობელი.

პროგრამით სარგებლობისათვის ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილმა/მისი ნდობით აღჭურვილმა პირმა/კერძო (საჯარო) დაწესებულებამ  უნდა მიმართოს სამინისტროს და წარმოადგინოს   შესაბამისი დოკუმენტაცია (მათ შორის ელექტრონული ფორმით):

  • განცხადება;
  • ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა - ფორმა №IV-100/ა, (დედანი) რომლის ვადაც გაცემიდან სამინისტროში წარმოდგენამდე არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს;
  • სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფინანსური დოკუმენტაცია (ანგარიშ-ფატურა ან/და კალკულაცია დედანი) ასანაზღაურებელი თანხის მითითებით;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);
  • 18 წლამდე ბენეფიციარებისთვის: დაბადების მოწმობა, მშობლის ან მეურვის პირადობის მოწმობა, (ასლი);
  • იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის დევნილის ბარათის ასლი  ან შესაბამისი უწყების მიერ გაცემული ცნობა-დედანი);
  • პრიორიტეტულ ჯგუფებს მიკუთვნებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);
  • ასევე, შესაძლებელია წარმოდგენილ იქნას დამატებით სხვა დოკუმენტ(ებ)ი ( ყველა სხვა დამფინანსებლის მიერ გაცემული მიმართვები ასეთის არსებობის შემთხვევაში (ასლი) და ა.შ.);

1. დიაგნოსტიკისა და სტაციონარული მომსახურების თანადაფინანსება:

აღწერა - ქვეპროგრამის  ფარგლებში ფინანსდება სტაციონარულ პირობებში  ოპერაციული და დიაგნოსტიკური მომსახურებები, ასევე სამკურნალო მანიპულაციები/პროცედურები  როგორც ამბულატორიულ,  ისე სტაციონარულ პირობებში.  

დაფინანსების ოდენობა:

ერთ ბენეფიციარზე დაფინანსების/თანადაფინანსების ლიმიტი განისაზღვრება წელიწადში ერთხელ შემდეგი  ოდენობით:

  • პრიორიტეტული ჯგუფი - 1000 ლარი;
  • ყველა სხვა ბენეფიციარი- 800 ლარი.
  • ქვეყნის ფარგლებში ჩატარებული მომსახურების შემთხვევაში მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში დავალიანების არსებობისას - 500 ლარი (მომსახურების მიწოდებიდან სამინისტროში დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს);
  • სამედიცინო მომსახურება, რომელიც არ ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით - 500 ლარი;
  • ბენეფიციარებისათვის, რომლის თანადაფინანსების თანხა აღემატება 5000 ლარს -   2000 ლარი; 

შენიშვნა: ჩატარებული მომსახურების შემთხვევაში სხვა დოკუმენტაციასთან ერთად საჭიროა ცნობა/ხელშეკრულება/შეთანხმება დაწესებულების მიმართ დავალიანების არსებობის თაობაზე  (დედანი).

2. ჰიგიენური სამედიცინო დანიშნულების საგნებით დახმარება:

აღწერა - ქვეპროგრამა ითვალისწინებს   სამედიცინო დანიშნულების საგნების,    ინდივიდუალური დაცვის და პაციენტთა მოვლის საშუალებების  შეძენას და გადაცემას პრიორიტეტულ კატეგორიას მიკუთვნებულ ბენეფიციარებზე.

დაფინანსების წესი:

  • ერთ ბენეფიციარზე სამედიცინო დანიშნულების საგნები გაიცემა წელიწადში ერთხელ - 300 ლარის ღირებულების ფარგლებში.
  • ჟანგბადის კონცენტრატორები და ლეიბი მწოლიარე პაციენტებისათვის წელიწადში ერთხელ გაიცემა - ინდივიდუალური საჭიროების შესაბამისად.

3. მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირება:

აღწერა - ქვეპროგრამა ითვალისწინებს  მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირების   დაფინანსებას არასაპენსიო ასაკის ბენეფიციარებისთვის.   

დაფინანსების ოდენობა:

ერთ ბენეფიციარზე დაფინანსების/თანადაფინანსების ლიმიტი განისაზღვრება  წელიწადში ერთხელ შემდეგი ოდენობით:

  • ქ.თბილისში რეგისტრირებული ბენეფიციარებისთვის  - 2000 ლარი;
  • საქართველოს ყველა სხვა რეგიონში რეგისტრირებული ბენეფიციარებისთვის - 4000 ლარი.

4. საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსება:

აღწერა  - ქვეპროგრამა ითვალისწინებს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილთა საზღვარგარეთ ჩატარებული ან ჩასატარებელი მომსახურების თანადაფინანსებას იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილი სამედიცინო სერვისის  მიღება საქართველოში  შეუძლებელია საქართველოს სამკურნალო დაწესებულებებში სერვისის  არარსებობის გამო ან/და პირისათვის სერვისის საჭიროების მიღება რეკომენდირებულია საზღვარგარეთ  და აქვს   საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეფერალური მომსახურების პროგრამის ფარგლებში დაფინანსება.  

დაფინანსების ოდენობა:

ერთ ბენეფიციარზე დაფინანსების/თანადაფინანსების ლიმიტის ოდენობა განისაზღვრება წელიწადში ერთხელ - 5 000 ლარი.

შენიშვნა:  ბენეფიციარის ასაკის,  სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის ან დაავადების სიმძიმიდან  გამომდინარე შესაძლებელია კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსების ლიმიტის გაზრდა არაუმეტეს 10 000 ლარისა.

უცხოეთიდან წარმოდგენილი  სამედიცინო დოკუმენტაცია უნდა იყოს თარგმნილი ქართულად და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ.  

5. ვეტერანთა რეაბილიტაციის ხელშეწყობა:

აღწერა - ქვეპროგრამა წარმოდგენილია ორი კომპონენტით: ვეტერანთა სარეაბილიტაციო მომსახურების კომპონენტი - ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ ბენეფიციართა სასტუმროთი უზრუნველყოფას, ექიმ-რეაბილიტოლოგის კონსულტაციას და შესაბამის  სარეაბილიტაციო მომსახურებას. სოციალური  დახმარების კომპონენტი - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის  საბრძოლო მოქმედებების შედეგად  მკვეთრად გამოხატული შშმ სტატუსის მქონე ვეტერანთა  ერთჯერად ფინანსურ დახმარებას. 

მოსარგებლე - აფხაზეთიდან დევნილი  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის  საბრძოლო მოქმედებების შედეგად  შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის  მქონე ვეტერანი.

დაფინანსების ოდენობა:

ერთ ბენეფიციარზე  დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება  წელიწადში ერთხელ შემდეგი ოდენობით:

  • სარეაბილიტაციო მომსახურების კომპონენტი - ტენდერის შედეგების შესაბამისად;
  • სოციალური დახმარების კომპონენტი - 500 ლარი;

შენიშვნა: ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსებისას უპირატესობა ენიჭება ვეტერანს,  რომელსაც წინა წლის ანალოგიურ პროგრამაში მონაწილეობა არ მიუღია.

6. განსაკუთრებულ შემთხვევათა და პათოლოგიათა მკურნალობის ხელშეწყობა:

აღწერა - ქვეპროგრამის ფარგლებში   ფინანსდება იმ სამედიცინო მომსახურებების (ძვირადღირებული სპეციფიური მედიკამეტური მკურნალობა, ინექცია, ბლოკადა, ინტრავენური ინფუზია, პლაზმოფერეზის პროცედურები, სადიაგნოსტიკო მომსახურებები, და სხვა) ხარჯები, რაც არ იფარება როგორც ცენტრალური, ისე აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამებით,  ასევე შეიძლება დაფინანსდეს  ისეთი მომსახურებებიც, რომლებზეც   კომისიის დისკრეციული უფლებით მიიღება განსხვავებული გადაწყვეტილება, ვიდრე ქვეპროგრამით  არის გათვალისწინებული ბენეფიციარების ასაკის,  სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის ან დაავადების სიმძიმიდან  გამომდინარე.  

დაფინანსების ოდენობა:

ერთ ბენეფიციარზე დაფინანსების/თანადაფინანსების ლიმიტი განისაზღვრება წელიწადში ერთხელ შემდეგი  ოდენობით:

  • პრიორიტეტული ჯგუფი - 1200 ლარი;
  • ყველა სხვა ბენეფიციარი - 1000 ლარი;
  • სპეციფიური მედიკამენტური მკურნალობის შემთხვევაში, ფინანდება არაუმეტეს 3 თვის საჭირო რაოდენობა ლიმიტის ფარგლებში.  

შენიშვნა: მედიკამენტების დაფინასების შემთხვევაში დამატებით საჭიროა ფინანსური დოკუმენტაცია ფარმაცევტული დაწესებულებებიდან.

7. შინ მოვლა:

აღწერა - ქვეპროგრამის ფარგლებში   ფინანსდება  ქ. თბილისში რეგისტრირებული  მარტოხელა და ხანდაზმული ბენეფიციარები, რომლებიც მიეკუთვნებიან პრიორიტეტული კატეგორიებიდან ერთ-ერთს მაინც და  რომლისთვისაც უძლურების შეფასების „ბართელის“ კითხვარის მიხედვით მინიჭებული ქულა არ აღემატება 100 ერთეულს.  ქვეპროგრამა ითვალისწინებს:

  • მოსარგებლის შეფასებას - კითხვარის მიხედვით  6 თვეში ერთხელ და შესაბამისი ბართელის ინდექსის მინიჭებას;
  • მოსარგებლის შესახებ ინფორმაციის მოგროვებას, გარემოს შეფასებას, საჭიროებების გამოვლენასა და ინდივიდუალური გეგმის შედგენას;
  • მოსარგებლის საექთნო მომსახურებას- ექთნის ვიზიტებს მოსარგებლესთან ბინაზე, ფიზიკურ შემოწმებას,  სასიცოცხლო ნიშნების მონიტორინგს, გეგმის მიხედვით პროცედურების ჩატარებას, მედიკამენტების მიწოდებას.
  • მოსარგებლის პერსონალური მოვლას.

დაფინანსების წესი:

  • ერთი ვიზიტის ღირებულება განისაზღვრება ელექტრონული ტენდერის შედეგების შესაბამისად.
  • მოსარგებლესთან ინდივიდუალური ვიზიტები და მომსახურება ხორციელდება განსაზღვრული გეგმის შესაბამისად. 

