აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრმა ალიონა ჩხოტუამ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა თეა ჯუღელმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
დოკუმენტი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინიციატივების განხორციელებას, ასევე სამოქალაქო ინტეგრაციისა და ნდობის აღდგენის მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.
 
მემორანდუმის ფარგლებში მხარეები დაგეგმავენ საჯარო ლექციებს, შეხვედრებსა და კონფერენციებს, ასევე ხელს შეუწყობენ აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტების სხვადასხვა პროექტებში აქტიურ ჩართულობას.
 
თანამშრომლობა მიზნად ისახავს ახალგაზრდების გააქტიურებას, ცოდნის გაზიარებასა და იმ საკითხებზე მუშაობას, რომლებიც აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოებისთვის აქტუალური და მნიშვნელოვანია.
ქალთა კვირეულის ფარგლებში დევნილ ქალბატონებს უფასო სამედიცინო მომსახურება გაეწიათ

ქალთა კვირეულის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით და ჩაჩავას კლინიკის მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილ ქალბატონებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.

აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ბენეფიციარებმა მიიღეს კვალიფიციური გინეკოლოგიური კონსულტაცია და სხვადასხვა პროფილური სამედიცინო მომსახურება. 

სამედიცინო აქციის მიმდინარეობის პროცესს აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მანონა გეჯუა და კლინიკის სამედიცინო ხელმძღვანელი ლეილა ნადარეიშვილი ესწრებოდნენ.

გიორგი ჯინჭარაძემ 100 წელს გადაცილებულ დევნილ ქალბატონებს ქალთა დღესასწაულები მიულოცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, ქალთა კვირეულის ფარგლებში, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან და აფხაზეთის მთავრობის აპარატის უფროს გიორგი სუთიძესთან ერთად, იმერეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც 100 წელს გადაცილებულ დევნილ ქალბატონებს დედის დღე და ქალთა საერთაშორისო დღე პირადად მიულოცა.

მთავრობის თავმჯდომარე და მინისტრი ქალბატონებს სახლში ეწვივნენ, მათ მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა და სითბო გამოხატეს და სადღესასწაულო საჩუქრები გადასცეს.

გიორგი ჯინჭარაძის თქმით, 100 წელს გადაცილებული ქალბატონები არიან ცოცხალი მემატიანეები და სიმბოლოები იმ გამძლეობისა, რაც აფხაზეთიდან დევნილ საზოგადოებას ახასიათებს. მსგავსი ღონისძიებები კი მიზნად ისახავს დევნილი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი უფროსი თაობის მიმართ მუდმივი ზრუნვისა და თანადგომის გამოხატვას.

„მქონდა პატივი 8 მარტი მიმელოცა ორი გამორჩეული ქალბატონისთვის, რომლებიც 100 წელს არიან გადაცილებული. ჩვენი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა, რომ ჩვენმა ქალბატონებმა მუდმივად იგრძნონ ჩვენი მხარდაჭერა და გვერდში დგომა“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით, ქალთა კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა სადღესასწაულო და საქველმოქმედო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა.

ქალთა კვირეულის ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილი მეწარმე ქალბატონების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

ქალთა კვირეულის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, 8 მარტს კომპანია "გუდვილის“ ტერიტორიაზე აფხაზეთიდან დევნილი მეწარმე ქალბატონების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში კომპანია "გუდვილს" და სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც დევნილ მეწარმეებს ახალ შესაძლებლობას აძლევს - კვირაში ორი დღის განმავლობაში "გუდვილის" სივრცეში განათავსონ და გაყიდონ საკუთარი პროდუქცია.
 
გამოფენა-გაყიდვას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა, განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გოგიტა თედორაძე და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მიხეილ ანჩაბაძე ესწრებოდნენ.
 
მსგავსი ღონისძიებები მიზნად ისახავს დევნილი ქალებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას, მათი სამეწარმეო საქმიანობის განვითარების ხელშეწყობას და ეკონომიკურ პროცესებში მათ აქტიურ ჩართულობას.
გიორგი ჯინჭარაძემ გენერალ-მაიორ გენო ადამიას ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს ეროვნულ გმირს, გენერალ-მაიორ გენო ადამიას დღეს 90 წელი შეუსრულდებოდა. ამ დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად ზუგდიდში, საქართველოს ეროვნული გმირების პარკში იმყოფებოდა, სადაც ეროვნული გმირის ბიუსტი ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

გენერალ-მაიორი გენო ადამია 1993 წლის 28 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან მეორე დღეს, მდინარე კელასურის ხიდთან დაიღუპა, როდესაც ის თანამებრძოლებთან ერთად ამ მიმართულებით პოზიციის გასამაგრებლად გაემართა.