 

სამედიცინო პერსონალის გადამზადების პროგრამა

აღწერა  -   პროგრამა ფარგლებში ხორციელდება:

  • სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული უმაღლესი განათლების მქონე, სერტიპიცირებული ექიმის უწყვეტი პროფესიული განათლების მოკლევადიანი პროგრამის დაფინანსებას/თანადაფინანსება კრედიტ-ქულების მინიჭებისთვის.
  • საბაკალავრო ან მასთან გათანაბრებული დიპლომირებული ნებისმიერი სპეციალისტის ტრენინგის თანადაფინანსებას ჯანდაცვის მენეჯმენტის/ადმინისტრირების მიმართულებით.
  • დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის უფლების მოპოვების მიზნით სარეზიდენტო პროგრამების თანადაფინანსება.

მოსარგებლე - ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილი ექიმები და  დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის უფლების მოპოვების მსურველი ბენეფიციარები;

პროგრამით სარგებლობისათვის ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილმა/მისი ნდობით აღჭურვილმა პირმა/კერძო (საჯარო) დაწესებულებამ უნდა მიმართოს  სამინისტროს და წარმოადგინოს  შესაბამისი დოკუმენტაცია:   

  • განცხადება;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ქსეროასლი;
  • იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი დევნილის ბარათის ასლი  ან შესაბამისი უწყების მიერ გაცემული ცნობა-დედანი);
  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის- დიპლომის (ასლი);
  • სახელმწიფო სერტიფიკატი პროფილურ საქმიანობაში;
  • ცნობა სამუშაო ადგილიდან ან/და რეკომენდაცია;
  • რეზიდენტურის პროგრამების/ტრენინგის და/ან აკრედიტირებული პროგრამების (კრედიტ- ქულები) ღირებულების დამადასტურებელი ფინანსური დოკუმენტი;
  • ასევე, შესაძლებელია წარმოდგენილ იქნას დამატებით სხვა დოკუმენტ(ებ)ი.

დაფინანსების წესი:

ერთ ბენეფიციარზე  დაფინანსების/თანადაფინანსების ლიმიტი  განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

  • კრედიტ-ქულების და ტრენინგების კომპონენტის ფარგლებში წლიურად  - 500  ლარი, როგორც ერთჯერადად, ისე წელიწადში ორჯერ,  დაფინანსების  თანხის    ლიმიტის ამოწურვამდე.  
  • რეზიდენტურის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში - 2000 ლარი წელიწადში ერთხელ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო

ტელეფონი: (+995) 231 32 06

ელ.ფოსტა: devnilta.info@gmail.com და idpsab@gmail.com

მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი №16, სართული 7, 0186, თბილისი, საქართველო

 

2026 წლის პროგრამები

1. „დევნილთა სოციალური უზრუნველყოფა“

პროგრამა ითვალისწინებს ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ და აფხაზეთიდან დევნილთა   სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით, რომელიც გაიცემა შესაბამისი კრიტერიუმის მქონე პირებზე საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთხელ.

ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:

ა) მეორე მსოფლიო ომის მონაწილე დევნილი – 1000 ლარი;​

ბ) 45 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე დევნილი – 250 ლარი; 

გ) 45 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე მარჩენალდაკარგული დევნილი – 500 ლარი;

დ) დედ-მამით ობოლი არასრულწლოვანი დევნილი, თითოეულზე  – 300 ლარი;

ე) 100 წელს გადაცილებული დევნილი (გარდა თბილისში რეგისტრირებული ბენეფიციარისა) – 300 ლარი;

ვ) 45 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე არასრულწლოვანი დევნილი  – 250 ლარი;

ზ) აუტიზმის სპექტრული აშლილობის მქონე არასრულწლოვანი დევნილი – 250 ლარი;

თ) სტიქიური უბედურების ან უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებული ბენეფიციარი – არაუმეტეს 1000 ლარი;

ი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ოჯახის წევრი (დედა, მამა, შვილი, ძმა, და, მეუღლე) – არაუმეტეს 1000 ლარი;

კ) საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის დროს მიღებული ჭრილობის შედეგად მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დევნილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანი – 500 ლარი;

ლ) საბრძოლო მოქმედებების დროს მიღებული დაზიანების შედეგად ამპუტირებული კიდურების მქონე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანი – 400 ლარი;

მ) სხვა მოწყვლადი ბენეფიციარი -  რომლის უმწეო მდგომარეობას მისი განცხადებისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებითა და შეფასებით ექსკლუზიური უფლებამოსილების ფარგლებში განსაზღვრავს კომისია – არაუმეტეს 5000 ლარი.

პროგრამაში ჩასართავად ბენეფიციარმა სამინისტროს სისტემაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი და დევნილის მოწმობა (ასლი);

გ) შესაბამისი კატეგორიის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია;

 

2. დევნილთა დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა“

პროგრამა ითვალისწინებს აფხაზეთიდან დევნილ და ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებთა, სოციალურად მძიმე კატეგორიის ოჯახებისათვის საცხოვრებლით უზრუნველყოფაში მხარდაჭერას, ქირის თანხის ანაზღაურების გზით (300 ლარამდე) საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთხელ ექვს თვემდე ვადით.

ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სტიქიური უბედურების ან უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებული ბენეფიციარი;

ბ) 75 000-მდე   სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე დევნილი ოჯახი;

გ) მარტოხელა დევნილი მშობელი;

დ) აფხაზეთის ომში დაღუპული პირის დევნილი მშობელი;

ე) ოკუპირებულ აფხაზეთის  ტერიტორიაზე მცხოვრები პირი/ოჯახი;

ვ) დევნილი ოჯახი, რომლის შემადგენლობაშია შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი;

ზ) სხვა მოწყვლადი ბენეფიციარი, რომლის უმწეო მდგომარეობას მისი განცხადების გათვალისწინებითა და შეფასებით ექსკლუზიური უფლებამოსილების ფარგლებში განსაზღვრავს კომისია.

პროგრამაში ჩასართავად ბენეფიციარმა სამინისტროს სისტემაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი და დევნილის მოწმობა (ასლი);

გ) შესაბამისი კატეგორიის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია;

დ) ამონაწერი უძრავი ქონების საჯარო რეესტრიდან დაქირავებული საცხოვრებელი ფართის შესახებ;

ე) ქირავნობის ხელშეკრულება (არსებობის შემთხვევაში).

 

3. „აფხაზეთიდან დევნილთა განსახლების ობიექტებში მცხოვრები დევნილი ოჯახების გამრიცხველიანება/აბონირება

პროგრამა ითვალისწინებს აფხაზეთიდან დევნილ სოციალურად მძიმე კატეგორიის ოჯახებისათვის საცხოვრებელ ფართებზე გამრიცხველიანება/აბონირებისათვის აუცილებელი თანხის ანაზღაურებას.

ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:

აფხაზეთიდან დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს დევნილთა განსახლების ობიექტში ან სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართში ან „კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის“  პროგრამის     ფარგლებში შეძენილ ფართზე და არ გააჩნია ელექტროენერგიის, წყლისა და გაზის აბონირება.

პროგრამაში ჩასართავად ბენეფიციარმა სამინისტროს სისტემაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი და დევნილის მოწმობა (ასლი);

გ) ინფორმაცია დევნილთა განსახლების ობიექტის მესაკუთრის შესახებ (საჯარო რეესტრის ამონაწერი, საჭიროების შემთხვევაში, მესაკუთრის თანხმობა აბონირებაზე);

დ) შესაბამისი კატეგორიის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია.

 

4. „სოციალური სოლიდარობა“

პროგრამა ითვალისწინებს ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები და აფხაზეთიდან დევნილი  გარკვეული კატეგორიის სოციალურად მძიმე მდგომარეობის მქონე პირთათვის სადღესასწაულო დღეებში საჩუქრების გადაცემას.

ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:

პროგრამის ფარგლებში დახმარება/საჩუქარი გაიცემა აფხაზეთის მოსახლეობაზე, რომლებიც წარმოადგენენ გარკვეული სოციალური კატეგორიის მქონე ბენეფიციარებს.

პროგრამაში ჩასართავად ბენეფიციარმა სამინისტროს სისტემაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი და დევნილის მოწმობა (ასლი);

გ) ინვოისი.

 

4.1 „ბინათმესაკუთრეთა მხარდაჭერის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მუნიციპალური პროგრამებით სარგებლობის თანამონაწილეობა“

პროგრამა ითვალისწინებს აფხაზეთიდან დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით დევნილთა განსახლების ობიექტში შექმნილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიერ წარდგენილი განაცხადის შესაბამისად, მუნიციპალური ორგანოების მიერ დაფინანსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში თანადაფინანსებას ამხანაგობის წილობრივი თანამონაწილეობის ფარგლებში.

პროგრამის ფარგლებში, ასევე, ხორციელდება ამხანაგობების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და მათი კონსულტირება შესაბამის სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით.

მოსარგებლე ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:

დევნილთა განსახლების ობიექტში შექმნილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები.

ჩასართავად ბენეფიციარმა სამინისტროს სისტემაში უნდა წარმოადგინოს:

ა) დევნილთა განსახლების ობიექტის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განცხადება/მიმართვა;

ბ) ბენეფიციარის წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი), დევნილის მოწმობა (ასლი), ამხანაგობის რეგისტრაციის დოკუმენტი და ამხანაგობის კრების ოქმი პროგრამის ფარგლებში მიმართვის თაობაზე;

გ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, შესაბამისი რაიონის გამგეობის, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტების შემთხვევაში – შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია შესასრულებელი სამუშაოებისა და ამ სამუშაოების მუნიციპალიტეტისა და ამხანაგობის თანადაფინანსების/მონაწილეობის ოდენობა და შესასრულებელი სამუშაოების/მონაწილეობის  ხარჯთაღრიცხვა.

 

4.2 დევნილთა საცხოვრებლებში მცირეფასიანი დაგადაუდებელი სარემონტო სამუშაოების უზრუნველყოფა

პროგრამა ითვალისწინებს დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით მცირე და გადაუდებელი სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების ჩატარებას.

დევნილთა განსახლების ობიექტში მცხოვრებ დევნილებს (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს და საინიციატივო ჯგუფებს) უფლება აქვთ ისარგებლონ პროგრამის ფარგლებში 3000 ლარამდე მცირე და გადაუდებელი სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების დაფინანსებით.

ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:

დევნილთა განსახლების ობიექტში მცხოვრები დევნილები (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა და საინიციატივო ჯგუფი).

ჩასართავად ბენეფიციარმა სამინისტროს სისტემაში უნდა წარმოადგინოს:

ა) დევნილთა განსახლების ობიექტის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ან განსახლების ობიექტში მცხოვრებ დევნილთა განცხადება/მიმართვა;

ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);

გ) ბენეფიციარის დევნილის მოწმობა (ასლი).

 

4.3 დევნილთა განსახლების ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფა

პროგრამა ითვალისწინებს დევნილთა განსახლების ობიექტებში სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას (წყალკანალიზაციის პრობლემები, შენობა-ნაგებობის სახურავის აღდგენა/გამოცვლა).

ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:

დევნილთა განსახლების ობიექტში მცხოვრები დევნილები (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა/ საინიციატივო ჯგუფი).

ჩასართავად ბენეფიციარმა სამინისტროს სისტემაში უნდა წარმოადგინოს:

ა) დევნილთა განსახლების ობიექტის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ან საინიციატივო ჯგუფის განცხადება/მიმართვა;

ბ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის ფურცელი;

გ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და დევნილის მოწმობა (ასლი);

დ) საინიციატივო ჯგუფის წევრთა პირადობის მოწმობა და დევნილის მოწმობა (ასლი).

 

4.4 ქვეპროგრამა აფხაზეთიდან დევნილი შეჭირვებული მოსახლეობისათვის სარემონტო/სამშენებლო მასალებით დახმარება

პროგრამა ითვალისწინებს შესაბამისი სოციალური კატეგორიის მქონე ოჯახების სამშენებლო/სარემონტო მასალებით დახმარებას.

ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:

ა) დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს დევნილთა განსახლების ობიექტში, რომელზეც არ განხორციელებულა სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები და არის:

ა.ა) მარტოხელა სოციალურად დაუცველი, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში;

ა.ბ) ოჯახის შემადგენლობის უმეტესობა არის საპენსიო ასაკის და სოციალურად დაუცველი, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში;

ბ) დევნილთა განსახლების ობიექტში შექმნილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, ობიექტის საერთო სარგებლობის ფართის გარემონტებისთვის სარემონტო/სამშენებლო მასალებით დახმარების მიზნით;

გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირი.

ჩასართავად ბენეფიციარმა სამინისტროს სისტემაში უნდა წარმოადგინოს:

ა) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი)/ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის ფურცელი;

ბ) ბენეფიციარის დევნილის მოწმობა (ასლი);

გ) სოციალური კრიტერიუმის დამადასტურებელი დოკუმენტები.

 

5. „დევნილთა განსახლების ობიექტებში საერთო სარგებლობის ფართების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის გადაცემის ხელშეწყობა“

პროგრამა ითვალისწინებს დევნილთა განსახლების ობიექტებში შექმნილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის საერთო სარგებლობაში არსებული ფართების კერძო საკუთრებაში გადაცემის ხელშეწყობას, რამდენადაც ქვეყნის მასშტაბით დევნილთა განსახლების ობიექტებზე მცხოვრებ დევნილებს სჭირდებათ მხარდაჭერა, რათა შეძლონ საერთო სარგებლობის ფართების განკარგვა მათი შეხედულებისამებრ.

პროგრამის ფარგლებში შერჩეულ ობიექტზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საერთო სარგებლობის ობიექტებში, წითელი ხაზების კორექტირების მიზნით, განხორციელდება საკადასტრო და შიდა აზომვითი სამუშაოები და უზრუნველყოფილი იქნება დევნილთა კონსულტირება ფართების შემდგომი რეგისტრაციის მიზნით.

ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:

დევნილთა განსახლების ობიექტებში მცხოვრები დევნილები.

ჩასართავად ბენეფიციარმა სამინისტროს სისტემაში უნდა წარმოადგინოს:

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავჯდომარის განცხადება და თავმჯდომარეობის დამადასტურებელი მოწმობა.

 

6. „დევნილთა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებთა მხარდაჭერა“

პროგრამა მოიცავს აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებთა მხარდაჭერას, მათი ჩართულობის ხელშეწყობას, მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებულ სხვადასხვა ღონისძიებებს, მათ შორის, პროფესიული განათლებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობას. ასევე, პროექტების/საპროექტო წინადადებების დაფინანსებას/თანადაფინანსებას და საზაფხულო ბანაკების მოწყობას, დევნილთა საჭიროებებიდან გამომდინარე საინფორმაციო კამპანიების წარმოებას მათთვის საჭირო იმ შეღავათებსა და სიკეთეებზე, რომელთაც მათ სახელმწიფო სთავაზობს. ამასთან, პროგრამის მიზანია კონფლიქტის ტრანსფორმაციისა და მშვიდობის მშენებლობის საკითხებით დაინტერესებულ დევნილ პირთა იდენტიფიცირება, მათი ჩართვა სააგენტოს აქტივობებში და მშვიდობის მშენებლობის მიმართულებით სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების ორგანიზება.

პროგრამის მეშვეობით სააგენტო მხარს უჭერს დევნილთა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს საზოგადოებრივი, სათემო ორგანიზაციების ჩამოყალიბების პროცესში, ამასთან, ისეთი ღონისძიებების განხორციელების გზით, როგორებიცაა: აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, დასაქმების ხელშეწყობა, პროფესიული გადამზადება და მათ საჭიროებებზე ორიენტირებული სხვადასხვა ტიპის აქტივობების ორგანიზება.

ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:

  • აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა;
  • ქართულ-აფხაზური საზოგადოება;
  • აფხაზეთის თემატიკით დაინტერესებული ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოება;
  • აფხაზეთიდან დევნილი ემიგრანტები;
  • აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ოჯახის წევრები.

ჩასართავად ბენეფიციარმა სამინისტროს სისტემაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება/წერილი

ბ) პროექტი;

გ) პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემი.

 

7. „დევნილთა მომსახურების ცენტრები“

პროგრამით გათვალისწინებულია აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირების განვითარებაზე და საჭიროებებზე ორიენტირებული აქტივობების ორგანიზება დევნილთა მომსახურების ცენტრების ბაზაზე, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება სხვადასხვა სახის შემეცნებითი აქტივობები, ბენეფიციართა ცნობიერების ამაღლების, პროფესიული გადამზადების, დაახლოების და ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით.

პროგრამის ფარგლებში, განხორციელდება ადგილობრივი ან/და საერთაშორისო დონის ღონისძიებები დევნილი პირების მონაწილეობით, რომლის ფარგლებში მონაწილეებს ექნებათ საშუალება გაიღრმაონ ცოდნა, წარმოაჩინონ საკუთარი უნარ-ჩვევები, შეიძინონ მათთვის მნიშვნელოვანი ახალი კონტაქტები, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სხვადასხვა მნიშვნელობის საკითხებში დევნილთა ჩართულობის ზრდას.

ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:

  • აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული - დევნილი პირები;
  • აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები;
  • ქართულ-აფხაზური საზოგადოება;
  • ღვაწლმოსილი დევნილი პირები;
  • აფხაზეთის თემატიკით დაინტერესებული საზოგადოება;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
  • სამშვიდობო პოლიტიკის გაძლიერების მიმართულებით მომუშავე პირები.

ჩასართავად ბენეფიციარმა სამინისტროს სისტემაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება/წერილი

ბ) პროექტი;

გ) პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემი.

 

8. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა ან/და ფოტოიდენტურობის დადასტურება და შესაბამისი დასკვნის/ცნობების გაცემა

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ხდება საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება/აღდგენის, საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ, საქართველოში დაბრუნების სურვილის მქონე  თანამემამულეთა დოკუმენტაციის მოწესრიგებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების/აღდგენის ხელშეწყობა.

ჩასართავად ბენეფიციარმა სამინისტროს სისტემაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება/ანკეტა, რომელიც ადგილზე ივსება. 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო

ტელეფონი: 143 (ზარი უფასოა) ან (+995 32) 295 03 24

ელ.ფოსტა: apkhazeti@mes.gov.ge ან meca@abkhazia.gov.ge

მისამართი: დიმიტრი უზნაძის ქუჩა №68, 0101, თბილისი, საქართველო

 

2026 წლის პროგრამები

 

1. დროებით  ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/საფეხურის/სემესტრის აღიარება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ახდენს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/საფეხურის/სემესტრის აღიარებას.

სამიზნე ჯგუფები: აფხაზეთის დროებით ოკუპირებული ტერიტორიის საშუალო სკოლების მოსწავლეები და კურსდამთავრებულები.

საკონტაქტო პირი: ხათუნა შონია 577 09 22 39  

 

2. განათლების ხელშეწყობა

2.1 „სასკოლო ინფრასტრუქტურისა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესება“

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჭიროებების გათვალისწინებით დაფინანსების გამოყოფა. 

ქვეპროგრამის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, სასწავლო პირობებისა და გარემოს გაუმჯობესება.

სამიზნე ჯგუფები:  აფხაზეთის საჯარო და დროებით ოკუპირებული ტერიტორიის გალის რაიონის სკოლები.

საკონტაქტო პირი: ხათუნა შონია 577 09 22 39 

 

2.2 ქვეპროგრამა - „წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერა“

აფხაზეთიდან დროებით იძულებით გადაადგილებული წარმატებული, ნიჭიერი, საზოგადოებრივად აქტიური სტუდენტი-ახალგაზრდების სწავლების ფინანსური მხარდაჭერა. 

ქვეპროგრამის მიზანიაფხაზეთის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული  სტუდენტების აკადემიური წარმატების წახალისება, ნიჭიერი და მოტივირებული სტუდენტების მხარდაჭერა და უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა.

პროგრამის (ქვეპროგრამისდა სერვისის შემადგენელი კომპონენტები

  • საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აფხაზეთის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ სტუდენტთა ფინანსური დახმარება/სტიპენდია

სამიზნე ჯგუფებიქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე ახალგაზრდები აფხაზეთის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან, ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებული პროგრამების (საბაკალავრო, სამაგისტრო) სტუდენტები.

 

საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს  სამინისტროში მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტაციის წარდგენა:

ა)  განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის მოწმობის ასლი;

დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ხელმოწერილი ან ბეჭდით დადასტურებული ცნობა სასწავლებლიდან სტუდენტის  სტატუსის თაობაზე;

ე) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ხელმოწერილი ან ბეჭდით დადასტურებული დოკუმენტი (დედანი) აკადემიური მოსწრების თაობაზე (კომისია იხელმძღვანელებს ბოლო სემესტრის მონაცემებით);

ვ) წარმატებულობისა და განსაკუთრებული მიღწევების დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტაციის სერტიფიკატები, სიგელები (არსებობის შემთხვევაში);

ზ) საბანკო რეკვიზიტები.