2020 წლის 22 სექტემბერს გენო ადამიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I და III ხარისხის ორდენებით.

აფხაზეთიდან დევნილ ქალბატონებს ზუგდიდში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

ქალთა კვირეულის ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილ ქალბატონებს ზუგდიდში, სამედიცინო ცენტრ "აფხაზეთის“ ზუგდიდის ფილიალში, უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.

გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ბესიკ კუსიდისთან ერთად გაეცნო.

ღონისძიების ფარგლებში დევნილ ბენეფიციარებს ულტრასონოგრაფიული და ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდათ. ადგილობრივი და თბილისიდან მიწვეული ექიმ-სპეციალისტების უფასო კონსულტაციით ჯამში ორმოცდაათამდე პაციენტმა ისარგებლა.
  
ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, აფხაზეთის სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორი ნათია ფარცვანია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთიდან დევნილ ქალბატონებს ზუგდიდში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

ქალთა კვირეულის ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილ ქალბატონებს ზუგდიდში, სამედიცინო ცენტრ "აფხაზეთის“ ზუგდიდის ფილიალში, უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.

გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ბესიკ კუსიდისთან ერთად გაეცნო.

ღონისძიების ფარგლებში დევნილ ბენეფიციარებს ულტრასონოგრაფიული და ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდათ. ადგილობრივი და თბილისიდან მიწვეული ექიმ სპეციალისტების უფასო კონსულტაციით ჯამში ორმოცდაათამდე ბენეფიციარმა ისარგებლა.

"აფხაზეთის მთავრობის მიერ ორგანიზებული ქალთა კვირეულის ფარგლებში სამედიცინო ცენტრ „აფხაზეთის“ ზუგდიდის ფილიალში დევნილი ქალბატონებისათვის მოწვეული სპეციალისტების მიერ ხორციელდება უფასო კვლევები, აღნიშნული კვლევები მნიშვნელოვანია დაავადებების ადრეული დიაგნოსტირებისა და მათი შემდეგი გართულებების პრევენციისთვის, გარდა ამისა, ბენეფიციარებს საჭიროების შემთხვევაში დაუფინანსდებათ დამატებითი კვლევები, რომელიც დანიშნული იქნება სპეციალისტების მიერ, მინდა მივულოცო ქალბატონებს  ქალთა საერთაშორისო დღე, ვუსურვებ ბედნიერებას და ჯანმრთელობას“, - განაცხადა ბესიკ კუსიდიმ.

ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, აფხაზეთის სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორი ნათია ფარცვანია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გიორგი ჯინჭარაძე - დარწმუნებული ვარ, რომ ის იდეა, რომლის გამოც თავი გაწირა ჟიული შარტავამ, იქნება აღსრულებული, ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთში

საქართველოს ეროვნულ გმირს ჟიული შარტავას 82 წელი შეუსრულდებოდა. ამ დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის რწმუნებულ დავით ვერავასთან, აფხაზეთის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ზუგდიდში, საქართველოს ეროვნული გმირების პარკში, ჟიული შარტავას ბიუსტი ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

„დღეს პატივი მივაგეთ ჟიული შარტავას ხსოვნას. ეს იყო ადამიანი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე მიუძღვნა სამშობლოს, მიუძღვნა აფხაზეთს. მისი თავგანწირვა, მისი თავდადება არის მაგალითი თუ როგორ უნდა იცხოვროს ქართველმა ადამიანმა.

დარწმუნებული ვარ, რომ ის იდეა, რომლის გამოც თავი გაწირა ჟიული შარტავამ, იქნება აღსრულებული, ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთში და საქართველო იქნება ერთიანი, თავისუფალი და ძლიერი“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

საქართველოს ეროვნული გმირი ჟიული შარტავა 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღეს დახვრიტეს. 2004 წელს მას ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ჩაჩავას კლინიკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ჩაჩავას კლინიკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ბესიკ კუსიდიმ და ჩაჩავას კლინიკის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ქეთევან გოცირიძემ მოაწერეს.

მემორანდუმი, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთათვის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მათ საჭიროებაზე მორგებული სხვადასხვა ღონისძიებების შეთავაზებას ითვალისწინებს. დევნილი მოქალაქეები მიიღებენ სამედიცინო ამბულატორიულ მომსახურებას სხვადასხვა მიმართულებით სხვადასხვა პროფილის ექიმებთან. 