 

საკონტაქტო პირი: ხათუნა შონია 577 09 22 39  

 

2.3 დისტანციური სწავლების სკოლა“

აფხაზეთის საშუალო და საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის, არაფორმალური დისტანციური განათლების გზით ცოდნისა და უნარების განვითარების შესაძლებლობა.

ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება ორი პროექტი - „ონლაინ საკვირაო სკოლა“ და ონლაინ კლასი - „კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობა“.

ქვეპროგრამის მიზანია დროებით ოკუპირებული გალის რაიონის საშუალო და აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეების არაფორმალურ დისტანციურ განათლებაში ჩართულობის, განათლების დონის ამაღლების, განვითარებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობა. 

სამიზნე ჯგუფებიდროებით ოკუპირებული ტერიტორიის გალის რაიონის საშუალო და აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები.

საკონტაქტო პირი: ხათუნა შონია 577 09 22 39  

 

2.4 განათლება მომავლისათვის“

ქვეპროგრამა ითვალისწინებს არაფორმალური განათლების  მნიშვნელობის გაძლიერებას  მშვიდობის მშენებლობის საქმეში და წიგნიერების,  განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებებს აერთიანებს.

  • აფხაზური ენის პოპულარიზაცია
  • მასწავლებლის პროფესიის გაძლიერება, მხარდაჭერა  
  • ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა
  • სპორტის განვითარება და პოპულარიზაცია
  • ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული ღონისძიებების მხარდაჭერა
  • არაფორმალური განათლების ხელშეწყობა.

პროგრამის (ქვეპროგრამისდა სერვისის შემადგენელი კომპონენტები

ტრენინგები, საგანმანათლებლო, საინფორმაციო და  სხვადასხვა ტიპის არაფორმალური შეხვედრები, კონკურსები, სპორტული და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშემწყობი ღონისძიებები და სხვა.

სამიზნე ჯგუფები:

  • აფხაზეთის საჯარო სკოლებისა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიის მოსწავლეები
  • აფხაზეთის საჯარო სკოლებისა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიის პედაგოგები
  • აფხაზეთის საჯარო სკოლებისა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიის კურსდამთავრებულები
  • აფხაზეთიდან დროებით იძულებით გადაადგილებული  მოსწავლეები
  • აფხაზეთიდან დროებით იძულებით გადაადგილებული  სტუდენტები
  • ღვაწლმოსილი პედაგოგები
  • სსსმ და შშმ პირები
  • საზოგადოების ფართო მასები.

საკონტაქტო პირი: ხათუნა შონია 577 09 22 39  

 

2.5 აფხაზური ენის პედაგოგთა ფინანსური მხარდაჭერა

აფხაზური ენის დაცვა, პოპულარიზაცია და განვითარება.

ქვეპროგრამის მიზანია აფხაზური ენის მასწავლებლების ფინანსური დახმარება.

პროგრამის (ქვეპროგრამისდა სერვისის შემადგენელი კომპონენტები

აფხაზური ენის მასწავლებლების ფინანსური მხარდაჭერა.

სამიზნე ჯგუფებიაფხაზეთის საჯარო სკოლების აფხაზური ენის პედაგოგები.  

 

2.6 სტიპენდიები

დიმიტრი (არზაყანემუხვარისა სახელობის სტიპენდია

ქვეპროგრამა ემსახურება სტუდენტებში აფხაზეთის თემატიკის გააქტიურებას/პოპულარიზაციას,  ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებას. დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად ცხადდება კონკურსი.

ქვეპროგრამის მიზანია აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის სტუდენტების მოტივაციის ამაღლება, აფხაზეთის თემის პოპულარიზაცია და ახალგაზრდების მხარდაჭერა.  

სტიპენდიის მისანიჭებლად სტუდენტების წარდგენის უფლება აქვთ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს. განაცხადს თან უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარდგინება;

ბ) რეკომენდაცია წარდგენილ კანდიდატზე;

გ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;

დ)  სტუდენტის საკონფერენციო ნაშრომი;

ე) სტუდენტის საკონფერენციო ნაშრომის გამოქვეყნების, სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

ვ) სიგელები, სერთიფიკატები;

ზ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი:

თ) კანდიდატის რეზიუმე  (ინფორმაცია საზოგადოებრივი აქტივობების შესახებ);

 „ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია

ქვეპროგრამა ემსახურება სტუდენტებში აფხაზეთის თემატიკის გააქტიურებას/პოპულარიზაციას,  ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებას.  ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად ცხადდება კონკურსი.

ქვეპროგრამის მიზანია აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის სტუდენტების მოტივაციის ამაღლება, აფხაზეთის თემის პოპულარიზაცია და ახალგაზრდების მხარდაჭერა.  

სტიპენდიის მისანიჭებლად სტუდენტების წარდგენის უფლება აქვთ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს. განაცხადს თან უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარდგინება;

ბ) რეკომენდაცია წარდგენილ კანდიდატზე;

გ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;

დ)  სტუდენტის საკონფერენციო ნაშრომი;

ე) სტუდენტის საკონფერენციო ნაშრომის გამოქვეყნების, სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

ვ) სიგელები, სერთიფიკატები;

ზ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი:

თ) კანდიდატის რეზიუმე  (ინფორმაცია საზოგადოებრივი აქტივობების შესახებ);

აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია

ქვეპროგრამა ემსახურება ახალგაზრდებში მათემატიკის, გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულების საგნების პოპულარიზაციას. აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად ცხადდება კონკურსი.

ქვეპროგრამის მიზანია მათემატიკის, გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულების დისციპლინების პოპულარიზაცია.

სტიპენდიის მისანიჭებლად სტუდენტების წარდგენის უფლება აქვთ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს. განაცხადს თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარდგინება;

ბ) რეკომენდაცია წარდგენილ კანდიდატზე;

გ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;

დ)  სტუდენტის საკონფერენციო ნაშრომი;

ე) სტუდენტის საკონფერენციო ნაშრომის გამოქვეყნების, სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

ვ) სიგელები, სერთიფიკატები;

ზ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

თ) კანდიდატის რეზიუმე  (ინფორმაცია საზოგადოებრივი აქტივობების შესახებ); 

თამაზ ნადარეიშვილის, ლორიკ მარშანიას, გურამ გაბესკირიას, მიხეილ ჯინჭარაძის, მიხეილ კოკაიასჯუმბერ ბეთაშვილის, რაულ ეშბას სახელობის სტიპენდიები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული სტუდენტების განათლების ხელშეწყობა და წახალისება.

სამიზნე ჯგუფები:

  • აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა) სტუდენტები.
  • მათემატიკის, გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები.
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული იძულებით გადაადგილებული პირები აფხაზეთიდან.

საკონტაქტო პირი: ხათუნა შონია 577 09 22 39  

 

2.7 პროფესიული უნარების განვითარების მხარდაჭერა სკოლებში

ქვეპროგრამა ემსახურება ახალგაზრდებში პროფესიული განათლების პოპულარიზაციას, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმირებულობის ზრდასა და საინტერესო პროფესიის ფარგლებში საბაზო უნარების განვითარებას.

ქვეპროგრამის მიზანია პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და პროფესიული პირველადი უნარების  განვითარების ხელშეწყობა.

სამიზნე ჯგუფებიაფხაზეთის საჯარო სკოლების და დროებით ოკუპირებული გალის რაიონის  საშუალო სკოლის მოსწავლეები/ახალგაზრდები.

საკონტაქტო პირი: ხათუნა შონია 577 09 22 39  

 

2.8 შემეცნებით-საგანმანათლებლო ბანაკები

ქვეპროგრამა მოიცავს სწავლასა და აქტიურ დასვენებას. ბანაკის ბენეფიციარები სხვადასხვა საგნობრივი  მიმართულებით გაივლიან ტრენინგ-სემინარებს, შეძლებენ შეძენილი ცოდნისა და უნარ-ჩვევების წარმოჩენა-განვითარებას, საინტერესოდ დასვენებასა და გართობას.

ქვეპროგრამის მიზანია მოზარდების განვითარება, სამოქალაქო ცნობიერების ამღლება, ინტეგრაციის ხელშეწყობა, დასვენება, პოზიტიური ემოციებისა და განწყობის  უზრუნველყოფა.

პროგრამის (ქვეპროგრამისდა სერვისის შემადგენელი კომპონენტები

  • საგნობრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშემწყობი ტრენინგები
  • კულტურული და შემეცნებით-გასართობი ხასიათის ღონისძიებები
  • სპორტულ – გამაჯანსაღებელი ღონისძიებები

სამიზნე ჯგუფებიაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დისტანციური სწავლების სკოლის ბენეფიციარები (დროებით ოკუპირებული გალის რაიონის საშუალო და აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები).

საკონტაქტო პირი: ხათუნა შონია 577 09 22 39  

 

2.9 სკოლისშემდგომი განათლების მხარდაჭერა

ქვეპროგრამა ითვალისწინებს სკოლისშემდგომი განათლებისთვის მომზადების სასწავლო კურსის სტუდენტების ფინანსურ მხარდაჭერას.

ქვეპროგრამის მიზანია აფხაზეთის დროებით ოკუპირებული ტერიტორიის კურსდამთავრებულთა უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობა.

პროგრამის (ქვეპროგრამისდა სერვისის შემადგენელი კომპონენტები

  • ბენეფიციართა განსაზღვრა და კომისიური გადაწყვეტილების მიღება

სამიზნე ჯგუფებს  წარმოადგენენ:

ა) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ,,სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამის“ სტუდენტები აფხაზეთის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან.

ბ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხული საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ,,სკოლისშემდგომი განათლებისთვის მომზადების პროგრამის" კურსდამთავრებულები (აფხაზეთის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან)

გ) ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შედეგების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული საქართველოს მოქალაქეები და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული პირები, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შედეგად ჩარიცხული კურსდამთავრებულების შემთხვევაში განაცხადს თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი.

გ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ)ცნობა 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის თაობაზე;

საკონტაქტო პირი: ხათუნა შონია 577 09 22 39 

 

2.10 გალის რაიონის სკოლამდელი აღზრდისა და სახელოვნებო სკოლების პედაგოგთა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარება

პროგრამის ფარგლებში ხორციელდება დროებით ოკუპირებული გალის რაიონის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისა და მუსიკალური და სამხატვრო სკოლების პედაგოგებისა და ადმინტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარება.