„ჩვენი პრიორიტეტი მოქალაქეებზე ზრუნვაა, მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა ნიშნავს ათეულობით გადარჩენილ სიცოცხლეს და პრევენციას მოხდეს ადრეულ სტადიაში დაავადებების დიაგნოსტირება. კერძო სექტორის ჩართულობა და მათი სოციალური პასუხისმგებლობის გაზიარება ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია. ჩაჩავას კლინიკასთან მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს, მათი მაღალკვალიფიციური მედიკოსების დახმარებით და სამინისტროს ჩართულობით, არაერთ მოქალაქეს გაეწია სამედიცინო დახმარება, ამ მიმართულებით მუშაობას აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს გუნდი კვლავაც გააგრძელებს“, - განაცხადა ბესიკ კუსიდიმ.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მანონა გეჯუა, კლინიკის საოპერაციო დირექტორი თეა ჩხაიძე, ცენტრის სამედიცინო ხელმძღვანელი, კლინიკური მენეჯერი ლეილა ნადარეიშვილი და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების დასასრულს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ჩაჩავას კლინიკის მედიკოსებს შეხვდა.

აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი №5 (ქალთა) პენიტენციურ დაწესებულებაში დევნილ ქალ მსჯავრდებულებს შეხვდა
ქალთა კვირეულის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა №5 (ქალთა) პენიტენციურ დაწესებულებაში დევნილ ქალ მსჯავრდებულებს შეხვდა და საგაზაფხულო დღესასწაულები მიულოცა.
 
მინისტრმა ქალებს სიმბოლური საჩუქრები და ყვავილები გადასცა. შეხვედრისას ალიონა ჩხოტუამ მათ სამინისტროს საქმიანობა და ის მიმართულებები გააცნო, რომლებიც დევნილი მსჯავრდებულების მხარდაჭერასა და მათი რესოციალიზაციის ხელშეწყობას უკავშირდება. საუბარი შეეხო ასევე სამინისტროს მიერ დაგეგმილ სამომავლო პროექტებსაც.
 
“დღეს №5 პენიტენციურ დაწესებულებაში მოვინახულეთ აფხაზეთიდან დევნილი ქალი მსჯავრდებულები და მათ ქალთა და დედის დღე მივულოცეთ. ასეთ დღეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ქალმა იგრძნოს ყურადღება და მხარდაჭერა. ჩვენი სამინისტრო აქტიურად მუშაობს დევნილი მსჯავრდებულების რესოციალიზაციასა და რეაბილიტაციაზე ორიენტირებულ პროექტებზე, რათა მათ საზოგადოებაში ღირსეული დაბრუნებისა და ინტეგრაციის მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ", - განაცხადა ალიონა ჩხოტუამ.
 
ღონისძიებაზე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის მომღერლებმა ქალი მსჯავრდებულებისთვის მოკლე საკონცერტო პროგრამა შეასრულეს.
 
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის პირველი მოადგილე ბორის გაბუნია, მინისტრის მოადგილე ელენე არდაზიშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი ნიკა აბრამიშვილი და სამინისტროს წარმომადგენლები.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთიდან დევნილ მეწარმე ქალებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ თენგიზ ნასარიძესთან ერთად საოჯახო სამხატვრო გალერეაში, აფხაზეთიდან დევნილ მეწარმე ქალებს შეხვდა.

შეხვედრაზე გიორგი ჯინჭარაძემ მეწარმე ქალბატონებს მარტის თვის დღესასწაულები მიულოცა და გალერეაში წარმოდგენილი ხელნაკეთი ნამუშევრები დაათვალიერა. აღსანიშნავია, რომ საოჯახო სამხატვრო გალერეა ახლახან გაიხსნა, სადაც აფხაზეთიდან დევნილ მეწარმეებს მუდმივად ექნებათ შესაძლებლობა განათავსონ და გაყიდონ საკუთარი პროდუქცია.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა თენგიზ ნასარიძემ, აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გოგიტა თედორაძემ და საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიმართეს.

მთავრობის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას დევნილი მეწარმეების ხელშეწყობაზე და მათი ეკონომიკური დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ასევე ყურადღება გაამახვილა იმ პროექტებსა და პროგრამებზე, რომელსაც აფხაზეთის მთავრობა დევნილი ქალი მეწარმეების გაძლიერებისა და ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს.

ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის წევრები, საკანონმდებლო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი ქალბატონები, ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, ქალთა კვირეულის ფარგლებში გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავს დევნილი ქალებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას, მათი საქმიანობის განვითარების ხელშეწყობას და ეკონომიკურ პროცესებში აქტიურ ჩართვას.