პროგრამის მიზანია დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სკოლამდელი აღზრდისა და სახელოვნებო სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური მხარდაჭერა.

პროგრამის (ქვეპროგრამისდა სერვისის შემადგენელი კომპონენტებიფინანსური დახმარება

სამიზნე ჯგუფებიდროებით ოკუპირებული გალის რაიონის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების (საბავშვო ბაღები), მუსიკალური და სამხატვრო სკოლების პედაგოგები და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი.

საკონტაქტო პირი: ხათუნა შონია 577 09 22 39  

 

3. აფხაზეთის მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამა

პროგრამა ითვალისწინებს ავტორთა გუნდის მიერ მომზადებული შრომების გამოცემას, დოქტორანტურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების დაფინანსებას,  დოქტორის აკადემიური ხარისხის, აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირების მეცნიერული კვლევების გამოქვეყნებას.

პროგრამის მიზანია დოქტორანტების საერთაშორისო აკადემიურ და სამეცნიერო სივრცეში ჩართულობისა და მაღალი კვალიფიკაციის სამეცნიერო ცოდნითა და პედაგოგიური უნარებით აღჭურვილი კადრების მომზადების ხელშეწყობა.

პროგრამის (ქვეპროგრამისდა სერვისის შემადგენელი კომპონენტებიფინანსური დახმარება

სამიზნე ჯგუფები: დოქტორანტურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები, დოქტორის აკადემიური ხარისხის, აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირები.

სამეცნიერო ნაშრომებისა და კონფერენციის მასალების ბეჭდვასთან დაკავშირებული პროექტების ავტორებს სამინისტროში მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტაციის წარდგენა:

    ა) განცხადება მინისტრის სახელზე;

    ბ) სარეკომენდაციო წერილი წარმდგენი დაწესებულებიდან;

    გ) პროექტის თაობაზე შევსებული განაცხადის/ანკეტის ფორმა;

    დ) არანაკლებ ორი რეცენზია გამოსაცემ ნაშრომზე;

    ე) გამოსაცემი ნაშრომის ელექტრონული ვერსია;

    ვ) მონაცემები პროექტის წარმდგენი რეკომენდირებული პირის შესახებ (cv);

    ზ) პირადობის მოწმობის ასლი;

    თ) იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი;

    ი) ინვოისები არანაკლებ ორი გამომცემლობიდან.

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა სტუდენტები რომლებიც ირიცხებიან ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების დოქტორანტურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სამინისტროში მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტაციის წარდგენა:

   ა) განცხადება;

   ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

   გ) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი;

  დ)უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ხელმოწერილი ბეჭდით  დადასტურებული ცნობა სასწავლებლიდან სტუდენტის  სტატუსის თაობაზე;

 ე) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ხელმოწერილი ბეჭდით  დადასტურებული დოკუმენტის დედანი აკადემიური მოსწრების თაობაზე;

   ვ) არსებობის შემთხვევაში სერტიფიკატები, სიგელები;

 

4. წარმატებულ ხელოვანთა და სპორტსმენთა მხარდაჭერა

4.1 „ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემია“

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგში ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი ორ წელიწადში ერთხელ ცხადდება. საკონკურსო ნამუშევრის წარდგენის უფლება აქვს როგორც ფიზიკურ პირს, ასევე სასწავლო დაწესებულებას, შემოქმედებით და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციას, რომელიც  სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგში საქმიანობს. კონკურსში გამარჯვებულს ენიჭება ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება და  დიპლომთან ერთად გადაეცემა ფულადი ჯილდო.

ქვეპროგრამის მიზანია: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგის განვითარების ხელშეწყობა; ხელოვანთა წახალისება, მხარდაჭერა, მოტივაციის ამაღლება და შემოქმედების პოპულარიზაცია.

სამიზნე  ჯგუფები: სახვითი (ფერწერა, ქანდაკება, გრაფიკა)  და გამოყენებითი ხელოვნების დარგში მოღვაწე პირები.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსო ნამუშევარი უნდა წარმოადგინონ სამინისტროში, მიმდინარე წლის 20 ოქტომბრიდან 20 ნოემბრამდე (შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე), შემდეგ დოკუმენტაციასთან ერთად:

ა) საკონკურსო განაცხადი;

ბ) ავტობიოგრაფია;

გ) პირადობის მოწმობის ასლი.

საკონტაქტო  პირი: კახაბერ ძაძამია 555 38 43 49

 

4.2 „ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდია“

ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდია ენიჭებათ საკონკურსო წლისა და წინა სპორტული სეზონის განმავლობაში დადასტურებული სპორტული მიღწევების მქონე ახალგაზრდებს (16-23 წლის ჩათვლით) სპორტის ოლიმპიურ, არაოლიმპიურ და პარალიმპიურ სახეობებში.

ქვეპროგრამის მიზანია : სპორტის განვითარების ხელშეწყობა, ვიქტორ სანეევის სახელის უკვდავყოფა, აფხაზეთიდან დროებით იძულებით გადაადგილებული და  აფხაზეთის სახელით მოასპარეზე ახალგაზრდა, წარმატებული სპორტსმენების წახალისება და მოტივაციის გაზრდა.

სამიზნე ჯგუფები: საქართველოს ეროვნული ან/და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონალური სპორტული ფედერაციების წევრი, აფხაზეთის სახელით მოასპარეზე, აფხაზეთიდან დროებით იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდა, წარმატებული სპორტსმენები.

ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად კომისიაში წარდგენილ განაცხადს უნდა დაერთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) შესაბამისი სპორტული ფედერაციის წარდგინება;

ბ) სიგელები, დიპლომები, ჯილდოები და წარმატების დამადასტურებელი ფოტომასალა;

გ) მწვრთნელის რეკომენდაცია;

დ) კონკურსანტის ავტობიოგრაფია/CV;

ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი;

ვ) დევნილის მოწმობის ასლი.

საკონტაქტო პირი: კახაბერ ძაძამია 555 38 43 49

 

4.3 „ვიტალი დარასელიას სახელობის სტიპენდია“

ვიტალი დარასელიას სახელობის სტიპენდია ენიჭებათ საკონკურსო წლისა და წინა სპორტული სეზონის განმავლობაში დადასტურებული სპორტული მიღწევების მქონე ახალგაზრდებს (16 წლამდე) სპორტის ოლიმპიურ, არაოლიმპიურ და პარალიმპიურ სახეობებში.

ქვეპროგრამის მიზანია: სპორტის განვითარების ხელშეწყობა, ვიტალი დარასელიას სახელის უკვდავყოფა, აფხაზეთიდან დროებით იძულებით გადაადგილებული და აფხაზეთის სახელით მოასპარეზე ახალგაზრდა სპორტსმენთა მხარდაჭერა, წახალისება და მოტივაციის ამაღლება.

სამიზნე ჯგუფები:  აფხაზეთიდან დროებით იძულებით გადაადგილებული და აფხაზეთის სახელით მოასპარეზე 16 წლამდე ახალგაზრდა, პერსპექტიული სპორტსმენები, სპორტის როგორც ინდივიდუალურ ასევე გუნდურ სახეობებში.

ვიტალი დარასელიას სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად კომისიაში წარდგენილ განაცხადს უნდა დაერთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) შესაბამისი სპორტული ფედერაციის წარდგინება (არადევნილი სპორტსმენის შემთხვევაში მითითებული უნდა იყოს, რომ სპორტსმენი შეჯიბრებებზე  აფხაზეთის სახელით გამოდის);

ბ) სიგელები, დიპლომები, ჯილდოები და წარმატების დამადასტურებელი ფოტომასალა;

გ) მწვრთნელის რეკომენდაცია;

დ) კონკურსანტის ავტობიოგრაფია/CV;

ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი;

ვ) დევნილის მოწმობის ასლი (ეს პუნქტი არ ეხება სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში  აფხაზეთის სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს).

საკონტაქტო პირი: კახაბერ ძაძამია 555 38 43 49

 

4.4  „გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია“

გიორგი შარვაშიძის ღვაწლის, დამსახურებისა და  სახელის უკვდავყოფა; ლიტერატურის, ხელოვნების, პუბლიცისტიკისა და მეცნიერების სხვადასხვა მიმართულებით აფხაზეთის თემატიკის აქტუალიზაცია; ხელოვანთა და მეცნიერთა მხარდაჭერა.

სამიზნე ჯგუფები: ლიტერატურის, ხელოვნების, პუბლიცისტიკისა და მეცნიერების დარგში მოღვაწე პირები;

სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებები, შემოქმედებითი და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები.

საკონტაქტო პირი:  სალომე თორია

 

4.5  „გზა გამარჯვებამდე“ (მოტივაციური და საგანმანათლებლო ინიციატივა ახალგაზრდებისთვის)

აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, თვითგანვითარებისა და პიროვნული ზრდის ხელშეწყობა,; წარმატებული სპორტსმენების პირადი მაგალითების გაზიარებით ახალგაზრდების მოტივაციის ამაღლება; 

სამიზნე ჯგუფები: აფხაზეთის საჯარო სკოლების მე-10-12 კლასების მოსწავლეები;

დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები ახალგაზრდები;

აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდა სპორტსმენები.

 

4. კულტურულ ფასეულობათა დაცვა და პოპულარიზაცია

5.1 საგანმანათლებლო შემეცნებითი სემინარები

საგანმანათლებლო და შემეცნებითი სემინარების განხორციელება

ქვეპროგრამის მიზანი: მოსწავლე-ახალგაზრდების და საზოგადოების ფართო ფენების აფხაზეთის თემატიკით დაინტერესება, აფხაზეთის ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით ინფორმირებულობისა და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა.

სამიზნე ჯგუფები:

  • დროებით ოკუპირებული გალის რაიონის საშუალო, აფხაზეთის საჯარო სკოლების და აფხაზეთიდან დევნილი საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები;
  • სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები

საკონტაქტო პირი: ნონა ქარაია 599 71 45 39

 

5.2 ონლაინ კლასი - კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობა

განსხვავებული ფორმატით -&

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ტელეფონი: (+995 32) 214 00 83

ელ.ფოსტა: mofa@abkhazia.gov.ge 

მისამართი: მიხეილ თამარაშვილის ქუჩა №15ა, 0186, თბილისი, საქართველო

 

 

2026 წლის პროგრამები

 

1. მიკრომეწარმეობის ხელშეწყობა

აღწერა: პროგრამა ითვალისწინებს გრანტის გაცემას სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში უკვე დამტკიცებული და სრულად ათვისებული სესხის 25%-ის ოდენობით. 

სამიზნე აუდიტორია:  „მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 12 ივლისის #229 დადგენილებით განსაზღვრული, სსიპ „აწარმოე საქართველოს“ მიერ განხორციელებული, მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარი მეწარმე სუბიექტი, რომელსაც მინიჭებული აქვს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი ან „მეწარმეთა შესახებ“ კანონის საფუძველზე რეგისტრირებული მეწარმე იურიდიული პირი, რომლის 50% ან მეტ წილს ფლობს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მქონე პირი, რომელსაც სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრულ ვადაში სრულად აქვს ათვისებული სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული სესხის სრული ოდენობა. პოტენციური ბენეფიციარი უფლებამოსილია, საგრანტო განაცხადი წარადგინოს სამინისტროში არაუგვიანეს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სესხის დამტკიცებიდან 24 თვის ვადაში.

პოტენციური ბენეფიციარის მიერ ელექტრონული ფორმით წარმოსადგენი დოკუმენტები:

  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან
  • ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ID/პასპორტი) / იურიდიული პირის შემთხვევაში, 50% ან მეტი წილის მფლობელი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ID/პასპორტი)
  • ბენეფიციარის / იურიდიული პირის შემთხვევაში, 50% ან მეტი წილის მფლობელი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • ცნობა სსიპ “აწარმოე საქართველოდან” / მონიტორინგის შედეგის ამსახველი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს „მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში ბენეფიციარის მონაწილეობასა და სესხის თანხის სრულად და მიზნობრივად ათვისებას.
    შენიშვნა: სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სესხის დამტკიცების თარიღისა და სესხის მოცულობის მითითებით.
  • იურიდიული პირის შემთხვევაში, შესაბამისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
    შენიშვნა: წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამასდტურებელიდოკუმენტის წარმოდგენას არ საჭიროებს იურიდიული პირის დირექტორი.
  • საბანკო რეკვიზიტები (ელექტრონული ვერსია);

 

2. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის თხილის შესაწამლი აპარატის თანადაფინანსება

აღწერა: პროგრამა უზრუნველყოფს თხილის შესაწამლი აპარატების შეძენაზე თანადაფინანსებას - ტექნიკის ღირებულების 80%-მდე, ბაღის ზომის მიხედვით.
პროგრამა ხელს უწყობს თხილის მოვლა-მოყვანის გაუმჯობესებას, სარგებლის გაზრდასა და დევნილი ფერმერების ეკონომიკურ გაძლიერებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. თანადაფინანსება გაიცემა ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის სახით, რაც გულისხმობს, ბენეფიციარის მიერ მიმწოდებლისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სრულ ანაზღაურებას და შემდგომ ბენეფიციარისთვის თანადაფინანსების თანხის ანაზღაურებას. 

სამიზნე აუდიტორია: აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებსაც გააჩნიათ ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ შექმნილ თხილის კადასტრში შეტანილი თხილის ბაღი და მონაწილეობა აქვთ მიღებულია(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამაში, შესაბამისად უზრუნველყოფილი იყვნენ სასუქის შესაბამისი ოდენობით და მფლობელობაში გააჩნია ერთიანად ან ჯამურად 0,2 ჰექტრიდან ერთიანად 3 ჰექტრამდე ფართობის, სსიპ – საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი.

პოტენციური ბენეფიციარის მიერ ელექტრონული ფორმით წარმოსადგენი დოკუმენტები:

ა)პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) დევნილის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოდან“  ან ამონაწერი ლიბერთი ბანკიდან, რომ ნამდვილად არის ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის 2025 წლის ბენეფიციარი, ბენეფიციარის ანგარიშზე ასახული ქულების მითითებით;
დ) შესასყიდ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური/იურიდიული პირის მიერ პოტენციური ბენეფიციარისთვის გამოწერილი ინვოისი ქართულ ენაზე.
*ინვოისი გაცემული უნდა იყოს უშუალოდ განაცხადის წარმომდგენ პოტენციურ ბენეფიციარზე და უნდა შეიცავდეს მხარეთა რეკვიზიტებს (საიდენტიფიკაციო კოდი, დასახელება, მისამართი) და ინფორმაციას სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მახასიათებლების შესახებ ( მოდელი, სიმძლავრე, ავზის მოცულობა და სხვა მახასიათებლები).
** სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულება წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში;
*** ინვოისში მითითებული უნდა იყოს მისი მოქმედების ვადა;
ე) საბანკო რეკვიზიტები;
ვ) მიკრო/მცირე/ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსით სარგებლობის შემთხვევაში, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი;

 

3. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის - მოტობლოკის თანადაფინანსება

აღწერა: პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარი იღებს თანადაფინანსებას ახალი მოტობლოკის შესაძენად, რომლის ღირებულების 80%-მდე (არაუმეტეს 1000 ლარის ოდენობით) ფინანსდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ. პროგრამა მოიცავს საქართველოს მთელ ტერიტორიას და მიმართულია მცირე მიწათმოქმედი დევნილების ეკონომიკური აქტიურობისა და თვითდასაქმების წახალისებაზე. თანადაფინანსება გაიცემა ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის სახით, რაც გულისხმობს, ბენეფიციარის მიერ მიმწოდებლისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სრულ ანაზღაურებას და შემდგომ ბენეფიციარისთვის თანადაფინანსების თანხის ანაზღაურებას. ბენეფიციართა თანადაფინანსება ხორციელდება რიგითობის პრინციპით, ქვეპროგრამისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსის სრულ ამოწურვამდე.

სამიზნე აუდიტორია: აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებსაც მფლობელობაში გააჩნიათ ერთიანად ან ჯამურად 0,2 ჰექტრიდან ერთიანად 3 ჰექტრამდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი.

წინაპირობები: პოტენციურ ბენეფიციარს მფლობელობაში უნდა გააჩნდეს სსიპ – საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი ერთიანად ან ჯამურად 0,2 ჰექტრიდან ერთიანად 3 ჰექტრამდე. მფლობელობის ფორმა შეიძლება იყოს:

  • საკუთრება/თანასაკუთრება;
  • იჯარა განაცხადის წარმოდგენიდან სულ მცირე 3 წლის ვადით;

თანადაფინანსების პირობები: პროგრამის ფარგლებში სამინისტროს თანადაფინანსების მოცულობა ერთ ბენეფიციარზე განისაზღვრება:

  • 7 და მეტი ცხენის ძალის სიმძლავრის წვრილღერძიანი (30 მმ-მდე) სასოფლო -სამეურნეო ტექნიკის შესყიდვის შემთხვევაში – ტექნიკის ღირებულების არაუმეტეს 80%, არაუმეტეს 800 ლარის ოდენობით;
  • 7 და მეტი ცხენის ძალის სიმძლავრის მსხვილღერძიანი (30 მმ-დან) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვის შემთხვევაში – ტექნიკის ღირებულების არაუმეტეს 80%, არაუმეტეს 1000 ლარის ოდენობით;

შეზღუდვებიბენეფიციარი იღებს ვალდებულებას შემდგომი კალენდარული წლის ბოლომდე არ გაასხვისოს, გაცვალოს ან საკუთრებაში არ გადასცეს სხვა პირს პროგრამის ფარგლებში შესყიდული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა - მოტობლოკი.

პოტენციური ბენეფიციარის მიერ ელექტრონული ფორმით წარმოსადგენი დოკუმენტები:

ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) დევნილის მოწმობის ასლი;
გ) განაცხადის წარმოდგენის მომენტამდე 1 წლის განმავლობაში განახლებული სსიპ – საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო 0,2 ჰექტრიდან 3 ჰექტრამდე ფართობის (ერთიანად ან ჯამურად) მიწის ნაკვეთის მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი;
დ) შესასყიდ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური/იურიდიული პირის მიერ პოტენციური ბენეფიციარისთვის გამოწერილი ინვოისი ქართულ ენაზე.
*ინვოისი გაცემული უნდა იყოს უშუალოდ განაცხადის წარმომდგენ პოტენციურ ბენეფიციარზე და უნდა შეიცავდეს მხარეთა რეკვიზიტებს (საიდენტიფიკაციო კოდი, დასახელება, მისამართი) და ინფორმაციას სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის - მოტობლოკის მახასიათებლების შესახებ ( მოდელი, სიმძლავრე, ღერძის ზომა და სხვა მახასიათებლები).
** სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულება წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში;
*** ინვოისში მითითებული უნდა იყოს მისი მოქმედების ვადა;
ე) საბანკო რეკვიზიტები;
ვ) მიკრო/მცირე/ფიქსირებული გადასახდის გადამხდელის სტატუსით სარგებლობის შემთხვევაში, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი

 

4. ბიზნეს პროცესების მართვის პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის თანადაფინანსება

აღწერა: პროგრამის ფარგლებში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ ბიზნეს პროცესების მართვის პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის თანადაფინანსება. მხარდაჭერა მოიცავს შესაბამისი პროგრამის შეძენისა და დანერგვის ხარჯების თანადაფინანსებას, რაც მიზნად ისახავს საწარმოო და საოპერაციო პროცესების გაუმჯობესებას, რესურსების ეფექტიან მართვას და ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ზრდას.თანადაფინანსება გაიცემა ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის სახით, რაც გულისხმობს, ბენეფიციარის მიერ მიმწოდებლისთვის პროგრამული უზრუნველყოფის სრულ ანაზღაურებას და შემდგომ ბენეფიციარისთვის თანადაფინანსების თანხის ანაზღაურებას. ბენეფიციართა თანადაფინანსება ხორციელდება რიგითობის პრინციპით, ქვეპროგრამისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსის სრულ ამოწურვამდე.
თანადაფინანსება გრანტების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად არ მიიჩნევა გრანტად და მასზე არ ვრცელდება შესაბამისი საგადასახადო შეღავათები.