ქალთა კვირეულის ფარგლებში, აფხაზეთის მთავრობისა და მისი სტრუქტურების ორგანიზებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სახის აქტივობები გაიმართება.

გიორგი ჯინჭარაძე და თენგიზ ნასარიძე აფხაზეთიდან დევნილ მეწარმე ქალებს შეხვდნენ
 
ქალთა კვირეულის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, 4 მარტს საოჯახო სამხატვრო გალერეაში აფხაზეთიდან დევნილ მეწარმე ქალებთან შეხვედრა გაიმართა.
 
აღსანიშნავია, რომ საოჯახო სამხატვრო გალერეა ახლახან გაიხსნა და დევნილ მეწარმეებს მუდმივად ექნებათ შესაძლებლობა, განათავსონ და გაყიდონ საკუთარი პროდუქცია.
 
მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ თენგიზ ნასარიძესთან ერთად ქალბატონებს მარტის თვის დღესასწაულები მიულოცა და გალერეაში წარმოდგენილი ხელნაკეთი ნამუშევრები დაათვალიერა.
 
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა, განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი, საქართველოს პარლამენტის წევრები რიმა ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი, გრეტა წიწავა, ეკა ჭიჭინაძე, ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გოგიტა თედორაძე და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
 
მსგავსი ღონისძიებები მიზნად ისახავს დევნილი ქალებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას, მათი საქმიანობის განვითარების ხელშეწყობას და ეკონომიკურ პროცესებში აქტიურ ჩართვას.
გიორგი ჯინჭარაძე - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრების აფხაზეთიდან დევნილი დედები 500-ლარიან ფულად დახმარებას მიიღებენ

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრების აფხაზეთიდან დევნილი დედები აფხაზეთის მთავრობისგან 500-ლარიან ფულად დახმარებას მიიღებენ, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ დედებთან შეხვედრაზე განაცხადა.

დედის დღესთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე გიორგი ჯინჭარაძემ ქალბატონებს დღევანდელი დღე მიულოცა, ჯანმრთელობა უსურვა და სამშობლოსთვის თავდადებული, ღირსეული მამულიშვილების და გმირების აღზრდისთვის მადლობა გადაუხადა.

მთავრობის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ დაღუპული მეომრების ოჯახებზე ზრუნვა და მათი მუდმივი მხარდაჭერა აფხაზეთის მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და ვალდებულებაა, რისთვისაც გმირების დედებს ფინანსური მხარდაჭერა გაეწევათ.

"ჩვენ საზოგადოებას მინდა მივულოცო დედის დღე, განსაკუთრებულად კი ვულოცავ იმ დედებს, რომელთა შვილებმაც საკუთარი სიცოცხლე გაიღეს ქვეყნისთვის, ჩვენი მომავლისთვის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათზე ზრუნვა და მათი მხარდაჭერა, სწორედ ამიტომ ჩემი გადაწყვეტილებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრების აფხაზეთიდან დევნილი დედები 500-ლარიან ფულად დახმარებას მიიღებენ", - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და აფხაზეთის მეომართა კავშირის წევრები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით მსგავსი სახის შეხვედრები ყოველწლიურად იმართება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ თენგიზ ნასარიძესთან, მთავრობის წევრებთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად, დიღმის ძმათა სასაფლაოზე ეროვნული გმ
საქართველოს ეროვნულ გმირს გურამ გაბესკირიას 79 წელი შეუსრულდებოდა. ამ დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ თენგიზ ნასარიძესთან, მთავრობის წევრებთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად, დიღმის ძმათა სასაფლაოზე ეროვნული გმირის საფლავი ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.
გურამ გაბესკირია 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზმა სეპარატისტებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დახვრიტეს.
გურამ გაბესკირიას ცხედარი ოკუპირებული სოხუმიდან 2017 წელს გადმოასვენეს და სამხედრო პატივით დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს. 27 სექტემბერს გურამ გაბესკირიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ გურამ გაბესკირიას ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს ეროვნულ გმირს გურამ გაბესკირიას 79 წელი შეუსრულდებოდა. ამ დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად, დიღმის ძმათა სასაფლაოზე ეროვნული გმირის საფლავი ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

გურამ გაბესკირია 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზმა სეპარატისტებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დახვრიტეს.

გურამ გაბესკირიას ცხედარი ოკუპირებული სოხუმიდან 2017 წელს გადმოასვენეს და სამხედრო პატივით დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს. 27 სექტემბერს გურამ გაბესკირიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.