სამიზნე აუდიტორია: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმე, რომელსაც მინიჭებული აქვს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებული პირის- დევნილის სტატუსი ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი (გარდა არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირისა), რომლის 50% ან მეტ წილს ფლობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებული პირი;

წინაპირობები: პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის თანადაფინანსების კომპონენტით გათვალისწინებული თანადაფინანსების მისაღებად პოტენციური ბენეფიციარი უნდა აკმაყოფილებდეს ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა პირობას:

  • საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმე;
  • ახორციელებს სამეწარმეო/ბიზნეს საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ფორმით;
  • წარმოადგენს მიკრო, მცირე ან საშუალო ბიზნეს სუბიექტს, რომლის საქმიანობაც საჭიროებს ცალკეული ბიზნეს პროცესების მართვის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებას;
  • წარმოადგენს მოქმედ საწარმოს/ბიზნეს სუბიექტს, რომელსაც გააჩნია ფაქტობრივი ოპერაციული საქმიანობა განაცხადის წარდგენის მომენტისთვის;
  • არ იმყოფება ლიკვიდაციის, გაკოტრების ან საქმიანობის შეჩერების რეჟიმში;
  • არ აქვს სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ვადაგადაცილებული საგადასახადო ან სხვა საჯარო დავალიანება.
  • განაცხადის წარდგენამდე 1 კალენდარული წლის განმავლობაში, ბიზნეს სუბიექტის ბრუნვა არ არის 10 000 ლარზე ნაკლები და არ აღემატება 100 000 ლარს.

თანადაფინანსების პირობები: ბიზნეს პროცესების მართვის პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში თანადაფინანსება გაიცემა პროგრამული უზრუნველყოფის პაკეტისა და მისი დანერგვის მომსახურების შესყიდვის დაფინანსების მიზნით, არაუმეტეს სერვისის ღირებულების 80%, არაუმეტეს 2000 ლარის ოდენობით;

პროგრამული უზრუნველყოფა შეიძლება მოიცავდეს შემდეგ მიმართულებებს (ცალკეულად ან კომბინირებულად):

  • ფინანსური აღრიცხვისა და ბუღალტრული მართვის პროგრამული გადაწყვეტები;
    • მარაგებისა და საწყობის მართვის პროგრამული უზრუნველყოფა;
    • გაყიდვებისა და შეკვეთების მართვის სისტემები;
    • შესყიდვებისა და მიმწოდებლებთან ურთიერთობის მართვის პროგრამული გადაწყვეტები;
    • მომხმარებელთა მომსახურებისა და ურთიერთობის მართვის ციფრული ინსტრუმენტები;
    • სამუშაო პროცესებისა და ოპერაციული დაგეგმვის პროგრამული გადაწყვეტებს.
    ქვეპროგრამის კომპონენტის ფარგლებში არ ფინანსდება სასტუმროს მართვის პროგრამული უზრუნველყოფა.

პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის თანმდევი მომსახურებები მოიცავს:

  • სისტემის საწყის კონფიგურაციასა და ბენეფიციარის საქმიანობის სპეციფიკაზე მორგებას;
  • ფუნქციურ პარამეტრიზაციასა და სამუშაო პროცესებზე ადაპტაციას;
  • არსებული მონაცემების ასახვასა და სტრუქტურირებას;
  • მომხმარებლების ტრენინგს და საკონსულტაციო მომსახურებას;
  • სატესტო რეჟიმში გაშვებასა და ექსპლუატაციაში მიღებას;

პროგრამის ფარგლებში არ ფინანსდება:

  • კომპიუტერული ტექნიკის, სერვერების, პერიფერიული მოწყობილობებისა და სხვა ფიზიკური აქტივების შეძენა;
  • ინტერნეტისა და სატელეკომუნიკაციო მომსახურების ხარჯები;
  • ზოგადი IT მომსახურება, რომელიც არ უკავშირდება უშუალოდ პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვას;
  • ვებგვერდის შექმნა, დიზაინი და ციფრული მარკეტინგის მომსახურებები;
  • დომენის, ჰოსტინგისა და სხვა მსგავსი მომსახურებების შესყიდვა;
  • პროგრამული უზრუნველყოფის განახლება, რომელიც არ უკავშირდება პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ დანერგვას;
  • ტექნიკური მხარდაჭერის ღირებულება;
  • ნებისმიერი სხვა ხარჯი, რომელიც არ არის უშუალოდ დაკავშირებული პროგრამული უზრუნველყოფის ფუნქციონალურ დანერგვასთან.

პოტენციური ბენეფიციარის მიერ ელექტრონული ფორმით წარმოსადგენი დოკუმენტები:

ა) განაცხადის შემოტანამდე 1 თვით ადრე განახლებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ID/პასპორტი) / იურიდიული პირის შემთხვევაში, 50% ან მეტი წილის მფლობელი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ID/პასპორტი);
გ) ბენეფიციარის / იურიდიული პირის შემთხვევაში, 50% ან მეტი წილის მფლობელი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) ცნობა სსიპ შემოსავლების სამსახურიდან საგადასახადო დავალიანების შესახებ;
ე) შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობა შესაბამისი პერიოდის საკონტროლო-სალარო აპარატის ბრუნვის შესახებ ან/და კომერციული ბანკის მიერ გაცემული ცნობა შესაბამისი პერიოდის განმავლობაში კომერციული საქმიანობით მიღებული შემოსავლის შესახებ;
ვ) ცნობა მოვალეთა რეესტრიდან სახელმწიფოს წინაშე დავალიანების არ ქონის თაობაზე;
ზ) მიკრო/მცირე/ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსით სარგებლობის შემთხვევაში, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) შესასყიდ პროგრამულ უზრუნველყოფაზე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური/იურიდიული პირის მიერ პოტენციური ბენეფიციარისთვის გამოწერილი ინვოისი ქართულ ენაზე;
ი) ბენეფიციარის საბანკო რეკვიზიტები.

 

5. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის საოჯახო და მცირე ზომის სასტუმროების მართვის პროგრამული უზრუნველყოფის თანადაფინანსება

აღწერათანადაფინანსების ფარგლებში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ თანადაფინანსება საოჯახო და მცირე ზომის სასტუმროების მართვის პროგრამული უზრუნველყოფის შესაძენად. მხარდაჭერა მოიცავს შესაბამისი პროგრამის შეძენისა და დანერგვის ხარჯების თანადაფინანსებას, რაც მიზნად ისახავს განთავსების ობიექტების მართვის ეფექტიანობის, სერვისის ხარისხისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას. თანადაფინანსება გაიცემა ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის სახით, რაც გულისხმობს, ბენეფიციარის მიერ მიმწოდებლისთვის პროგრამული უზრუნველყოფის სრულ ანაზღაურებას და შემდგომ ბენეფიციარისთვის თანადაფინანსების თანხის ანაზღაურებას. ბენეფიციართა თანადაფინანსება ხორციელდება რიგითობის პრინციპით, ქვეპროგრამისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსის სრულ ამოწურვამდე.
თანადაფინანსება გრანტების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად არ მიიჩნევა გრანტად და მასზე არ ვრცელდება შესაბამისი საგადასახადო შეღავათები.

სამიზნე აუდიტორია: „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი ან ამავე კანონის საფუძველზე რეგისტრირებული მეწარმე იურიდიული პირი, რომლის 50% ან მეტ წილს ფლობს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მქონე პირი და რომელიც ოპერირებს ტურისტულ სექტორში, საოჯახო ან მცირე ზომის სასტუმროს (არაუმეტეს 10 ნომრისა) სახით და რომელთანაც პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია გაფორმდეს თანადაფინანსების ხელშეკრულება;

წინაპირობები: პოტენციურ ბენეფიციარს მფლობელობაში უნდა გააჩნდეს სსიპ – საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ის უძრავი ქონება, სადაც განთავსებულია საოჯახო ან მცირე ზომის სასტუმრო (არაუმეტეს 10 ნომრისა). მფლობელობის ფორმა შეიძლება იყოს:

  • საკუთრება/თანასაკუთრება;
  • იჯარა განაცხადის წარმოდგენიდან სულ მცირე 3 წლის ვადით;

თანადაფინანსების პირობები: სამინისტროს თანადაფინანსების მოცულობა ერთ ბენეფიციარზე განისაზღვრება:

ა) 5 ნომრამდე სასტუმროს შემთხვევაში არაუმეტეს 80%, არაუმეტეს 1500 ლარის ოდენობით;
ბ) 5-დან 10 ნომრამდე არაუმეტეს 80%, მაგრამ არაუმეტეს 1800 ლარის ოდენობით;

პოტენციური ბენეფიციარის თანამონაწილეობას შეიძლება წარმოადგენდეს საკუთარი ფულადი სახსრები ან სესხი.

პოტენციური ბენეფიციარის მიერ ელექტრონული ფორმით წარმოსადგენი დოკუმენტები:

ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ID/პასპორტი) / იურიდიული პირის შემთხვევაში, 50% ან მეტი წილის მფლობელი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ID/პასპორტი);
გ) ბენეფიციარის / იურიდიული პირის შემთხვევაში, 50% ან მეტი წილის მფლობელი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) განაცხადის წარმოდგენის მომენტამდე 1 წლის განმავლობაში განახლებული სსიპ – საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ქონების მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი.
მფლობელობის ფორმებია:

  • საკუთრება/თანასაკუთრება;
  • იჯარა განაცხადის წარმოდგენიდან სულ მცირე 3 წლის ვადით;

ე) მიკრო/მცირე/ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსით სარგებლობის შემთხვევაში, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) შესასყიდ პროგრამულ უზრუნველყოფაზე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური/იურიდიული პირის მიერ პოტენციური ბენეფიციარისთვის გამოწერილი ინვოისი ქართულ ენაზე;
ზ) ბენეფიციარის საბანკო რეკვიზიტები.

 

6. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის პესტიციდებისა და აგროქიმიკატების თანადაფინანსება

აღწერა: პესტიციდებისა და აგროქიმიკატების თანადაფინანსება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებზე გაიცემა 500 ლარი/1 ჰა პროპორციით (მინიმუმ 100 ლარი, მაქსიმუმ 1500 ლარი). ბენეფიციარს შეუძლია თანხის მიღება წელიწადში მაქსიმუმ 3 ტრანშად, თითოეული ტრანშის შემთხვევაში, შესყიდვის ღირებულების არაუმეტეს 80%-ის ფარგლებში.
თანადაფინანსება გაიცემა ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის სახით, რაც გულისხმობს, ბენეფიციარის მიერ მიმწოდებლისთვის პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სრულ ანაზღაურებას და შემდგომ ბენეფიციარისთვის თანადაფინანსების თანხის ანაზღაურებას. ბენეფიციართა თანადაფინანსება ხორციელდება რიგითობის პრინციპით, ქვეპროგრამისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსის სრულ ამოწურვამდე.

სამიზნე აუდიტორია: აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებსაც მფლობელობაში გააჩნიათ ერთიანად ან ჯამურად 0,2 ჰექტრიდან ერთიანად 3 ჰექტრამდე ფართობის, სსიპ – საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი.

წინაპირობები: პოტენციურ ბენეფიციარს მფლობელობაში უნდა გააჩნდეს სსიპ – საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო (ერთიანად ან ჯამურად) 0,2 ჰექტრიდან (ერთიანად) 3 ჰექტრამდე ფართობის მიწის ნაკვეთ(ებ)ი, რომელზეც გაშენებულია ერთწლიანი ან/და მრავალწლიანი კულტურები. მფლობელობის ფორმა შეიძლება იყოს:


ა) საკუთრება/თანასაკუთრება;
ბ) იჯარა განაცხადის წარმოდგენიდან სულ მცირე 3 წლის ვადით;


თანადაფინანსების პირობები: აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის პესტიციდებისა და აგროქიმიკატების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში თანადაფინანსების ლიმიტის მოცულობა ერთ ბენეფიციარზე განისაზღვრება - 500 ლარით ყოველ 1 ჰა მიწის ნაკვეთზე პროპორციით, შესაბამისად მინიმუმ 100 და მაქსიმუმ 1500 ლარის ოდენობით. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის პესტიციდებისა და აგროქიმიკატების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში ბენეფიციარს თანადაფინანსების მიღება შეუძლია მაქსიმუმ 3 ტრანშად კალენდარული წლის განმავლობაში. ლიმიტის ფარგლებში, თითოეული ტრანშის მოცულობა განისაზღვრება ბენეფიციარის მიერ ერთი შესყიდვის ფარგლებში შეძენილი პესტიციდებისა ან/და აგროქიმიკატების არაუმეტეს 80%-ის ოდენობით.

პოტენციური ბენეფიციარის მიერ ელექტრონული ფორმით წარმოსადგენი დოკუმენტები:

ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) დევნილის მოწმობის ასლი;
გ) განაცხადის წარმოდგენის მომენტამდე 1 წლის განმავლობაში განახლებული სსიპ – საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო 0,2 ჰექტრიდან 3 ჰექტრამდე ფართობის (ერთიანად ან ჯამურად) მიწის ნაკვეთის მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი:
მფლობელობის ფორმებია:
საკუთრება/თანასაკუთრება;
იჯარა განაცხადის წარმოდგენიდან სულ მცირე 3 წლის ვადით;
დ) პირველი ტრანშით შესასყიდ პესტიციდებსა ან/და აგროქიმიკატებზე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური/იურიდიული პირის მიერ პოტენციური ბენეფიციარისთვის გამოწერილი ინვოისი ქართულ ენაზე.
*ინვოისი გაცემული უნდა იყოს უშუალოდ განაცხადის წარმომდგენ პოტენციურ ბენეფიციარზე, უნდა შეიცავდეს მხარეთა რეკვიზიტებს (საიდენტიფიკაციო კოდი, დასახელება, მისამართი) და ინფორმაციას პესტიციდების და აგროქიმიკატების  მახასიათებლების შესახებ ( მწარმოებელი, ქიმიური დასახელება, შემადგენლობა, რაოდენობა/მოცულობა/ზომის ერთეული და სხვა მახასიათებლები).
** პესტიციდების და აგროქიმიკატების  ღირებულება წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში;
*** ინვოისში მითითებული უნდა იყოს მხოლოდ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ჩამონათვალი;
ე) საბანკო რეკვიზიტები (ელექტრონული ვერსია);
ვ) მიკრო/მცირე/ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსით სარგებლობის შემთხვევაში, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი;

 

სსიპ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის“ პროგრამები

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო

ტელეფონი: 143 (ზარი უფასოა), (+995 32) 223 40 20

ელ.ფოსტა: justice@abkhazia.gov.ge

მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი №17ე, 0186, თბილისი, საქართველო

 

2026 წლის პროგრამები

სამშვიდობო ინიციატივები, სამოქალაქო ინტეგრაცია, ნდობის აღდგენის მხარდაჭერა და დილოგისკენ მიმართული შესაძლებლობების გაძლიერება

პროგრამა ითვალისწინებს: სხვადასხვა არაფორმალური საგანმანათლებლო, პროფესიული, კულტურული და სხვა  აქტივობების (საინფორმაციო კამპანიები, კონკურსები, ვებინარები, სამშვიდობო დისკუსიები, კონფერენციები, კვლევები, ტრენინგები, სასწავლო კურსები, გამოფენები, ბეჭდვითი მასალა და სხვა)  განხორციელება.

პროგრამის მიზანია: აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების სამოქალაქო საზოგადოების ინტეგრაციის მხარდაჭერა; შერიგებაზე, დევნილთა საჭიროებებზე ორიენტირებული სხვადასხვა მიმართულების პროექტების განხორციელების ხელშეწყობა.

სამიზნე ჯგუფი: აფხაზეთიდან დევნილის სტატუსის მქონე და აფხაზეთის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირები, საზღვარგარეთ მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი თანამემამულეები.

 

1. მშვიდობისა და ნდობის აღდგენის მხარდაჭერა

ქვეპროგრამა ითვალისწინებს: ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით, სამშვიდობო პროცესების გააქტიურებას; კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის კომუნიკაციისა  და ურთიერთობების გაძლიერებას; მხარეებს შორის კონფლიქტის შედეგად წარმოქმნილი და ხელოვნურად გაღვივებული გაუცხოების დაძლევასა და დიალოგის მხარდაჭერას;  პრაგმატული მნიშვნელობის საკითხებზე თანამშრომლობის გაღრმავებას სამოქალაქო სექტორის სხვადასხვა ჯგუფების ჩართულობით.

ქვეპროგრამის მიზანია:

  • ქართული და აფხაზური საზოგადოებების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება
  • შერიგების, ნდობის აღდგენისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესებში აკადემიური წრეების, სამოქალაქო სექტორის, სახელმწიფო სტრუქტურების, საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება
  • ქართულ და აფხაზურ საზოგადოებებს შორის დიალოგის ხელშეწყობა და კომუნიკაციის გაძლიერება
  • სახალხო დიპლომატიის, როგორც სამოქალაქო ინტეგრაციის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის გააქტიურება
  • აფხაზეთიდან დევნილის სტატუსის მქონე და აფხაზეთის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები ახალგაზრდების ინიციატივებისა და ჩართულობის ხელშეწყობა
  • ახალგაზრდობის, მათ შორის მოხალისეთა ჩართულობის გაძლიერება სამშვიდობო პროცესებში
  • ევროპული სამშვიდობო და უსაფრთხოების პოლიტიკის გამოცდილების გაზიარება
  • ციფრული დიპლომატიისა და მედიის, როგორც სამშვიდობო რესურსის მხარდაჭერა
  • სოციალური ან/და საინფორმაციო მხარდაჭერა კონკრეტული სამიზნე ჯგუფებისათვის
  • ობიექტური და რეალური ინფორმაციის გაცვლისა და ახლებური ტიპის დიალოგის მხარდაჭერა
  • ქართულ-აფხაზური საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლებისა და ისტორიული ფიგურების პოპულარიზაცია
  • ჰუმანიტარული, სოციალურ-ეკონომიკური, კვლევითი, სამართლებრივი, საგანმანათლებლო, კულტურული და სხვა პროექტების განხორციელების ხელშეწყობა
  • ჩატარებული კვლევების საფუძველზე დევნილთა საჭიროებებისა და ინტერესების იდენტიფიცირება, რაც საფუძვლად დაედება სამინისტროს შემდგომ სამოქმედო გეგმას
  • კონკურსებისა და ღონისძიებების მეშვეობით აფხაზეთის თემის პოპულარიზაცია და ამ პროცესში ჩართული მონაწილეების წახალისება
  • აფხაზეთიდან დევნილი საზოგადო მოღვაწეებისა და ღვაწლმოსილი პირების წახალისება და მათი ღვაწლის საზოგადოებრივი აღიარება
  • ქართულ-აფხაზური საერთო ისტორიის, ტრადიციებისა და კულტურის პოპულარიზაცია

სამიზნე ჯგუფი: აფხაზეთიდან დევნილის სტატუსის მქონე და აფხაზეთის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირები.

 

2. სამოქალაქო ინტეგრაცია და დევნილ ემიგრანტთა მხარდაჭერა

ქვეპროგრამა ითვალისწინებს: კონფლიქტით გაყოფილი საზოგადოების ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით,  შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობას; ქართულ და აფხაზურ საზოგადოებებს შორის კონსტრუქციული ურთიერთობების ფორმირებისა და განვითარებისათვის, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას და საზოგადოებრივი აქტივობის ზრდას; უცხოეთში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების  ჩართულობით,  ქართულ-აფხაზური დიალოგის ხელშეწყობასა და ქართულ-აფხაზური საერთო ტრადიციებისა და ფასეულობების პოპულარიზაციას.

ქვეპროგრამის მიზანია:

  • აფხაზეთიდან დევნილის სტატუსის მქონე და აფხაზეთის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერა
  • ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების ფარგლებში სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა
  • ბენეფიციართა შესაძლებლობების გაძლიერება კომპეტენციის ამაღლების, აქტიური მოქალაქეობისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარების გზით
  • ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლება
  • აფხაზეთიდან დევნილის სტატუსის მქონე და აფხაზეთის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების სამართლებრივი საკითხების უზრუნველყოფის მხარდაჭერა
  • საინფორმაციო და სოციალური მხარდაჭერა კონკრეტული სამიზნე ჯგუფებისათვის
  • ცნობიერების ამაღლება ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებზე
  • სახალხო და ციფრული დიპლომატიის რესურსის გააქტიურება ნდობის აღდგენისა და შერიგებისთვის
  • დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა
  • აფხაზეთიდან დევნილის სტატუსის მქონე, აფხაზეთის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები და ემიგრაციაში მყოფი აფხაზეთის თემატიკით დაინტერესებული პირების ინიციატივებისა და საქმიანობის მხარდაჭერა
  • დევნილ ქალთა როლის გაძლიერება ინტეგრაციისა და ნდობის აღდგენის პროცესში
  • მოხალისეობრივი საქმიანობის ხელშეწყობა
  • დეოკუპაციისა და არაღიარების სახელმწიფო პოლიტიკის მხარდაჭერა
  • დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის გაღრმავება და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება
  • უცხოეთში მცხოვრები დევნილი თანამემამულეებისა და უცხოეთში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ჩართულობის მხარდაჭერა სამშვიდობო პროცესებში
  • ქართულ-აფხაზური საერთო ისტორიის, ტრადიციებისა და კულტურის პოპულარიზაცია

სამიზნე ჯგუფი: აფხაზეთიდან დევნილის სტატუსის მქონე და აფხაზეთის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირები, საზღვარგარეთ მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი თანამემამულეები.